ბეჭდების მბრძანებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
უპს
clean up, removed: {{Link FA|es}}, {{Link FA|hr}}, {{Link FA|it}}, {{Link FA|pt}}, {{Link FA|ro}}, {{Link FA|th}} using AWB
ხაზი 30:
 
ნამუშევარი თავდაპირველად დაგეგმილი იყო, როგორც ორი წიგნი, სადაც მეორე იქნებოდა ''[[სილმარილიონი]]'', მაგრამ ამის წინააღმდეგი იყო გამომცემელი.
<ref name="tale">{{cite web|first=Pat |last=Reynolds |url=http://www.tolkiensociety.org/tolkien/tale.html |title=The Lord of the Rings: The Tale of a Text |publisher=The Tolkien Society |accessdate=5 February 2011}}</ref><ref>{{ME-ref|Letters|#126.}}</ref> ეკონომიკური მიზეზით ''ბეჭდების მბრძანებელი'' დაყოფილი იქნა სამ ტომად, რომლებიც გამოიცემოდა 1944 ივლისიდან 1955 წლის 29 ოქტომბრამდე.<ref name="tale" /><ref>{{cite web|url=http://www.bbc.co.uk/dna/h2g2/A672022|title=The Life and Works for JRR Tolkien|publisher=BBC|date=7 February 2002|accessdate=4 December 2010}}</ref> წიგნების სახელწოდებებია ''[[ბეჭდის საძმო]]'', ''[[ორი ციხე-კოშკი]]'' და ''[[მეფის დაბრუნება]]''. სტრუქტურულად, რომანის თითო ნაწილი დაყოფილია ორ წიგნად, რაც ქმნის ექვს წიგნს. მესამე ტომს დანართების სახით ახლავს დამატებითი მასალა. არის გამოცემები, სადაც სამივე წიგნი ერთ ტომშია გაერთიანებული. არსებობს ''ბეჭდების მბრძანებლის'' თარგმანი მსოფლიოს მრავალ ენაზე და მრავალი გამოცემა.
 
ტოლკინის რომანის თემები და შექმნის ისტორია არაერთი განხილვისა და შეფასების საგნად ქცეულა. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ნაშრომია, ქრონოლოგიურად წარმოადგენს ტოლკინის მიერ 1917 წელს დაწყებული ეპიკური ნაწარმოების უკანასკნელ სიუჟეტს<ref name="sketch">{{cite web |first=David |last=Doughan|url=http://www.tolkiensociety.org/tolkien/biography.html| title=J. R. R. Tolkien: A Biographical Sketch|publisher=TolkienSociety.org|accessdate=16 June 2006}}</ref>, პროცესისას, რომელსაც ავტორი [[მითოპოეია]]ს უწოდებდა. ამ და სხვა ადრეულ ნამუშევრებზე გავლენა იქონიეს ფილოლოგიამ, მითოლოგიამ, რელიგიამ და ავტორის უკმაყოფილებამ ინდუსტრიალიზაციით, ისევე, როგორც [[პირველი მსოფლიო ომი]]ს მოვლენებმა და მასში ტოლკინის მონაწილეობამ.<ref name="WW" /> ითვლება, რომ ''ბეჭდების მბრძანებელმა'' იქონია გავლენა თანამედროვე ფენტეზიზე. ტოლკინის შემოქმედების გავლენა იმდენად დიდია, რომ სიტყვები ''ტოლკინური'' (''Tolkienian'') და ''ტოლკინისტური'' (''Tolkienesque'') შეტანილია [[ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი|ოქსფორდის ინგლისურის ლექსიკონში]]. <ref>{{cite book |last= Gilliver |first=Peter |title=The Ring of Words: Tolkien and the Oxford English Dictionary |isbn=0-19-861069-6 |year= 2006 |publisher=Oxford University Press}}</ref>
 
''ბეჭდების მბრძანებლის'' მტკიცე პოპულარობას მოჰყვა პოპულარულ კულტურაში მისი არაერთი ასახვა, ტოლკინის სახელობის საზოგადოებების ჩამოყალიბება <ref>{{cite news|url= http://travel.nytimes.com/2007/03/23/travel/escapes/23Ahead.html|title= Elvish Impersonators|work=The New York Times|date=23 March 2007|last=Gilsdorf| first=Ethan|accessdate=3 April 2007}}</ref> და ტოლკინისა და მისი ნამუშევრების შესახებ სხვა წიგნების გამოცემა. ''ბეჭდების მბრძანებელმა'' გავლენა მოახდინა და კვლავ ახდენს მხატვრობაზე, მუსიკაზე, ფილმებზე, ტელევიზიაზე, ვიდეო თამაშებზე და შემდგომ ლიტერატურაზე. რომანის ადპატაციებს შორის არის [[ბეჭდების მბრძანებელი (1981 წლის რადიო სერიალი)|რადიო სერიალები]], [[ბეჭდების მბრძანებელი (მიუზიკლი)|თეატრალური დადგმები]] და [[ბეჭდების მბრძანებელი (ფილმების სერია)|წარმატებული ეკრანიზაცია]].<ref>{{cite web|url=http://www.lordoftherings.net/film/filmmakers/fi_pjack.html |title=The Lord of the Rings |publisher=The Lord of the Rings |accessdate=2012-12-26}}</ref>
ხაზი 46:
===ბეჭდის საძმო===
 
ამბის თხრობა იწყება ბილბოს 111-ე დაბადების დღით, მაზრაში. [[ფროდო ბეგინსი|ფროდო ბეგინსს]] ბილბოსგან მემკვიდრეობით გადაეცემა ბეჭედი. მოხუცი ბეგინსი კარ-მიდამოს ტოვებს და შორს მიემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდის ნამდვილი საიდუმლო ჯერ არავინ იცის, ჯადოსან [[განდალფი|განდალფ რუხს]] ეჭვები უჩნდება. ხანგრძლივი მოგზაურობის და ბეჭდის შესახებ ცნობების შეგროვების შემდეგ იგი ჰობიტების მხარეში ბრუნდება და ფროდოს ურჩევს, დატოვოს სახლი და ბეჭედიც თან გაიყოლოს. ფროდო [[ჰობიტონი]]დან მეგობრებთან, სემ გემჯისთან, მერიადოკ ბრენდიბაკთან, პერეგრინ ტუკთან და ფრედეგარ ბოლჯერთან ერთად მიდის და სახლდება კრიკორმოში. ფრედეგარის გარდა, ყველა სახლს დროულად ტოვებს, ვინაიდან მას ნაზგულები მიაგნებენ. გადარჩენილები [[ტომ ბომბადილი]]ს მიერ, ისინი ჩერდებიან სერში, სადაც ხვდებიან მაწანწალას, რომელიც მოგვიანებით [[არაგორნი]], ისილდურის მემკვიდრე აღმოჩნდება. მასთან ერთად ჰობიტები გზას განაგრძობენ, მაგრამ მათ კვლავ ნაზგულები მისდევენ და [[ავდარწვერო|ავდარწვეროზე]] თავს ესხმიან. ფროდო დაჭრილია მორგულის ხმლით. მოგზაურები საბოლოოდ აღწევენ [[ბრუინენის ფონი|ბრუინენის ფონამდე]], სადაც ფროდო მეორე ნაპირზე გადადის. ნაზგულებს ადიდებული წყალი წალეკავს.
 
ფროდოს [[რივენდელი|რივენდელში]] კურნავენ. აქ იგი პოულობს ბილბოსაც. [[ელრონდი]]ს მიერ მოწვეულ საბჭოზე განიხილება ბეჭდის ზოგადი ისტორია, [[სარუმანი]]ს საურონის მიერ თავის მხარეს მოქცევა (მასთან განდალფის ტყვეობის ჩათვლით) და ბეჭდის ბედი. გადაწყდება, რომ ბეჭედი უნდა განადგურდეს, მაგრამ უცნობია, ვინ აიღებს საკუთარ თავზე ასეთი ტვირთის ზიდვის პასუხისმგებლობას. საბოლოოდ, ფროდო ამბობს, რომ ამ ამოცანას საკუთარ თავზე აიღებს. ასე იკრიბება რაზმი „[[ბეჭდის საძმო (პერსონაჟები)|ბეჭდის საძმო]]“, რომელშიც შედიან სემი, მერი, პიპინი, არაგორნი, განდალფი, [[გიმლი (შუამიწეთი)|გიმლი]], [[ელფი (შუამიწეთი)|ელფი]] [[ლეგოლასი]] და [[გონდორი]]ს მოურავის ძე [[ბორომირი]].
 
[[ნისლიანი მთები|ნისლიან მთებში]] წარუმატებელი მოგზაურობის შემდეგ, რაზმი გეზს იცვლის, ბრუნდება და გადის უფრო სახიფათო გზას [[მორია (შუამიწეთი)|მორიაში]]. იქ მოგზაურები აღმოაჩენენ [[ბალინი (შუამიწეთი)|ბალინისა]] და სხვა ჯუჯების სამარხს. ორკების იერიშის მოგერიების შემდეგ ისინი ხვდებიან საზარელ [[ბალროგი|ბალროგს]], რომელსაც განდალფი უპირისპირდება. ბალროგი მარცხდება, მაგრამ ორივე ეცემა ქვესკნელში. დაღლილები და დამწუხრებულები, მოგზაურები [[ლოთლორიენი|ლოთლორიენში]] ჩერდებიან, სადაც მათ რჩევებს აძლევენ [[გალადრიელი]] და [[კელებორნი]].
 
ლორიენის ელფთა ძღვენით და ნავებით ისინი მდინარე [[ანდუინი|ანდუინზე]] მოგზაურობენ და ჩერდებიან [[ამონ ჰენი|ამონ ჰენთან]]. ბორომირი ბეჭედზე ფიქრობს და ცდილობს, ფროდოს წაართვას. ჰობიტი გარბის და გადაწყვიტავს, გზა ეულად გააგრძელოს, მაგრამ სემი მიხვდება მისი ჩანაფიქრს და მეგობარს მიჰყვება.
 
===ორი ციხე-კოშკი===
ხაზი 58:
სარუმანისა და საურონის ორკები კლავენ ბორომირს და მერი და პიპინი თან მიჰყავთ. მათ არაგორნი, გიმლი და ლეგოლასი მისდევენ. ჰობიტები სარუმანის ბრძანებით, [[იზენგარდი|იზენგარდში]] უნდა მიიყვანონ. [[როჰანი (შუამიწეთი)|როჰანის]] სამეფოში ორკებს ხოცავენ [[როჰანი (შუამიწეთი)#ხალხი|როჰანელი]] მხედრები. მერი და პიპინი [[ფანგორნი]]ს ტყეში იმალებიან, სადაც მათ ხვდება უხუცესი [[ენტი]] [[ხისწვერა]]. არაგორნი, გიმლი და ლეგოლასი ამასობაში ჰობიტების კვალს პოულობენ და ტყეში აწყდებიან თეთრ მოხუცს, რომელიც ამ ქვეყნად კვლავ მოვლენილი განდალფი აღმოჩნდება, ამჯერად არა რუხი, არამედ უფრო ძლიერი, თეთრი. დაარწმუნებს რა, რომ მერი და პიპინი უსაფრთხოდ არიან, ჯადოსანს ისინი [[ედორასი|ედორასში]], როჰანის სატახტო ქალაქში მიჰყავს. იქ მმართველი [[თეოდენი]] სარუმანის მსახურ [[გრიმა ენაგესლი]]ს ზემოქმედებისგან თავისუფლდება და განდალფის რჩევით, ხალხი გადაჰყავს [[ჰელმის ხრამი]]ს ციხესიმაგრეში. ჯადოსანი მათ ტოვებს და დახმარებისთვის სხვაგან მიემგზავრება.
 
ენტები, მერისა და პიპინის გავლენით, ანადგურებენ [[იზენგარდი|იზენგარდს]] და სარუმანი [[ორთანკი]]ს ციხე-კოშკში გამომწყვდეული რჩება. განდალფის თხოვნით, ხისწვერა თეოდენის დასახმარებლად აგზავნის [[ჰუორნები]]ს ლაშქარს. განდალფი და როჰანელთა დიდი ლაშქარი ჰელმის ხრამში მიემართებიან და დაწყებულ ბრძოლაში თეოდენს ეხმარებიან. სარუმანის ძალების განადგურების შემდეგ, მეფე და სხვები იზენგარდისკენ მიემგზავრებიან, სადაც სარუმანი უარს ამბობს მეფის მოწყალებაზე. განდალფი მას მთელ ძალაუფლებას ართმევს. მოგვიანებით პიპინი იხედება [[პალანტირი|პალანტირში]], რომელსაც სარუმანი მანამდე საურონთან კავშირისთვის იყენებდა. განდალფი [[მინას-ტირითი]]სკენ მიემართება და პიპინი თან მიჰყავს.
 
ფროდო და სემი იჭერენ გოლუმს, რომელიც მათ მორიიდან მიჰყვებოდა. ისინი აიძულებენ, მორდორისკენ გზა უჩვენოს. მაგრამ [[შავი კარიბჭე]] დახურული და საიმედოდ დაცული ხვდებათ, ამიტომ გოლუმის მიერ შემოთავაზებული საიდუმლო გზით მიემართებიან. ისინი [[ფარამირი|ფარამირს]], როჰანის მოურავის უმცროს ძეს ხვდებიან. გოლუმი იკარგება, მაგრამ ღამით კვლავ ჩნდება [[ითილიენი|ითილიენში]], სადაც ფარამირს ჰობიტები დაკითხვაზე მიჰყავს. ფროდო იძულებულია, მათ გოლუმი მიუყვანოს, რის გამოც არსება ბრაზდება. იგი გადაწყვიტავს, ფროდო წაიყვანოს დიდ ობობა შილობთან, [[კირით უნგოლი]]ს გვირაბებში. მას შემდეგ, რაც მოგზაურებს ათავისუფლებენ და ისინი საბოლოოდ კირით უნგოლზე აღმოჩნდებიან, ფროდოს აბრუებს ობობის ნესტარი. მაგრამ ამ დროს გიგანტურ არსებას სემი ესხმის. შილობის მოგერიების შემდეგ იგი იღებს ბეჭედს და ფროდოს ტოვებს, მაგრამ იქვე მისული ორკების საუბრიდან აღმოაჩენს, რომ ფროდო ჯერ ცოცხალია და უბრალოდ გონედაკარგულია, ამიტომ ორკებს ფარულად მიჰყვება.
 
===მეფის დაბრუნება===
 
საურონი იწყებს დიდ იერიშს გონდორზე. განდალფი მინას-ტირითში ჩნდება და მოურავ დენეთორს მოახლოებული საფრთხის შესახებ აფრთხილებს. [[პელენორის მინდვრების ბრძოლა|ქალაქი ალყაშია]] და დენეთორი, მოტყუებული საურონის მიერ, კარგავს იმედს და თავს იკლავს (ამასთან, იგი კინაღამ კლავს ფარამირსაც). არაგორნს მხოლოდ ერთი არჩევანი მაქვს - მან უნდა გაიაროს [[მკვდართა ბილიკი]], რათა დაიხმაროს ხალხი, რომელმაც ოდესღაც დაარღვია ფიცი გონდორის წინაშე და იქცა აჩრდილებად. ამ დიდ უხილავ ლაშქართან ერთად არაგორნი აჩერებს [[უმბარელი მეკობრეები|უმბარელ მეკობრეებს]], რომლებიც მდინარით საურონის ძალების დასახმარებლად მიემართებიან. დახმარების შემდეგ იგი აუწყებს მკვდრებს, რომ მათი ფიცი აღსრულდა და ისინი საბოლოოდ თავისუფლდებიან წყევლისგან. არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი როჰანში შედიან და უერთდებიან ბრძოლას პელენორის მინდვრებზე. თეოდენი იღუპება. იკრიბება უკანასკნელი საბჭო, რომელიც განიხილავს, თუ რას მოიმოქმედებენ როჰანთან და გონდორთან ერთად.
 
სემი ამასობაში ფროდოს პოულობს და უბრუნებს ბეჭედს. ისინი მორდორში მოგზაურობენ. საურონის ყურადღების მისაქცევად, რათა ამ უკანასკნელმა არ იპოვოს ბეჭედი, არაგორნი მორდორის შავი კარიბჭისკენ მიუძღვება გონდორისა და როჰანის გაერთიანებულ ლაშქრებს. სასოწარკვეთილი ლაშქრები უპირისპირდებიან მტერს, ამასობაში კი დაუძლურებული ფროდო ვეღარ უმკლავდება ტვირთს. ბედისწერის მთაში შესული, იგი ჩერდება და აღარ აგდებს ბეჭედს. ყველაფერი იცვლება, როდესაც ჩნდება გოლუმი, რომელიც მას ახტება და აგლეჯს ბეჭდიან თითს. გახარებული გოლუმი თავს ვერ მართავს და ეცემა ცეცხლოვან ქვესკნელში, სადაც ბეჭედიც განადგურდება. საურონი საბოლოოდ კარგავს ძალას, ყველა ნაზგული ქრება, მორდორი ინგრევა, ხოლო საურონის ლაშქრები თავზარდაცემულები გარბიან და არაგორნი იმარჯვებს.
 
ბეჭდის ომის დასრულებასთან ერთად, არაგორნი ხდება [[არნორი]]სა და გონდორის მეფე და ქორწინდება ელფ [[არვენი|არვენთან]], ელრონდის ასულთან, რომელიც მოკვდავთა ბედისწერას ირჩევას. სარუმანი იზენგარდიდან გარბის და, ახალ სამეფოს დაარსების იმედით, მთელ მაზრას იპყრობს. ოთხი ჰობიტი, მაზრაში დაბრუნებისას, აღმოაჩენს, რომ ყველაფერი შეიცვალა და ვინმე „შარკის“ გაბატონებასთან ერთად ჩამოყალიბდა ერთგვარი დესპოტური წყობა. ფროდო და მისი მეგობრები იწყებენ აჯანყებას, რომელშიც მათ ყველა უერთდება, გარდა შარკის ერთგული მოღალატე ჰობიტებისა. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ შარკი სინამდვილეში სარუმანია, რომელიც ამასობაში დასახლდა ფროდოს სახლში (რომელიც ფროდომ წასვლის წინ [[სეკვილ-ბეგინსები|სეკვილ-ბეგინსებს]] მიჰყიდა). სარუმანს კლავს გრიმა ენაგესლი, ხოლო გრიმას - ჰობიტი მშვილდოსნები. ბეჭდის ომი ამით საბოლოოდ სრულდება.
 
მერის და პიპინს აღიარებენ გმირებად, სემის ცოლი ხდება [[როზი კოტონი]], ხოლო გალადრიელის ძღვენით აღდგენილია მაზრის ფლორა. თუმცა, ვინაიდან ბეჭედს დიდი ხნის განმავლობაში ზიდავდა, ფროდო კვლავ გრძნობს ტკივილს სხეულსა და სულში. საბოლოოდ, წლების შემდეგ, ბილბოსთან და განდალფთან ერთად, იგი [[რუხი ნავსადგური|რუხი ნავსადგურიდან]] [[ამანი|უკვდავი მიწებისკენ]] მიემგზავრება. თხრობა მთავრდება სემის შინ დაბრუნებით, თუმცა დანართებში ნათქვამია, რომ „[[დასავლეთ მხარის წითელი წიგნი]]“, რომელშიც ბილბოს და სხვა ჰობიტების ჩანაწერები იქნა დატოვებული, სემმა დაუტოვა თავის ასულ ელანორს. მითითებულია, რომ, როგორც ბეჭდის უკანასკნელი მზიდავი, ისიც უკვდავი მიწებისკენ გაემგზავრა.
ხაზი 103:
* [[გოლუმი]], მდინარესთან მცხოვრები ჰობიტი სმეაგოლი, ბეჭდის მიერ ქცეული საზარეულ არსებად.
* [[შილობი]], მინას მორგულის უღელტეხილზე მცხოვრები გიგანტური ობობა.
* [[ბალროგი]], ცეცხლოვანი არსება მორიის მაღაროებიდან.
 
== წიგნის შექმნის ისტორია ==
ხაზი 202:
[[კატეგორია:1955 წლის რომანები]]
 
{{Link FA|es}}
{{Link FA|hr}}
{{Link FA|it}}
{{Link FA|pt}}
{{Link FA|ro}}
{{Link FA|th}}
{{Link GA|fr}}