ბენჯამინ ჰარისონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|en}} using AWB
ხაზი 58:
ბენჯამინ ჰარისონი დაიბადა ოჰაიოს მდინარის მახლობელ ფერმაში, ცინცინატის სამხრეთით. ის იყო [[ჰარისონი, უილიამ ჰენრი|უილიამ ჰენრი ჰარისონის]] შვილიშვილი. დაამთავრა ოჰაიოში არსებული მაიამის უნივერსიტეტი და ცინცინატში სამართალს ასწავლიდა. მოგვიანებით ინდიანაპოლისში გადავიდა, სადაც სამართლის პრაქტიკა გაიარა და [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკური პარტიის]] კამპანიაში მონაწილეობა მიიღო. 1853 წელს კაროლინ ლავინია სკოტზე იქორწინა. ჰარისონი მონაწილეობდა [[აშშ-ის სამოქალაქო ომი|1861-1865 სამოქალაქო ომში]]. [[1865]] ბრიგადის გენერლის წოდება მიანიჭეს. ომის შემდეგ, 70–ე მოხალისეთა ქვეითი ჯარის პოლკოვნიკი ინდიანაპოლისის საყრდენი გახდა, მის რეპუტაციას კი ბრწყინვალე იურისტის სახელი კიდევ უფრო ამყარებდა. 1880 წელს აშშ–ის სენატში მსახურობდა, სადაც ინდიელების, ახალმოსახლეების და სამოქალაქო ომის ვეტერანებისთვის უფლებებისთვის იბრძოდა. [[1881]]-[[1887]] [[აშშ-ის სენატი|აშშ-ის სენატორი]] იყო [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკური პარტიიდან]]. გამოდიოდა ლოზუნგით „ამერიკა ამერიკელებისათვის“. შემდეგ ლექციებს კითხულობდა სტენფორდის უნივერსიტეტში და მონაწილეობას იღებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქვეყნებდა ნაშრომებს.
 
საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰარისონმა სახალხო არჩევნებში კლივლენდზე 100,000–ით ნაკლები ხმა მიიღო, მაგრამ საარჩევნო კოლეგიის არჩევნებში 233 ხმა მიიღო 168–ის წინააღმდეგ. ის გახდა [[აშშ]]-ის 23-ე [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] [[1889]]-[[1893]] წლებში. იცავდა სამრეწველო-ფინანსურ ოლიგარქიის ინტერესებს. ჰარისონი ამაყობდა იმ დინამიური საგარეო პოლიტიკით, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვოდა. 1889 წელს პირველი პან ამერიკული კონგრესი ვაშინგტონში შეიკრიბა, შეხვედრაზე ჩამოყალიბდა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მოგვიანებით პან ამერიკული კავშირის სახელით გახდა ცნობილი. მეორე საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ, ჰარისონი ინდიანაპოლისში დაბრუნდა და 1896 წელს ქვრივ მერი დიმიკზე იქორწინა. ჰარისონი 1901 წელს გარდაიცვალა.
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 66:
 
{{აშშ-ის პრეზიდენტები}}
 
{{DEFAULTSORT:ჰარისონი, ბენჯამინ}}
 
[[კატეგორია:აშშ-ის პრეზიდენტები]]
[[კატეგორია:აშშ-ის სენატორები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1833]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1901]]
 
{{Link FA|en}}