ბჰუტანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|eo}}, {{Link FA|mk}}, {{Link FA|no}} using AWB
ხაზი 59:
== ისტორია ==
[[ფაილი:Bhutan topo en.jpg|250პქ|მინი|მარცხნივ|ბჰუტანის ფიზიკური რუკა]]
მიუხედავად იმისა, რომ არსებობეს მოსაზრება, თითქოს ბჰუტანის ტერიტორია [[2000]] წლის წინაც იყო დასახლებული, ამის დოკუმენტური ან ნივთიერი მტკიცებულება არ არსებობს. ქვეყნის ისტორია ეპიზოდურადაა ცნობილი, რისი მიზეზიც ქვეყნის მაშინდელ დედაქალაქში [[პუნაქა]]ში ხანძრის შედეგად განადგურებული [[ბიბლიოთეკა]]ა. ამდენად, ქვეყნის ისტორია ნახევრად [[ლეგენდა|ლეგენდების]] დონეზა ცნობილი. [[ბუდიზმი|ბუდიზმმა]] ქვეყანაში, როგორც მიიჩნევენ, ჯერ კიდევ [[II საუკუნე]]ში შეაღწია. [[მეფე]]მ, [[ტიბეტა სონგცე ტამპო]]მ, ლეგენდის თანახმად ქვეყნის ტერიტორიაზე ააშენა ორი [[ტაძარი]] ([[კაიჩუ ლაკხანგი]] [[პარო]]ში და [[ჯამბეი ლაკხანგი]] [[ბუმტანგი|ბუმტანგში]]), რომლებიც დღემდე არსებობენ და [[რელიგია|რელიგიური]] რიტუალების აღსრულების უმნიშვნელოვანესი ადგილებია. ბჰუტანის ბუდიზმი, [[დრუკპა კაგიუ]], სათავეს იღებს [[ცანგპა გიარე ეშე დორჟი]]საგან, რომელმაც [[ტიბეტი|ტიბეტში]], ქალაქ [[რალუნგი|რალუნგში]], დააარსა მონასტერი დრუკი (დრაკონი). ტიბეტელი [[მღვდელი]] და [[მხატვარი]] ნგავანგ ნიამგალი ([[შაბდრუნგი]]) (1594—1651) 1616 წელს ხდება მეფე, მან შეძლო ბჰუტანის გაერთიანება, და დაიწყო აქტიური სამუშაოები დძონგოების ციხესიმაგრეების გასამაგრებლად. შაბდრუნგის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა [[სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომმა]] მოიცვა, რომელიც თითქმის ორასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ორი დუარი (კარი). ასამიის კარი და ბენგალის კარი-ტერიტორიები, რომლებიც პირდაპირ გასასვლელს იძლეოდნენ მთებიდან მდინარე [[ბრახმაპუტრა]]ზე.
 
ბჰუტანის ხელახალი გაერთიანება შეძლო მეფე [[უგენ ვანგჩუკი|უგენ ვანგჩუკმა]]. პირველი მეფე, რომელმაც [[1907]] წელს ჩამოაყალიბა ახალი დინასტია. [[1920]] წელს პირველმა მეფემ ხელშეკრულება გააფორმა [[ინგლისი|ინგლისთან]] და ამით მისი მოკავშირე გახდა. სამაგიეროდ კი მიიღო დაპირება, რომ ინგლისი მის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ბჰუტანის იზოლაცია. მან შეძლო თავიდან აეცილებინა მსიფლიო ომებში მონაწილეობა.
 
[[ფაილი:Taktshang.jpg|250პქ|მინი|მარცხნივ|ტაკშანგის მონასტერი]]
[[1949]] წელს, როცა ინდოეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბჰუტანიც დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. თუმცა იზოლაციონალისტური პოლიტიკის გამო ქვეყანა არ იყო წარმოდგანელი არც [[გაერო]]ში და არც საერთაშორისო ორგანიზაციებში, რის გამოც [[მსოფლიო]] ამ ქვეყანას განიხილავდა როგორც ინდოეთის გავლენის სფეროდ. საბოლოოდ ბჰუტანს ბრძოლა მოუწია, რათა გამხდარიყო გაეროს წევრი. [[1952]] წელს ტახტზე ადის ბჰუტანის მესამე მეფე [[ჯიგმე დორჯი ვანგჩუკი]], რომელიც იწყებს ზრუნვას ქვეყნის მოდერნიზაციისათვის. ჩინეთის ტიბეტში შეჭრის გამო ბჰუტანი იძულებული გახდა ინდოეთთან გაეფორმებინა სამხედრო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბჰუტანის უსაფრთხოება ინდოეთს უნდა უზრუნველეყო. დღესაც ინდოეთია ბჰუტანის უსაფრთხოების გარანტი. მხოლოდ [[1971]] წელს გახდა ბჰუტანი გაეროს წევრი.
[[ფაილი:Rinpung Dzong Paro 2007-11-11 CJF.JPG|250პქ|მინი|რინპუნგ ზონგი]]
 
ბჰუტანის მეოთხე მეფე, [[ჯიგმე სინგე ვანგჩუკი]], ტახტზე ავიდა [[1972]] წელს. მისი მეფობისას ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტებისა და უცხოელების შეზღუდული რაოდენობა იშვებოდა. მეფემ უზრუნველყო ქვეყანა ახალი ინფრასტრუქტურით (ელექტროენერგია, ტელეფონები, გზები) თან ისე, რომ [[ეკოლოგია]]ს მინიმალური ზარალი მიადგა. [[1998]] წელს მეფემ მართვა მინისტრთა საბჭოს გადასცა, რითაც უზრუნველყო აღმასულებელი ხელისუფლების მუდმივი ცვალებადობა. [[2002]] წელს ქვეყანაში დაარსდა ნაციონალური ტელევიზია (მანამდე ქვეყანაში ტელევიზია აკრძალული იყო). ბოლო წლებში ბჰუტანმა ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა ის კვლავ მკაცრად იცავს ეროვნულ ტრადიციებს.
ხაზი 73:
ბჰუტანი აგრარული ქვეყანაა. მოსახლეობის 80%-ის შემოსავლის ძირითადი წყაროა [[მიწათმოქმედება]] და [[სატყეო მეურნეობა]]. პარალელურად ქვეყნის ხელისუფლება განსაკუთრებით ზრუნავს ქვეყნის ფლორისა და ფაუნის შესანარჩუნებლად და ამიტომ ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაცულ ზონებადაა გამოცხადებული, სადაც [[ნადირობა]]ც აკძალულია. სწორედ ამიტომ მეწარმეობის განვითარება ბჰუტანის ხელისუფლების გეგმებში არ შედის. ქვეყანაში ძირითადად მოჰყავთ [[ვაშლი]] და [[ფორთოხალი]]. მოსავლის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე გააქვთ. ძირითადი საექსპორტო ქვეყანა ინდოეთია, რომელზეც მთელი ექსპორტის 87,9 % მოდის. ინდოეთიდან იმპორტი კი ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის 71,3 % შეადგენს.
 
ქვეყნის ფულადი ერთეულია [[ნგულტრუმი]]. კურსი მიბმულია ინდურ [[რუპია]]ზე. [[2006]] წლის მიხედვით ერთი [[აშშ]] დოლარი 44,42 ნგულტრუმია.
 
ქვეყნის [[მშპ]] შეადგენს 2.9 მილიარდ დოლარს წელიწადში. ბჰუტანის ხელისუფლება მშპ ზრდას არ აღიქვამს, როგორც მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის საზომს. ისინი ორიენტირებული არიან ნაციონალური ბედნიერების ზრდის მონაცემებზე (Gross National Happiness).
 
ბჰუტანში [[კორუფცია]] ფაქტობრივად არ არსებობს. ორგანიზაცია [[საერთაშორისო გამჭვირვალობა|საერთაშორისო გამჭვირვალობის]] (Transparency International) [[2006]] წლის მონაცემებით კორუფციის მიხედვით 32 ადგილზე იმყოფება.
ხაზი 89:
== მოსახლეობა ==
[[ფაილი:ბჰუტანი ტურისტული რუკა.jpg|მინი|ბჰუტანის ტურისტული რუკა(ქართულად)]]
2005 წლის მონაცემებით [[ბჰუტანის დემოგრაფია|ბჰუტანის მოსახლეობა]] შეადგენდა 672 425 კაცს. თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანაში [[გაერო]]ს და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები არ დაიშვებიან მსგავსი საქმიანობის ჩასატარებლად, აღნიშნული ციფრები საეჭვოა. მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 3-ჯერ მეტი მოსახლე მაინც ცხოვრობს ვიდრე ესაა ცნობილი. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელია 2.11% წელიწადში. ქალაქის მოსახლეობა — 21%, სოფლის — 79%. სიცოცხის საშუალო ხანგრძლივობაა: მამაკაცებში — 66, ქალებში — 66.2 წელი.
 
[[ბჰოტია]] — ქვეყნის ძირითადი ეთნიკური ჯგუფი და ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს შეადგენს. 35% მოსახლეობისა [[ნეპალელები]] არიან. 15% [[წარჩოპხები]].
ხაზი 112:
[[კატეგორია:გაეროს წევრი სახელმწიფოები]]
 
{{Link FA|eo}}
{{Link FA|mk}}
{{Link FA|no}}
{{Link GA|fi}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბჰუტანი“-დან