მასტერსი (სნუკერი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 19:
 
პირველად ტურნირი მასტერსი გაიმართა [[მასტერსი 1975 (სნუკერი)|1975]] წელს West Centre Hotel-ში, [[ლონდონი|ლონდონში]]. მისი ორგანიზატორი იყო Benson & Hedges, რომელიც ტურნირის სპონსორად დარჩა 2004 წლამდე. 10 მონაწილიდან ფინალისტების პირველი წყვილი შეადგინეს ინგლისელმა [[ჯონ სპენსერი (სნუკერისტი)|ჯონ სპენსერმა]] და უელსელმა [[რეი რიარდონი|რეი რიარდონმა]]. დაძაბულ ორთაბრძოლაში, რომელიც დასრულდა გადამწყვეტი ფრეიმის შავ ბურთზე გადათამაშებით, სპენსერმა გაიმარჯვა. [[მასტერსი 1981 (სნუკერი)|1981 წელს]] [[ტერი გრიფიტსი]] 2323 მაყურებლის თვალწინ გახდა პირველი სნუკერისტი, რომელმაც მასტერსის მოგება პირველივე ცდიდან მოახერხა. ხოლო 1986 წელს კანადელმა [[კლიფ თორბერნი|კლიფ თორბერნმა]] მოხაერხა ზედიზედ მოპოვებული ტიტულების რეკორდის დამყარება — ის გახდად მასტერსის ზედიზედ ორგზის და მთლიანობაში სამგზის ჩემპიონი.
 
[[მასტერსი 1988 (სნუკერი)|1988 წლის]] მასტერსის ფინალისტს, [[მაიკ ჰალეტი|მაიკ ჰალეტს]], ძალიან არ გაუმართლა: იგი ფინალში [[სტივ დეივისი|სტივ დეივისს]] შეხვდა, რომელმაც მოწინააღმდეგე 9:0 გაანადგურა. თვითონ დეივისს იმ სეზონზე უკვე 6 ტიტული ჰქონდა მოგებული, ეს გამარჯვება კი ამავდროულად 23-ე „მშრალი“ მოგება გახდა.
 
== საპრიზო ფონდი ==