ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎სიუჟეტი: clean up, replaced: უიზლ → უისლ (2) using AWB
ხაზი 56:
ჰარი დამბლდორის საფიქრელაში სნეიპის მოგონებებს ათვალიერებს. იგი ხედავს, რომ სევერუსი ბოლომდე დამბლდორის ერთგული იყო და ბავშვობიდან შეყვარებული იყო ჰარის დედაზე, ლილიზე. პოტერი შეიტყობს, რომ იგი თავად არის მეშვიდე ჰორკრუქსი, რომელიც შემთხვევით იქნა შექმნილი, მაშინ, როდესაც ვოლდემორი მის მოკვლას ცდილობდა. სანამ ჰარი ცოცხალია, ვოლდემორიც იცოცხლებს. ერთ-ერთ მოგონებაში დამბლდორი სნეიპს უხსნის, რომ ჰარის საკუთარი თავის გაწირვა მოუწევს.
 
რიმუს ლუპინი, ნიმფადორა ტონკსი, ფრედ უიზლიუისლი და კოლინ კრივი იღუპებიან ბრძოლაში. ჰარი შეატყობინებს ნევილს, რომ აუცილებელია ვოლდემორის გველის მოკვლაც და მიდის აკრძალულ ტყეში, სადაც ვოლდემორი და სიკვდილის მხვრელები იმყოფებიან. ყველას წინაშე ვოლდემორი მას კლავს.
 
ჰარი ჩნდება უცნაურ ადგილზე, რომელიც ჰგავს კინგს-კროსის სადგურს. საიდანღაც ჩნდება დამბლდორი. იგი უხსნის ჰარის, რომ სიკვდილი მას არ შეეხო, ვინაიდან ვოლდემორი თავისი სხეულის აღსადგენად მის სისხლს იყენებდა. ჰარიში კვდება ვოლდემორის ის ნაწილი, რომელიც ჰორკრუქსად ითვლებოდა. პოტერი გონს მოეგება, მაგრამ განასახიერებს, თითქოს მკვდარია. გახარებული ვოლდემორი და მხვრელები ტოვებენ იქაურობას. ჰარი მიჰყავს დამწუხრებულ ჰაგრიდს. ჰოგვორტსში ვოლდემორს ებრძვის ნევილი. იგი გამანაწილებელი ქუდიდან გრიფინდორის ხმალს იღებს და ვოლდემორის გველს კლავს. ამრიგად, განადგურებულია ყველა ჰორკრუქსი. მხვრელები აგებენ ბრძოლას. მოლი უიზლიუისლი კლავს ბელატრისა ლესტრეინჯს. ჰარი უხსნის ვოლდემორს, რომ დამბლდორის დიდგულას ჯოხის ნამდვილი მფლობელი არა სნეიპი, არამედ დრაკო მალფოი იყო. რადგან ჰარიმ მოგვიანებით მიითვისა დრაკოს ჯოხი, მისი პატრონი ჰარია. ვოლდემორი ცდილობს ჰარის მოკვლას. მაგრამ ჯოხი ამაზე უარს ამბობს და შელოცვა ირეკლება. ვოლდემორი კვდება. მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, ყველა ზეიმობს მტრის დამარცხებას.
 
19 წლის თავზე მშობლები თავის შვილებს ჰოგვორტსში აცილებენ. ჯინი და ჰარი სამი შვილის მშობლები არიან. რონს და ჰერმიონას ორი ჰყავთ. ორივე ოჯახი კინგს-კროსკზე ხვდება ერთმანეთს. პლატფორმაზე ასევე ჩნდებიან დრაკო მალფოი, მისი ცოლი და შვილი სკორპიუსი. მალფოი ამჩნევს ჰარის, დაუკრავს თავს და ზურგს აქცევს. მატარებელი მოსწავლეებით ტოვებს სადგურს.