ოკლენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 99:
 
მაგრამ ოკლენდი აგრძელებდა ახალი ზელანდიის ეკონომიკურ ცენტრად ყოფნას. ქვეყანაში ოქროს ციებ-ცხელება და, კერძოდ, ოქროს საბადოს აღმოჩენა [[კორომანდელის ნახევარკუნძული|კორომანდელის ნახევარკუნძულზე]], გახდა ქალაქის მოსახლეობის მკვეთრი ზრდის ძირითადი მიზეზი XIX საუკუნის დასასრულს.
 
=== XX საუკუნე ===
[[პირველი მსოფლიო ომი|პირველი]] და [[მეორე მსოფლიო ომი]]ს პერიოდში ქალაქში მდებარეობდა [[დიდი ბრიტანეთი]]ს ერთ-ერთი ძირითადი სამხედრო-საზღვაო ბაზა სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში. ამას გარდა, მეორე მსოფლიო ომის წლებში აქ დისლოცირებული იყო [[აშშ]]-ის საკმაოდ დიდი სამხედრო კონტინგენტი.
 
ქალაქის განვითარებას ხელი შეუწყო [[რკინიგზის ტრანსპორტი]]ს ქსელის, ხოლო შემდეგ საავტომობილო ქსელის გაფართოებამაც. ხიდის აშენებამ, რომელიც აერთებს უაიტემატას უბის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაპირებს, შესაძლებლობა მისცა ჩრდილოეთი გარეუბნების განვითარებას და ხელი შეუწყო დაქსაქსული რაიონების უზარმაზარ მეგაპოლისთან შეერთებას.
 
მოსახლეობის რაოდენობა აგრძელებდა ზრდას ძირითადად [[მოსახლეობის იმიგრაცია|იმიგრაციის]] ხარჯზე. მაგრამ თანდათან გადმოსახლებულთა რაოდენობა, რომლებიც აქ მოვიდნენ არა ბრიტანეთის კუნძულებიდან, გახდა უფრო მეტი, და ამან რამდენიმე ხანში ოკლენდი გახადა ნამდვილ კოსმოპოლიტურ ქალაქად. დღეისათვის ოკლენდში ცხოვრობს ყველაზე დიდი [[პოლინეზიელები|პოლინეზიური]] თემი მსოფლიოში, რაც ქალაქს ხდის [[პოლინეზია|პოლინეზიის]] არაოფიციალურ დედაქალაქად.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოკლენდი“-დან