ოკლენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 92:
 
ქალაქის ისტორიაში გარდამტეხ წერტილად შეიძლება ჩავთვალოთ 1840 წელი. ამ წელს ხელი მოეწერა [[ვაიტანგის ხელშეკრულება]]ს, და ამ ფაქტიდან საკმაოდ მალე კაპიტანი [[უილიამ ჰობსონი]] ({{lang-en|William Hobson}}), შემდგომში ახალი ზელანდიის პირველი გუბერნატორი, ადგილობრივი ბელადების მიერ მიწვეული იქნა ამ ადგილებში ახალი კოლონიის დედაქალაქის დასაარსებლად. უილიამ ჰობსონმა დააარსა ახალი დასახლება უაიტემატას უბის სამხრეთ ნაპირზე, რომელიც შემდგომში გახდა ახალი კოლონიის დროებითი დედაქალაქი. პირველი ქვის ჩადების ცერემონია შედგა 1840 წლის 1 სექტემბერს. ჰობსონმა ახალ დასახლებას ოკლენდის პირველი გრაფის, საკუთარი მეგობრის და უშუალო უფროსის — [[ჯორჯ იდენი]]ს ({{lang-en|George Eden}}) პატივსაცემად უწოდა მისი სახელი, რომელიც იმ დროს იყო [[ინდოეთი]]ს და [[დიდი ბრიტანეთი]]ს ყველა აღმოსავლეთის კოლონიების გუბერნატორი. [[ინგლისის მონარქების სია|დიდი ბრიტანეთის დედოფალმა]] დაამტკიცა ეს სახელი 1842 წლის 26 ნოემბერს.
 
=== ქალაქის განვითარება ===
თავიდანვე ევროპელი დასახლებულების ძირითადი ნაწილი ახალ ზელანდიაში მიდიოდა ოკლენდის გავლით. პირველ წლებში მათ ძირითად ნაწილს შეადგენდა [[ახალი სამხრეთი უელსი]]ს მოსახლეობა [[ავსტრალია|ავსტრალიიდან]], მაგრამ უკვე 1842 წლის დასაწყისში აქ ჩამოსვლა დაიწყო უშუალოდ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ. 1853 წლიდან 1876 წელს ამ ადმინისტრაციული ერთეულის გაუქმებამდე ოკლენდი იყო [[ოკლენდი (პროვინცია)|ოკლენდის]] პროვინციის ცენტრი.
 
სამხრეთის კუნძულის მზარდ განვითარებასთან და მკვეთრად გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის შემდეგ დედაქალაქი გადაიტანეს [[პორტ-ნიკოლსონი|პორტ-ნიკოლსონში]], დღეისათვის ცნობილ [[უელინგტონი|უელინგტონში]], რომელიც დღესაც ქვეყნის დედაქალაქია. ამ ადგილს უეჭველად აქვს უფრო გამორჩეული გეოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც მდებარეობს პრაქტიკულად ქვეყნის ცენტრში.
 
მაგრამ ოკლენდი აგრძელებდა ახალი ზელანდიის ეკონომიკურ ცენტრად ყოფნას. ქვეყანაში ოქროს ციებ-ცხელება და, კერძოდ, ოქროს საბადოს აღმოჩენა [[კორომანდელის ნახევარკუნძული|კორომანდელის ნახევარკუნძულზე]], გახდა ქალაქის მოსახლეობის მკვეთრი ზრდის ძირითადი მიზეზი XIX საუკუნის დასასრულს.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოკლენდი“-დან