მამლუქები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.74.127.3-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 7:
 
ერაყში მამლუქთა ბატონობა დაიწყო 1749 წლიდან. მათ 82 წლის განმავლობაში მართეს ერაყი და მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც გაატარეს. ერაყის გაძლიერებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით წარმოშობით ქართველ ფაშებს: [[სულეიმან აბე ლაილი|სულეიმან აბე ლაილს]] (1749-1762), [[სულეიმან ქუჩუქი|სულეიმან ქუჩუქს]] (1807-1810) და [[დაუდ-ფაშა გურჯი|დაუდ-ფაშა გურჯს]] (1816-1831). 1829 წელს დაუდ-ფაშა სულთანს განუდგა, 1831 წლის 16 სექტემბერს იგი სულთნის ჯარებმა დაამარცხა და ერაყიდან განდევნეს, სხვა მამლუქი ბეგები დახოცეს. ამით მამლუქთა ბატონობა დასრულდა.
 
==მამლუქები საქართველოდან==
[[1453]] წელს ოსმალებმა [[კონსტანტინოპოლი]] აიღეს. [[ჩერქეზები|ჩერქეზ]] მამლუქთა სახელმწიფოს საფრთხე დაემუქრა, რაც მალე რეალობად იქცა. [[1517]] წელს "ფარაონთა ქვეყანა" პორტამ დაიპყრო. შემდეგ [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] მმართველ ფაშასაც სტამბოლი ნიშნავდა. ყივჩაღ და ჩერქეზ მამლუქთა მმართვეობისას მცირე რაოდენობით ქართველი მამლუქებიც იყვნენ, მაგრამ სულთანი არც ერთი მათგანი არ გამხდარა. ყველაზე მაღალი პოსტი, რომელიც ქართველებს ეკავათ, ამირას თანამდებობდა იყო. [[XVI საუკუნე|XVI]] ს–მდე საქართველო მოსახლეობას იცავდა და ტყვეთა ვაჭრობას არ უშვებდა. მაგრამ დაუსრულეელი ბრძოლებით დასუსტებული ქვეყანა სამეფო სამთავროებად დაიშალა, რასაც [[XVI საუკუნე|XVI]] ს–ში ოსმალეთის მიერ ისტორიული მესხეთის დაპყრობა და მისი [[ახალციხე|ახალციხის]] საფაშოდ ქცევა მოჰყვა. [[ოსმალები|ოსმალებმა]] შავ ზღვაზე გასასვლელი ჩაკეტეს და ამით, ფაქტობრივად საქართველო გარე სამყაროს მოწყვიტეს. უსასხროდ დარჩენილმა ქართველი ფეოდალების ნაწილმა თავისი ყმა–გლეხებით ვაჭრობა დაიწყეს. ეს აძლევდა ხელს ოსმალეთსაც. ახალგაზრდებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იტაცებდნენ და [[სტამბოლი|სტამბოლის]] ბაზრებზე ჰყიდნენ. თავდაპირველად ტყვეები [[ჩრდილოეთ კავკასია|ჩრდ. კავკასიიდან]] [[ყირიმი|ყირიმში]] გადაჰყავდათ. ახალციხის საფაშოს შექმნის შემდეგ კი ეს კუთხე იქცა ქართველ მოანათა მნიშვნელოვან სატრანზიტო პუნქტად.საქართველოდან გაყვანილი ახალგაზრდობის რიცხვი ამ დროიდან მკვეთრად იზრდება. [[XVI საუკუნე|XVI]] ს–ის მიწურულს ევროპელი ავტორები წერენ, რომ ეგვიპტის მამლუქთა შორის არიან ქართველები. [[XVII საუკუნე|XVII]] ს–ის ევროპელ ავტორთა და სხვათა ცნობებით იმ დროს საქართველოდან სამიდან ხუთი ათასამდე ტყვე გაჰყავდათ. თუ "მცირე" რიცხვს სამი ათასს ავიღებთ, გამოდის რომ სამშობლოს საუკენეში სამასი ათას ახალგაზრდას სტაცებდნენ. [[XVI საუკუნე|XVI]], [[XVII საუკუნე|XVII]], [[XVIII საუკუნე|XVIII]] ს–ებისა და [[XIX საუკუნე|XIX]] ს–ის პირველი ნახევრის ჩათვლით საქართველოდან სულ ცოტა ერთი მილიონი 13–14 წლის ჯანმაგარი ვაჟი და ლამაზი გოგონა გაიყვანეს. აქვე უნდა გავიხსენოთ [[ირანი|ირანიც]], სადაც მრავლად იყო როგორც გადასახლებული ([[ფერეიდანი]]), ისე [[სპარსეთი|სპარსეთის]] ჯარში ძალით თუ ნებით მოხვედრილი ქართველი.
 
ოსმალეთის, როგორც ცენტრალური, ისე პროვინციული ელიტა ყიდულობდა ქართველ ახალგაზრდებს, ასწავლიდა მათ ცხენზე ჯდომას, ჯირითს, ცივი და ცხელმსროლელი იარაღის ხმარებას და ზრდიდნენ პროფესიონალ სამხედროებად. ამ დროს გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში ლამაზი ბიჭის სახელად ქურჯი–გურჯი, ხოლო ქალისად – ქურჯია. ეგვიპტისა და სირიაში ქალის საკუთარ სახელად დღესაც გვხვდება ქურჯია.
 
[[XVII საუკუნე|XVII]] ს–ის მეორე ნახევრიდან ქართველების რაოდენობა ოსალეთის იმპერიაში მატულობს. ეს კარგად ჩანს ამავე საუკუნის მიწურულის, როგორც თურქი მოგზაურის ევლია ჩელების ნაშრომიდან, ისე ოსმალური საგადასახადო რეესტრებიდანაც. [[XVII საუკუნე|XVII]] ს–ის ოსმალეთში დადასტურებულია ეთნიკური სოლიდაროის ფენომენი. სხვადასხვა ქვეყნიდან მოხვედრილი ტყვეები ერთმანეთისადმი გარკვეულ სოლიდარობას იჩენდნენ, რაც გამოიხატებოდა სხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ ძალაუფლებისა და გავლენისათვის ბრძოლისას ურთიერთ მხარდაჭერასა და კავშირში. ერთი წარმომავლობის "ოსმალო" მოხელეები და ჰარამხანაში მოხვედრილი ქალები, რომელთაც აერთიანებდათ საერთო კულტურა, ენა, ფასეულობები გვერდში ედგნენ ერთმანეთს. [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე|XVIII]] ს–ების ოსმალეთში ნათლად იკვეთება "დასავლელთა" ([[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთისა]] და აღმ. ევროპის) და "აღმოსავლელთა" ([[ჩერქეზები]], [[აფხაზები]], [[ქართველები]]) ეთნიკური დაჯგუფებები. სოლიდარობა შეიმჩნეოდა როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებშიც.
 
[[XVIII საუკუნე|XVIII]] ს–ის დამდეგგს ვხედავთ ქართველ [[ამირა|ამირებსა]] და [[ბეგი (ტიტული)|ბეგებს]], ანუ [[ბეი|ბეიებს]]. ეგვიპტის პოლიტიკურ ასპარეზზე მათ შორის ყველაზე წარმატებული [[მუჰამედ ბეგ კატამიში]] იყო, რომელსაც მანამდე არნახული ძალაუფლება ჰქონდა. კატამიში იყო პირველი ქართველი მამლუქი, რომელმაც საკუთარი სახლი შექმნა. ასეთი სახლები მხოლოდ ძალზე ცნობილ პირებს ჰქონდათ. სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე ასეთი სახლები იქმნებოდა არა ნათესაური, არამედ პატრონისადმი კუთვნილების ნიშნით. პატრონები ყიდულობდნენ ყმაწვილებს და შვილებივით ზრდიდნენ. ბიჭებიც ძმებივით იზრდებოდნენ, თუმცა შემდეგ მათ შორის ორგულობაც ხდებოდა. მუჰამედ კატამიში შეთქმულებმა [[1736]] წ–ს მოკლეს.
 
ეგვიპის მომდევნო მმართველი კადზაღლის სახლის წარმომადგენელი [[იბრაჰიმ ქათხუდა]] იყო. შემდეგ ქვეყანას იბრაჰიმ და [[რიდვან ქათხუდა|რიდვან]] ქათხუდების დუუმვირატი განაგებდა.
 
იბრაჰიმ ქათხუდასა და სხვა ქართული წამომვლობის მამლუქთა შესახებ ცნობებს გავწვდის ცნობილი [[ლევანტელები|ლევანტელი]] მოგზარაური სავიურა ლუზინიანი წიგნში "ოსმალეთის პორტას წინააღდმეგ ალი–ბეის აჯანყების ისტორია". ეს ნაშრომი, ელ ბეგ ალ–ქაბირს ეძღვნება და [[1783]]–[[1784|84]] წწ–ში ორჯერ გამოიცა ლონდონში, [[1784]] და [[1789]] წწ–ში ბერლინსა და პეტერბურგში, ხოლო [[1793]] წ–ს [[თბილისი|თბილისში]]. ლუზინიანმა მნიშვნელოვანი და ზოგჯერ უნიკალური ცნობები შემოგვინახა მამლუქი ბეგების ქართული წარმომავლობის შესახებ, თუმცა დასავლელი მკვლევარები მის ცნობებს ნაკლებად ენდობიან. [[ჯეინ ჰასავეი|ჯეინ ჰასავეიმ]], [[ამერიკელები|ამერიკელმა]] [[მამლუქოლოგია|მამლუქოლოგმა]] ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა ქათხუდასა და კადზაღლის სახლს, სადაც იბრაჰიმს ჯერ ქართველად, ბოლო კი ოსმალოდ მოიხსნიებს. პროფ. [[გოჩა ჯაფარიძე|გოჩა ჯაფარიძემ]] და ამერიკელმა ორიენტალისტმა [[კრესელიუსი|კრესელიუსმა]] მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, როგორც ლუზინიანის წიგნის, ასევე ქართველი მამლუქების შესახებ სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებისა და პოპულარიზების საქმეში. იბრაჰიმ ქათხუდამ გზა გაუხსნა ქართული წარმომავლობის მამლუქებს ეგვიპტის მმართველ ელიტაში. ის [[1754]] წ. გარდაიცვალა და მის შემდეგ ეგვიპტეს განაგებდნენ კადზაღლის სახლის მამლუქები ან ამ მამლუქთა მამლუქები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი [[ალი-ბეი ალ-ქაბირი]] ([[1768]]–[[1772|72]] წწ.) იყო, რომელიც აუჯანყდა [[ოსმალეთის პორტა|ოსმალეთის პორტას]], რათა ეგვიპტე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ექცია. მან ოსმალოს ფაშა გააძევა ეგვიპტიდან და ოსმალური გარნიზონის ძალა მნიშვნელოვნად შეამცირა. ალი ბეგ ალ–ქაბირი აფხაზეთიდან იყო. [[დანიელები|დანიელი]] მოგზაური, [[კარსტენ ნიბური]] წერს, რომ მისი მამა, სახელად დავითი, მღვდელი იყო საქართველოდანო.
 
== ლიტერატურა ==
* სილაგაძე ბ., ერაყი მამლუქთა გამგებლობის ხანაში (1749-1831), თბ., 1978;
* ჯანელიძე დ., სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში, თბ., 1967;
* Мачарадзе В. Г., Грузинские документы из истории русско-грузинско-египетско-эфиопских отношений 80-х годов ХЖИИИ века, Тб., 1967;
* Семёнова Л.А., Салах ад-дин и мамлюки в Египте., М., 1966;
* Muir W., The Mamluke of alave dinasty of Egypt, Amst., 1868;
* სილაგაძე ბ., ქსე, ტ. 6, გვ. 397-398, თბ., 1983
* მუდმივი კავშირის სამყარო 1(37)2008
 
[[კატეგორია:ეგვიპტის ისტორია]]
[[კატეგორია:ისლამის ისტორია]]
 
{{Link FA|ur}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამლუქები“-დან