გიორგი V ბრწყინვალე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 42:
==ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს შემადგენლობაში==
 
ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ხანაში დაიწყო ისტორიული სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილის გათავისუფლება.[[თამარ მეფე|თამარის]] [[ეპოქა|ეპოქაში]] კი ეს პროცესმა ფართო ხასიათი მიიღო,თუმა [[მონღოლები|მონღოლთა]] შემოსევების შემდეგ ძველი სომხური მიწების გათავისუფლების პროცესი შეჩერდა.მეფე გიორგის,როგორც სჩანს მეტისმეტი ყურადღება გამოუჩენია სომხეთისადმი და მისი შემომტკიცების საქმეს ჯერ კიდევ მაშინ შესდგომია,როცა მონღოლთა უზენაესობას ჯერ ისევ ცნობდა. ქალაქ [[ანისი|ანისის]] მეჩეთზე ამოკვეთილი [[სპარსეთი|სპარსულენოვანი]] წარწერა,რომელიც ყაენ აბუ-საიდის ბრძანებით გაუკეთებიათ,გვაუწყებს,რომ ეს ქალაქი ისევ საქართველოს შემადგენლობაშია.<ref>3 W. Barthold, ' Die persische Inschrift an der Mauer der Manucehr-Moschee zu Ani ', trans. and edit. W. Hinz, ZDMG, Bd. 101, 1951, 246; </ref> ისტორიული სომხეთის ჩრდილო ნაწილის საქართველოს სამეფოში ყოფნა დასტურდება თავად სომხური წყაროებითაც. [[1321]] წელს [[გლაძორის მონასტერი|გლაძორის მონასტერში]] გადაწერილ სახარებას[[სახარება|სახარება]] აქვს ერთი მინაწერი,სადაც ვკითხულობთ,რომ წიგნი დაიწერა ''სომხური წელთაღრიცხვის ''ჩჰ'' (1321), სასტიკ და უკეთურ დროში,როდესაც სომეხთა და ქართველთა ქვეყანა მძლავრობით ეპყრა მოისართა ნათესავს,ქართველებზე გორგედ სახედლებულს.'' <ref> სომხურ ხელნაწერთა ანდერძების ცნობები საქართველოს შესახებ (XIV-XV სს.) : სომხურ ხელნაწერთა XIV-XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშატაკარანების) ცნობები საქართველოს შესახებ. მთარგმნელ–კომენტატორი: ალექსანდრე აბდალაძე ; გამომცემლობა ''მეცნიერება''. თბილისი გვ 20</ref>
 
იმავე მონასტრის [[1323]] წლის მინაწერში კი წერია ხელნაწერი შეიქმნა ''იაფეტური წელთაღრიცხვის ''ჩჰბ'' (1323), დიდი თვითმპყრობლის,[ა]ბუსაიდ სახელდებული ხანის მიერ ქვეყნის ფლობისას,სომხებზე კილიკიის ტახტზე მჯდომი ლევონის, საქართველოსა და დიდი სომხეთში მეფე გიორგის მეფობისას..'' <ref>Ibid.</ref>
[[1336]] წელს,[[ყირიმი|ყირიმის]] ქალაქ [[სუხათი|სურხათში]] გადამწერი ტერტერი ''[[ვარდან აიგეკცის ქადაგება|ვარდან აიგეკცის ქადაგებანის]]'' მინაწერში უთითებს : ''მე, ტირაცუ, კაცი უღირსი,საბრალობელი,უდები მღვდელი...ჩამოველ საქართველოდან, ხორ-ვირაპის მეზობელი,შესანიშნავ ქალაქ [[ერევანი|ერევნიდან]].''<ref>Ibid. 22-23</ref>
 
საქართველოს ამავე ხანაში ეკუთვნოდა სივნიეთის(სიუნიქის) მხარეც. [[1337]] წლის ერთ-ერთ გადაწერილ დოკუმენტს,აქვს მინაწერი,რომლის მიხედვითაც ხენაწერიხელნაწერი შეიქმნა '' სომეხთა და ქართველთა დიდი მხერდართმთავრის,მეფური წარმომავლობის მთავრის [[ბურთელ ორბელიანი|ბურთელის]] მბრძანებლობისას.''<ref>Ibid. 23 </ref>
 
დოკუმენტში მოხენიებული ბურთელ,არის ბურთელ ორბელიანი,რომელთა საგვარეულო საქართველოს მეფის მიერ მათი წინაპრების სომხეთში გაძევების შემდგომ იქ დამკვიდრდა და ცალკეულ მხარეებს მართავდა,თუმცა მშობლიურ ქვეყანასთან კავშირი არ შეუწყვეტიდათ საუკუნეების განმავლობაში.ბურთელ ორბელიანს, მეფე გიორგი ბრწყინვალემ როგორც სჩანს მხედართმთავრობაც უბოძა.