არალის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: pt:Mar de Aral is a good article
clean up, removed: {{Link FA|no}} using AWB
ხაზი 29:
|ვიკისაწყობი = Aral Sea
}}
'''არალის ზღვა''', ასევე '''არალის ტბა''' ({{lang-kk|Арал Теңізі}}; {{lang-uz|Orol dengizi}}; {{lang-ru|Аральскοе мοре}}) — მლაშე [[ტბა]] [[ცენტრალური აზია|ცენტრალურ აზიაში]], [[ყაზახეთი]]სა და [[უზბეკეთი]]ს საზღვარზე. ამჟამად ტბის დიდი ნაწილი დამშრალია; დარჩენილია მხოლოდ მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილების მცირე ნარჩენები, რომლებიც ერთმანეთს ამ დროისთვის წყლით არ უკავშირდება. არალის ტბის დაშრობა იმითაა გამოწვეული, რომ ტბაში ჩამდინარე [[ცენტრალური აზია|ცენტრალური აზიის]] ორი უდიდესი მდინარე [[სირდარია]] და [[ამუდარია]] [[1960-იანები|1960-იანი]] წლებიდან გამოიყენება ყაზახეთსა და უზბეკეთში [[ბამბა|ბამბის]] მინდვრების სარწყავად, რის შედეგადაც მდინარეების წყალი ტბამდე პრაქტიკულად ვეღარ აღწევს. [[1960-იანები|1960-იანი]] წლებიდან დაწყებული ტბის დაშრობის პროცესი დღემდე [[ადამიანი]]ს მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს [[ეკოლოგიური კატასტროფა|ეკოლოგიურ კატასტროფად]] მიიჩნევა. დაშრობამდე ტბის ფართობი დაახლოებით 68 000 კმ²-ს შეადგენდა და ამ მონაცემით იგი მეოთხე ტბა იყო [[მსოფლიო]]ში; სიდიდის გამო ეწოდა არალის ტბას „ზღვა“.
 
წყლის სწრაფ დაშრობას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ წლის განმავლობაში ნალექის რაოდენობა აქ ძალიან მცირეა, მხოლოდ 100 მმ. აორთქლებული [[წყალი]] მიღებულზე 12-ჯერ მეტია. აორთქლებამ გამოიწვია ზღვაში მარილიანობის მომატება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ფლორისა და ფაუნის მრავალი ჯიშის განადგურება. თევზის გაქრობის შედეგად შეწყდა მანამდე ტბაზე გავრცელებული მეთეზეობა. დამშრალ ტერიტორიაზე რჩება [[მარილი]]ს სქელი ფენები. დაშრობის შედეგად [[1989]] წელს ტბა ორად გაიყო: ჩრდილოეთის და სამხრეთის არალის ზღვებად. [[2003]] წელს ზღვის ზედაპირის ფართობი პირვანდელი ფართობის მეოთხედს შეადგეანდა, ხოლო წყალი პირვანდელის 10%-ს.
ხაზი 48:
 
{{Link FA|lmo}}
{{Link FA|no}}
{{Link GA|es}}
{{Link GA|et}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არალის_ზღვა“-დან