ფილების ტექტონიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის vls:Ploatntektoniek; cosmetic changes
clean up, removed: {{Link FA|de}}, {{Link FA|eu}}, {{Link FA|hr}}, {{Link FA|nl}}, {{Link FA|sk}}, {{Link FA|vi}}, {{Link FA|vls}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Plates tect2 en.svg|300პქ|მინი|ლითოსფეროს ფილაქნების რუკა]]
[[ფაილი:Tectonicplates Serret.png|მინი|300პქ|ტექტონიკური ფილები]]
'''ახალი გლობალური ტექტონიკა''' (''ფილაქნების ტექტონიკა'') — [[ლითოსფერო]]ს მოძრაობის თანამედროვე გეოლოგიური თეორია, მობილიზმის სახესხვაობა. დასრულებული კონცეფციის სახით ჩამოყალიბდა [[1968|1968 წელს]] (ბ. აიზექსი, ჯ. ოლივერი, ლ. საიქსი, და სხვა).
 
მას საფუძვლად დაედო ამერიკელი მეცნიერების [[რობერტ სინკლერ დიტცი]]ს, და [[ჰარი ჰესი]]ს ჰიპოთეზა ოკეანური ფსკერის გაფართოების შესახებ, მაგრამ ახალი გლობალური ტექტონიკის ძირითადი პრინციპები ჯერ კიდევ [[1929]] წელს დასახა შოტლანდიელმა გეოლოგმა [[ართურ ჰოლმზი|ართურ ჰოლმზმა]], რომელმაც გააერთიანა ქერქქვეშა დინებების ([[ოტო ამპფერერი]]), რადიოგენური (ჯ. ჯოლი) და კონტინენტების დრეიფის ([[ალფრედ ვეგენერი]]) ჰიპოთეზები.
 
ახალი გლობალური ტექტონიკის მიხედვით, დედამიწის ლითოსფერო, რომელიც ნაკლებად ბლანტ [[ასთენოსფერო]]ზეა განლაგებული, შედგება ცალკეული დიდი ბლოკებისაგან ანუ ფილაქნებისაგან, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ. ამ მოძრაობაში მონაწილეობენ [[კონტინენტი|კონტინენტებიც]], რომლებიც ფილაქნების ნაწილს წარმოადგენენ.
 
ფილაქნების სასაზღვრო ზონები მაქსიმალური ტექტონიკის, სეისმურ და ვულკანურ აქტივობას ამჟღავნებენ. ამ ზონების გასწვრივ ხდება ფილაქნების ურთიერთშეცოცება, ქვეშეცოცება ან თარაზული გადაადგილება. [[შუაოკეანური ქედები]]ს რიფტულ ზონებში ფილაქნები ერთმანეთს შორდება და წარმოქმნილი უზარმაზარი ნაპრალი ივსება ასთენოსფეროდან შემოჭრილი ბაზალტური მაგმით. ქერქქვეშა კონვექციური დინებები იწვევს ახლადწარმოქმნილი ოკეანური ფილაქნების გადაადგილებას [[შუაოკეანური ქედები]]დან პერიფერიებისაკენ, ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით.
 
კუნძულთა რკალების და კონტინენტების კიდეების გასწვრივ კი ხდება ამ ფილაქნების დაძირვა (ჩაწოვა) კონტინენტური ქერქის ქვეშ. ამ პროცესს თან სდევს
[[დედამიწის ქერქი]]ს შეკუმშვა და [[დედამიწა|დედამიწის]] სიღრმიდან სითბოს, სილიციუმის ორჟანგის, ტუტეების და წყლის ორთქლის გამოყოფა, რაც განაპირობებს [[ვულკანიზმი|ანდეზიტურ ვულკანიზმს]], გრანიტიზაციას, დანაოჭებას და რეგიონულ მეტამორფიზმს.
 
ახალმა გლობალურმა ტექტონიკამ, რომელიც უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით [[ოკეანე]]ებში მოპოვებულ ახალ გეოლოგიურ და გეოფიზიკურ ფაქტებს ეყრდნობა, დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ხაზი 28:
 
{{ესკიზი-გეოლოგია}}
{{თარგი:გეოლოგია}}
 
[[კატეგორია:ფილაქნების ტექტონიკა]]
[[კატეგორია:გეოფიზიკა]]
[[კატეგორია:სეისმოლოგია]]
[[კატეგორია:გეოფიზიკა]]
 
{{Link FA|de}}
{{Link FA|eu}}
{{Link FA|hr}}
{{Link FA|nl}}
{{Link FA|sk}}
{{Link FA|vi}}
{{Link FA|vls}}
{{Link GA|id}}