ასტეროიდთა სარტყელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის no:Asteroidebeltet; cosmetic changes
clean up, removed: {{Link FA|ca}}, {{Link FA|en}}, {{Link FA|es}}, {{Link FA|ml}}, {{Link FA|no}}, {{Link FA|pl}}, {{Link FA|ru}}, {{Link FA|th}} using AWB
ხაზი 8:
ასტეროიდთა სარტყელი ასევე არის ერთგვარი წყალგამყოფი, რომელიც მზის სისტემას ყოფს ორ თვისობრივად განსხვავებულ ნაწილად — შიდა და გარე მზის სისტემად. სივრცეს მზიდან ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის ჩათვლით, რომელშიც დედამიწის ტიპის პლანეტებია ([[მერკური (პლანეტა)|მერკური]], [[ვენერა (პლანეტა)|ვენერა]], [[დედამიწა]], [[მარსი (პლანეტა)|მარსი]]) განლაგებული, შიდა მზის სისტემას, ხოლო ასტეროიდთა სარტყელს მიღმა არსებულ სივრცეს, რომელშიც გაზის გიგანტები ([[იუპიტერი (პლანეტა)|იუპიტერი]], [[სატურნი (პლანეტა)|სატურნი]], [[ურანი (პლანეტა)|ურანი]], [[ნეპტუნი (პლანეტა)|ნეპტუნი]]) არიან მოთავსებული, გარე მზის სისტემას უწოდებენ.
 
ასტეროიდთა სარტყელს ასევე ძირითად სარტყელსაც უწოდებენ, რათა განასხვაონ ის მცირე პლანეტების კონცენტრაციის სხვა ადგილებისგან, როგორიც არის [[კოიპერის სარტყელი]], [[ოორტის ღრუბელი]] და [[გაბნეული დისკი]]. სამივე ეს რეგიონი პლანეტა ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობს, და „დასახლებულია“ ძირითადად მცირე ზომის სხეულებით.
 
ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის და ნეპტუნის ორბიტის მიღმა განლაგებული მცირე სხეულები ერთმანეთისგან შემადგენლობით ისევე განსხვავდებიან, როგორიც [[დედამიწის ტიპის პლანეტები|დედამიძის ტიპის პლანეტები]] გაზის გიგანტებისგან. ძირითადი სარტყლის ასტეროიდებს დედამიწის ტიპის პლანეტების მსგავსი შემადგენლობა აქვთ, ისინი ძირითადად მყარი მატერიებისგან — [[სილიკატები]]სა და [[მეტალები]]სგან შედგებიან, მაშინ როდესაც კოიპერის სარტყელსა, ოორტის ღრუბელსა თუ გაბნეულ დისკში განლაგებული პლანეტოიდები ძირითადად, [[წყალბადი]]ს, [[მეთანი]]სა და [[ამიაკი]]ს გაყინულ ლოდებს წარმოადგენენ.
 
თვითონ ძირითადი სარტყლის სიახლოვეს არსებობს ასტეროიდთა ავტონომიური დაჯგუფებები, რომლებიც უმთავრესად იუპიტერის, მარსისა და დედამიწის [[ორბიტა|ორბიტზე]] არიან კონცენტრირებული. ეს პლანეტოიდები ძირითადი სარტყლიდან უმთავრესად იუპიტერის და სხვა პლანეტების [[გრავიტაცია|გრავიტაციის]] ზემოქმედების შედეგად არიან გამოდევნილი. ძირითადი სარტყლიდან დიდი პლანეტების ზემოქმედებით გამოდევნილ ასტეროიდებს თანამგზავრული ტიპის ასტეროიდებად ან ტროიანებად მოიხსენიებენ. საქმე ისაა, რომ ასეთი ასტეროიდები, როგორც წესი მოძრაობენ გამომდევნი პლანეტის ორბიტებზე და ამით გარკვეულწილად მოგვაგონებენ თანამგზავრებს, თუმცა მათგან განსხვავებით, ისინი ბრუნავენ არა პლანეტების ირგვლივ, არამედ უშუალოდ პლანეტის ორბიტაზე. ასეთი ასტეროიდები როგორც წესი ჯგუფებად მოგზაურობენ და ან წინ უსწრებენ პლანეტას ორბიტალურ გზაზე ან უკან მიყვებიან მას. ტროიანი ასტეროიდები ავტონომიურ ჯგუფებად კონცენტრირდებიან ლაგრანჟის, იგივე [[ლიბრაციის წერტილი|ლიბრაციის წერტილებში]].
 
ტროიანი ასტეროიდების ყველაზე დიდი ჯგუფები იუპიტერის ორბიტაზეა თავმოყრილი. ეს ბუნებრივია, იუპიტერის გრავიტაციის სიმძლავრის გამო ხდება. იუპიტერის ორბიტაზე კონცენტრირებული ტროიანი ასტეროიდების ორ ძირითად ჯგუფს, რომლებიც ლიბრაციის ორ ძირითად წერტილში L<sub>4</sub> და L<sub>5</sub> არიან კონცენტრირებული ტროელებსა და ბერძნებს (აქეელებს) უწოდებენ. ბერძნები წინ უსწრებენ იუპიტერს, ხოლო ტროელები ჩამორჩებიან მას, რითაც ქმნიან ბუნებრივ ოპოზიციურ ჯგუფებს, ამიტომაც მოხდა მათთვის ბერძნების და ტროელების სახელის მინიჭება.
ხაზი 36:
[[კატეგორია:ასტეროიდები]]
 
{{Link FA|ca}}
{{Link FA|en}}
{{Link FA|es}}
{{Link FA|ml}}
{{Link FA|no}}
{{Link FA|pl}}
{{Link FA|ru}}
{{Link FA|th}}
{{Link GA|sk}}