Windows Mixed Reality: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
 
Microsoft HoloLens-თვის წარმოდგენილ აპლიკაციებს შორისაა HoloStudio — 3D მოდელირების აპლიკაცია, რომელსაც შეუძლია აწარმოოს 3D პრინტერებისათვის; Holobuilder-ი — ჩვენება, რომელიც შთაგონებულია ვიდეო-თამაშ Minecraft-ით; იმპლემენტირებულია Skype-ის სატელეკომუნიკაციო აპლიკაციები; OnSight — პროგრამული უზრუნველყოფის ხელსაწყო, რომელიც შექმნილია ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიასთან (JPL) ერთად. OnSight-ი აერთიანებს მარსმავალ Curiosity-დან მოსულ მონაცემებს 3D სიმულაციებით, მარსის მსგავს გარემოში, რისი საშუალებითაც, HoloLens-ის გამოყენებით მთელი მსოფლიოს მეცნიერებს შეუძლიათ მოახდინონ ვიზუალიზაცია, ინტერაქტივი და თანამშრომლობა ერთდროულად. OnSight-ის გამოყენება შესაძლებელია მისიის დასაგეგმად, ვინაიდან მომხმარებლებს შეეძლებათ დააპროგრამონ მარსმავალის აქტივობები სიმულაციებით. მავალის აქტივობების გასაკონტროლებლად, ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია OnSight-ის შეტანას Curiosity-ის მისიის ოპერაციებში 2015 წლის ივლისისათვის გეგმავს.
 
HoloLens-ში გამოყენებულ სენსორთა ტიპებს შორისაა ენერგოეფექტური ღრმა კამერა 120°×120°-იანი ხილვადობით. სენსორების სხვა შესაძლებლობებს შორისაა ასევე თავის მონიტორინგი, ვიდეოგადაღება და ხმის ჩაწერა. გარდა მაღალი დონის CPU-სა და GPU-სა, HoloLens-ს გააჩნია Holographic Processing Unit (HPU) — კოპროცესორი, რომელიც მრავალგვარ სენსორთა მონაცემების ინტეგრირებას ახდენს, სივრცული რუკების დახაზვის შესაძლებლობა, ჟესტების აღქმა, ხმოვანი და მეტყველებითი აღქმა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Windows_Mixed_Reality“-დან