არისტოტელე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
62.212.63.76-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა SHOTHA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
clean up, removed: {{Link FA|de}}, {{Link FA|fi}}, {{Link FA|hu}} using AWB
ხაზი 8:
არისტოტელე, რომლის სახელიც ნიშნავს "საუკეთესო მიზანს", დაიბადა სტაგირაში, ქალკედონიაში [[ძვ. წ. 384]] წელს. მისი სამშობლო ქალაქი მდებარეობს თანამედროვე [[თესალონიკი]]დან დაახლოებით 55 კმ-ით (34 მილით) აღმოსავლეთით. მამა - ნიკომაქოსი მაკედონიის მეფის, [[ამინტასი]]ს პირადი ექიმი იყო. არისტოტელე აღზარდეს, როგორც [[არისტოკრატი]]. დაახლოებით თვრამეტი წლის ასაკში იგი გაემგზავრა [[ათენი|ათენში]] [[პლატონი]]ს აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად. არისტოტელე თითქმის ოცი წლის განმავლობაში დარჩა აკადემიაში, მანამ სანამ [[ძვ. წ. 348]]-[[ძვ. წ. 347|47]] წელს არ დატოვა საბოლოოდ ათენი. ძირითადი ახსნა წარმოადგენს იმას, რომ იგი გულნატკენი დარჩა იმ ფაქტით, რომ აკადემიის მმართველობა პლატონის სიკვდილის შემდეგ გადავიდა მის ძმისწულზე, [[სპევსიპე]]ზე, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ცოტა უფრო ადრე, ჯერ კიდევ პლატონის სიკვილამდე, ანტიმაკედონურ მოძრაობასაც გაეცალა. შემდეგ მან იმოგზაურა თავის მეგობარ [[ქსენოკრატე]]სთან ერთად მეგობრის, [[ჰერმიასი]]ს კარამდე [[ატარნეუსი|ატარნეუსში]], [[მცირე აზია]]ში. ამავე მოგზაურობის განმავლობაში არისტოტელემ მოინახულა კუნძული [[ლესბოსი]] [[თეოფრასტე]]სთან ერთად, სადაც მათ ერთად გამოიკვლიეს კუნძულის [[ბოტანიკა]] და [[ზოოლოგია]]. არისტოტელემ ცოლად მოიყვანა ჰერმიასის ნაშვილები ქალიშვილი (ან ახლო ნათესავი) პითია. მან არისტოტელეს გაუჩინა გოგონა, რომელსაც ასევე პითია დაარქვეს. ჰერმიასის სიკვდილის შემდეგ მალევე არისტოტელე მოიწვია მაკედონიის მეფე [[ფილიპე II (მაკედონია)|ფილიპე მეორემ]] თავისი შვილის, [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრეს]] აღმზრდელად [[ძვ. წ. 343]] წელს.
 
არისტოტელე დანიშნეს მაკედონიის სამეფო აკადემიის უფროსად. ამ დროის განმავლობაში ის ასწავლიდა არა მარტო ალექსანდრეს, არამედ ორ სხვა მომავალ მეფესაც: პტოლემეს და კასანდრეს. არისტოტელემ წაახალისა ალექსანდრე აღმოსავლური დაპყრობებისკენ და მისი დამოკიდებულება [[სპარსეთი]]ს მიმართ აშკარად ეთნოცენტრული იყო. ერთ-ერთ შემონახულ ცნობილ მაგალითში, იგი ურჩევს ალექსანდრეს, რომ "იყოს ბერძანთა ლიდერი და ბარბაროსთა დესპოტი, შეხედოს ბერძნებს, როგორც მეგობრებსა და ნათესავებს, ხოლო სპარსელებს კი როგორც მხეცებს ან მცენარეებს".
 
[[ძვ. წ. 335]] იგი დაბრუნდა ათენში და დააარსა თავისი საკუთარი სკოლა, რომელიც ცნობილია ლიცეუმის სახელით. არისტოტელე ამ სკოლაში სწავლებას შემდეგი თორმეტი წლის განმავლობაში უძღვებოდა. ათენში მისი მეუღლე პითია დაიღუპა და არისტოტელემ მოიყვანა მეორე ცოლი, ჰერპილე სტაგირიდან. მათ ვაჟი გაუჩნდათ, რომელსაც პაპის, ნიკომაქოსის სახელი დაარქვეს.
 
მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ პერიოდში, დაახლოებით [[ძვ. წ. 335]]-[[ძვ. წ. 323|323]] წელს შეთხზა არისტოტელემ თავის შრომათა უმეტესობა არისტოტელემ დაწერა მრავალი [[დიალოგი]], რომელთა მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ის შრომები კი, რომელიც შემორჩა, [[ტრაქტატი]]ს ფორმას ატარებს და, როგორც ჩანს, განკუთვნილი არ იყო გამოქვეყნებისათვის და უბრალოდ სალექციო დამხმარე მასალას წარმოადგენდა სტუდენტებისათვის. მისი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაშრომებია: [[ფიზიკა]], [[მეტაფიზიკა]], ნიკომაქესეული [[ეთიკა]], [[პოლიტიკა]], De Anima (სულის შესახებ) და [[პოეზია]].
 
არისტოტელემ არა მარტო შეისწავლა იმ დროისათვის შესაძლო ყველა დისციპლინა, არამედ მრავალ მათგანში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა. ფიზიკის (ბუნებისმეტყველების) სფეროში არისტოტელემ დაამატა თავისი ნაშრომები შემდეგ დარგებში: [[ანატომია]], [[ასტრონომია]], [[ემბრიოლოგია]], [[გეოგრაფია]], [[გეოლოგია]], [[მეტეოროლოგია]], ფიზიკა (საკუთრივ ფიზიკა) და [[ზოოლოგია]]. ფილოსოფიის სფეროში (ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერების) მან დაამატა შრომები [[ესთეტიკა]]ზე, ეთიკაზე, [[მმართველობა]]ზე, მეტაფიზიკაზე, პოლიტიკაზე, [[ეკონომიკა]]ზე, [[ფსიქოლოგია]]ზე, [[რიტორიკა]]სა და [[თეოლოგია]]ზე. იგი აგრეთვე იკვლევდა აღზრდა-განათლებას, უცხოურ ადათ-წესებს, [[ლიტერატურა]]სა და პოეზიას. ითვლება, რომ არისტოტელე, შესაძლოა, იყო ბოლო პიროვნება, რომელმაც იცოდა ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს სცოდნოდა თავისი თანამედროვე მეცნიერების შესახებ. პლატონისგან განსხვავებით, რომელიც იყო იდეალისტური სკოლის მამამთავარი, არისტოტელე ითვლება მატერიალისტური სკოლის მამამთავრად.
 
თავისი მმართველობის ბოლოს ალექსანდრე ეჭვიანი გახდა, ყველგან შეთქმულებას ხედავდა და არისტოტელესაც კი ემუქრებოდა წერილებში. არისტოტელე არ ფარავდა თავის აზრს ალექსანდრეს ღვთაებრიობის პრეტენზიასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ალექსანდრემაც მოახერხა შურისძიება და არისტოტელეს ძმისშვილიშვილი კალისთენე სიკვდილით დასაჯა, როგორც მოღალატე.
 
ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ათენში კიდევ ერთხელ გაღვივდა ანტი-მაკედონური მოძრაობა. [[ევრიმედონე]]მ, რომელიც იეროფანტი ანუ უმაღლესი ქურუმი იყო ათენში, შერისხა არისტოტელე, რადგანაც იგი ღმერთებს საკადრის პატივს არ სცემდა. არისტოტელე გაიქცა დედულეთში, ქალკისში და თავისი საქციელი ამგვარად ახსნა: მე ვერ მივცემ ათენელებს იმის ნებას, რომ ორჯერ სცოდონ ფილოსოფიის წინაშე ([[სოკრატე]]ს სიკვდილით დასჯას გულისხმობდა). იგი ევბეაში აღესრულა ბუნებრივი სიკვდილით სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ [[ძვ. წ. 322]] წელს. არისტოტელემ თავისი სურვილის აღმასრულებლად თავისი მოსწავლე ანტიპატრე დანიშნა და დატოვა ანდერძი, რომელშიც მეუღლის გვერდით დაკრძალვას ითხოვდა.
ხაზი 48:
[[კატეგორია:გარდაცვლილი ძვ. წ. 322]]
 
{{Link FA|de}}
{{Link FA|fi}}
{{Link FA|hu}}
{{Link GA|is}}
{{Link GA|zh}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არისტოტელე“-დან