გოტიკური არქიტექტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, removed: {{Link FA|he}}, {{Link FA|simple}} using AWB
(clean up, removed: {{Link FA|he}}, {{Link FA|simple}} using AWB)
'''გოტიკური არქიტექტურა''' (ანუ francigenum opus), არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების [[ევროპა|ევროპაში]]. ამ სტილით იყო აშენებული ამ პერიოდის რელიგიური და საერო ძეგლები და მაღალი კლასის საცხოვრებლები. დღეისთვის ეს სტილი ყველაზე თვალსაჩინოდ ტაძრებიშია წარმოდგენილი.
 
გოტიკური არქიტექტურა დაიბადა [[ილ დე ფრანსი|ილ დე ფრანსში]] [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] მეორე ნახევარში. იგი სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს [[ევროპა|ევროპაში]] [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] შუა ხანებამდე, იმ დრომდე, სანამ იტალიური [[რენესანსი|რენესანსის]] გავლენით ნეოკლასიკური სტილი განვითარდა.
 
სიტყვა "გოტიკური" ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. "გოტიკური" ხელოვნება იყო [[გუთები]]ს, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღესითვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტურული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.
პირველი გოტიკური ნაგებობები გაჩნდა [[1130]]-[[1150]] წლებში [[ილ დე ფრანსი|ილ დე ფრანსის]] ტერიტორიაზე. ამიტომ ამ სტილს მაშინ ლათინურად francigenum opus-ს ანუ "ფრანგული წარმოშობის ხელოვნებას" უწოდებდნენ. [[კაპეტინგები|კაპეტინგების]] მეფობის პერიოდში გოტიკური არქიტექტურა განასკუთრებით პოპულარული გახდა. ამ პერიოდში მოსახლეობის დემოგრაფიული გაზრდა მოითხოვდა რელიგიური ნაგებობების გაფართოებას, რადგან დიდი იყო მორწმუნეთა რიცხვი. ამავე პერიოდში ვითარდება ქალაქები და ვაჭრობა, რაც იწვევს ახალი სოციალური კლასის, მდიდარი ბურჟუაზიის აღმოცენებას.
 
პირველი ნაგებობა, რომელიც რომაულ სტილს საგრძნობლად სცილდება, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გოთური არქიტექტურით აგებული, არის [[სენ-დენისის სააბატო]].
 
გოტიკური სტილის გავრცელების საფუძველი გახდა ჩრდილოეთ [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] საეპისკოპოოებს შორის კონკურენცია: ყოველ ეპისკოპოსს სურდა უფრო ლამაზი და დიდი ტაძარი, ვიდრე მის მეზობელს ჰქონდა. ამგვარად განვითარდა ახალი სტილი ჯერ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, შემდეგ კი დასავლეთ ევროპაში, ყველა ქვეყანაში თავისებური ნიუანსებით.
[[კატეგორია:გოტიკური არქიტექტურა]]
 
{{Link FA|he}}
{{Link FA|simple}}
{{Link GA|cs}}
{{Link GA|no}}
 
[[de:Gotik#Baukunst]]
49,737

რედაქტირება