ოკლენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 51:
გეოგრაფიულად და ადმინისტრაციულად დიდი ოკლენდის შემადგენლობაში შედიან: [[ოკლენდ-სიტი]] (''Auckland City'') — ქალაქის ცენტრალური და ყველაზე უფრო ურბანიზირებული ნაწილი, [[ნორთ-შორ-სიტი]] (''North Shore City''), [[მანუკაუ-სიტი]] (''Manukau City''), [[უაიტაკერე-სიტი]] (''Waitakere City''), ასევე [[პაპაკურას რაიონი|პაპაკურას]] (''Papakura District''), [[როდნის რაიონი|როდნის]] (''Rodney District'') და [[ფრანკლინის რაიონი|ფრანკლინის]] (''Franklin District'') რაიონების ურბანიზირებული ნაწილები.
 
2011 წელს ოკლენდმა საცხოვრებლად ყველაზე უფრო მოსახერხებელი ქალაქების სიაში საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია [[Mercer]]-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში დაიკავა მესამე ადგილი<ref>[http://www.mercer.com/qualityoflivingpr#city-rankings 2011 Quality of Living worldwide city rankings — Mercer survey] // Mercer. — 29 ноябряნოემბერი 2011.{{ref-en}}{{V|29|11|2011}}</ref>. ჟურნალ [[Economist]]-ის მიერ 2011 წელს გამოქვეყნებულ მსოფლიოს ქალაქების ცხოვრების ხარისხის დონის რეიტინგის სიაში, ოკლენდი იმყოფება მეცხრე ადგილზე. 2010 წელს [[ლოუბოროს უნივერსიტეტი]]ს შეფასებით [[გლობალური ქალაქი|გლობალური ქალაქების]] საერთაშორისო კლასიფიკაციაში ოკლენდს მიენიჭა ბეტას კლასიფიკაცია.
 
== ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება ==
ქალაქი მდებარეობს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთის კუნძულის უზარმაზარ [[პლატო]]ზე. მას გარს ეკვრის ორი მთის ქედი, სამი ზღვის [[უბე]], მის ფარგლებში მდებარეობს 48 ჩამქვრალი [[ვულკანი]] და 50-ზე მეტი [[კუნძული]]. ოკლენდის ტერიტორია მდებარეობს между აღმოსავლეთით [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] მხრიდან მდებარე [[ჰაურაკის ყურე]]ს, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე საშუალო სიმაღლის [[ჰანუა]]ს მთებს, სამხრეთ-დასავლეთით მდებარე [[მანუკაუს უბე]]სა და დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით [[უაიტაკერე]]ს მთებს შორის.
 
=== ვულკანები ===
ქალაქი მდებარეობს ოკლენდის ვულკანური რაიონის ტერიტორიაზე. მის ფარგლებში მდებარეობს დაახლოებით 50 ჩამქრალი მონოგენური ვულკანის კრატერი<ref>
{{cite web
| url = http://www.gns.cri.nz/what/earthact/volcanoes/arc/index.html
| title = Auckland’s Volcanic Field
| publisher = [[GNS Science]]
| accessdate = 2009-03-26
| lang = en
| deadlink = 404
| archiveurl = http://web.archive.org/20030107121712/www.gns.cri.nz/what/earthact/volcanoes/arc/index.html
| archivedate = 2003-01-07
}}</ref>. ამ ვულკანების ამოფრქვევის ძირითადი რაოდენობა ხდებოდა 60 — 140 ათასი წლის წინ. ყველაზე ადრეული ამოფრქვევები ხდებოდა ფრანკლინის რაიონში. უკანასკნელი და ყველაზე უფრო ძლიერი ვულკანური ამოფრქვევა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა კუნძული [[რანგიტოტო]], მოხდა დაახლოებით 600—800 წლის წინ. რანგიტოტოს ზომები, მისი ზუსტი პროპორციები, ხელსაყრელი მდებარეობა [[უაიტემატას უბე]]ში შესვლისას ამ ვულკანურ კუნძულს ქმნის ოკლენდის ერთ-ერთ ძირითად ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად.
 
=== ჰიდროგრაფია ===
ოკლენდი მდებარეობს ორ კმ-ზე ნაკლები სიგანის [[ყელი|ყელში]], ყველაზე ვიწრო ადგილას, [[ტასმანიის ზღვა|ტასმანიის ზღვის]] მხრიდან არსებულ [[მანგერის სრუტე]]სა და [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] მხრიდან არსებულ [[მდინარე]] [[ტამაკი (მდინარე)|ტამაკს]] შორის. ამ ყელს ურბანიზირებული რაიონების ფარგლებში გარს ეკვრის ორი [[უბე|უბის]] წყლები. უაიტემატას უბე მდებარეობს ჩრდილოეთით, აღმოსავლეთ ნაწილში ის ეხება ჰაურაკის ყურეს. ყელის სამხრეთი ნაპირი ესაზღვრება მანუკაუს უბეს, რომელიც დასავლეთ ნაწილში მყოფი ვიწრო სრუტით შეერთებულია ტასმანიის ზღვასთან. ეს მსოფლიოს იმ მცირე რაოდენობის ერთ-ერთი ქალაქია, რომელსაც აქვს სხვადასხვა ზღვების კუთვნილ ორ უბესთან გასასვლელი.
 
ორივე უბის ნაპირები ერთმანეთთან შეერთებულია რამდენიმე ხიდით. ყველაზე ცნობილია [[ოკლენდის ხიდი]] ''(Auckland Harbour Bridge)'', რომელიც კვეთავს უაიტემატას უბეს ოკლენდის ცენტრალური საქმიანი რაიონის დასავლეთ ნაწილში. ქალაქის სამხრეთ ნაწილში [[მანუკაუს ხიდი]] გადებულია მანუკაუს უბეზე. ამ ხიდზე გადის გზა, რომელიც აერთებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს [[ოკლენდის საერთაშორისო აეროპორტი|ოკლენდის საერთაშორისო აეროპორტთან]].
 
რამდენიმე კუნძულს, რომლებიც მდებარეობენ ჰაურაკის ყურის აკვატორიაში, მართავს ცენტრალური ოკლენდის ადმინისტრაცია, თუმცა ოფიციალურად მათი ტერიტორიები არ შედიან დიდი ოკლენდის ტერიტორიაში. [[უაიჰიკის კუნძულები]]ს ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული ნაწილები პრაქტიკულად ფუნქციონირებენ როგორც ჩვეულებრივი საქალაქო რაიონები, იმ დროს როდესაც ოკლენდის გარშემო მიმოფანტული მრავალრიცხოვანი მომცრო კუნძულები ძირითადად გამოიყენება ბუნებრივი ნაკრძალებისა და დასასვენებელი ადგილების სახით.
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ახალი ზელანდიის ქალაქების სია]]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ესკიზი-ახალი ზელანდია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოკლენდი“-დან