ფიჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

ზომა არ შეცვლილა ,  5 წლის წინ
ცნობილია, რომ გვიანდელი [[მიოცენი]]ს დადგომამდე, დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ წყნარი ოკეანის ფილაქანი მოძრაობდა დასავლეთის მიმართულებით. თანამედროვე ფიჯის კუნძულები კი ამ ისტორიულ პერიოდში იყო გარე მელანეზიურ კუნძულოვან რკალთა სისტემის ნაწილი, მეომრის რკალის, რომელიც ასევე მოიცავდა [[სოლომონის არქიპელაგი]]ს, [[ახალი ჰებრიდები]]ს და [[ტონგა|ტონგის]] რკალებს. ამ სუბდუქციის ზონის კვალი შენარჩუნებულია მეომრის ღარის სახით, ხოლო ძველი კუნძულოვანი რკალთა სისტემის ეოცენურ-მიოცენური ბირთვი ქმნის ტონგის კუნძულების ([[ეუა (კუნძული)|ეუა]]), ფიჯის ([[ვიტი-ლევუ]]) და ვანუატუს გეოლოგიური ფუნდამენტის ნაწილს<ref name="mrd" />. სუბდუქცია მეომრის ქვაბულის სისტემის გასწვრივ ნაწილობრივ დაბლოკილი იყო ოკეანის ქერქის (ონტონგ-ჯავას პლატო) უმნიშვნელო დაპლასტირების შედეგად ქვაბულის ზოგიერთ რაიონში სოლომონის კუნძულების გასწვრივ და ახალი ჰებრიდების ჩრდილოეთ ნაწილში. შემდგომში სუბდუქცია ამ რაიონში მთლიანად შეწყდა, ხოლო შემდეგ ისევ განახლდა, მაგრამ ფიჯის რკალთან მიმართებაში უკვე ჩრდილოეთი და დასავლეთი მიმართულებით<ref name="mrd" />. დაძაბულობის შედეგად, რომელიც წარმოიქმნა ავსტრალიური და წყნარი ოკეანის ტექტონიკური ფილაქნების ერთმანეთზე მოძრაობის გამო, თანამედროვე ფიჯის კუნძულების რაიონში მოხდა ფიჯის [[ნაწევი]]ს ზონის ჩამოყალიბება ჩრდილოეთში და ჰანტერის ნაწევის ზონის ჩამოყალიბება სამხრეთში. იმავე დროს ოკეანის საგების სპრედინგმა მოიტანა ფენების განცალკევება და ჩრდილოფიჯური და ლაუს ღრმულების წარმოშობა<ref name="mrd2">{{cite web|url=http://www.mrd.gov.fj/gfiji/geology/educate/platect.html|title=Plate Tectonic History of Fiji|publisher=Ministry of Lands and Mineral Resources. Fiji Mineral Resources Department|lang=en|accessdate=2010-05-04|archiveurl=http://www.webcitation.org/6173nZRBm|archivedate=2011-08-22}}</ref>. მას შემდეგ არქიპელაგის რაიონში არ არსებობს ვულკანური აქტივობა, რომელიც დღეისათვის თავს იჩენს ტონგის და ახალი ჰებრიდების კუნძულების რაიონში. მიუხედავად ამისა გეოლოგიური ცვლილებები ფიჯის რაიონში გრძელდება დღემდე. ოკეანის საგების აქტიური სპრედინგი აღმოსავლეთის მიმართულებით აღინიშნა ლაუს ღრმულში, ხოლო დასავლეთის მიმართულებით — ჩრდილოფიჯურ ღრმულში<ref name="mrd2" />.
 
ფიჯის კუნძულებს შორის ჭარბობენ დიდი მთიანი კუნძულები, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ ვულკანური წარმოშობა (მაგალითად, [[ვიტი-ლევუ]] და [[ვანუა-ლევუ]]), მრავალრიცხოვანი მცირე ვულკანური კუნძულები, დაბლობი [[ატოლი|ატოლები]] და წყლიდან ამოწეული [[რიფი|რიფები]]<ref name="Initial4а">{{წიგნი|ავტორი=Pacific Islands Climate Change Assistance Programme (PICCAP) & Fiji Country Team.|ნაწილი=National Circumstances. Geography|სათაური=Fijiʼs First National Communication Under the Framework Convention on Climate Change|წყარო=http://unfccc.int/resource/docs/natc/fjinc1.pdf|წელი=2005|pages=4}}</ref>. არქიპელაგის კუნძულების გეოლოგიური აგებულება რთულია. მხოლოდ [[იასავასიასავის კუნძულები]] და ვიტი-ლევუს კუნძულის სამხრეთ მესამედს აქვთ ეოცენური წარმოშობა და შედგებიან ვულკანური [[დანალექი ქანები|დანალექი]], [[მეტამორფული ქანები|მეტამორფული]] და პლუტონო-[[ინტრუზია|ინტრუზიული]] მთის ჯიშებისგან<ref name="Dombois112">{{წიგნი|ავტორი=Dieter Mueller-Dombois, Francis Raymond Fosberg.|სათაური=Vegetation of the tropical Pacific islands|გამომცემლობა=Springer|წელი=1998|ფურცლები=112|allpages=733|isbn=0387983139}}</ref>. ვიტი-ლევუს ცენტრალური, დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი აგებულია პლიოცენის პერიოდის [[ანდეზიტი|ანდეზიტებისგან]], ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი — [[პლეისტოცენი]]ს პერიოდის [[ბაზალტი]]სგან ანდეზიტის ნარევით. [[ვანუა-ლევუ]]ს კუნძული აგებულია შედარებით ახალგაზრდა პლიოცენის პერიოდის მთის ჯიშებისგან, კუნძული [[კანდავუ]] — გვიანდელი პლიოცენის პერიოდის ანდეზიტური ვულკანური ჯიშებისგან, [[ტავეუნი]] — პლეისტოცენის პერიოდის ბაზალტური ვულკანური ჯიშებისგან<ref name="Dombois112" />.
 
ვულკანური კუნძულები, როგორც წესი, ხასიათდება საკმაოდ არასწორი რელიეფით, მაღალი მთებით და ვულკანური წარმოშობის ქედებით. [[ბორცვი]]ანი ადგილები, რომელთა ფერდოების დახრის კუთხე 18°-ზე მეტია, მოიცავს ვიტი-ლევუს ზედაპირის 67 %-ს, ვანუა-ლევუს 72 %-ს, ტავეუნის 49 %-ს და კანდავუს 78 %-ს<ref name="cbd1">{{წიგნი|ავტორი=Ministry of Local Government, Housing and Environment.|ნაწილი=Geology and Landform|სათაური=Convention on Biological Diversity. 1997 National Report to the Conference of the Parties by the Republic of Fiji|წყარო=http://www.cbd.int/doc/world/fj/fj-nr-01-en.pdf|ადგილი=Suva|წელი=1997|ფურცლები=1}}</ref>. ყველაზე დიდი მთა — [[ტომანივი]], რომელიც მდებარეობს კუნძულ ვიტი-ლევუზე, აღწევს 1322 მეტრ სიმაღლეს. მთლიანად კი ფიჯის ტერიტორიაზე მდებარეობს 30 სიმაღლე, რომელთა სიმაღლე აჭარბებს 1000 მეტრს<ref name="cbd1" />. ზღვის დონიდან იასავას კუნძულების უმაღლესი წერტილი, რომელიც მდებარეობს კუნძულ [[ნავიტი]]ზე, აღწევს 388 მეტრს, ხოლო ლაუს კუნძულების უმაღლესი წერტილი, რომელიც მდებარეობს კუნძულ [[ვატუ-ვარა]]ზე, აღწევს 314 მეტრს<ref name="Dombois109">{{წიგნი|ავტორი=Dieter Mueller-Dombois, Francis Raymond Fosberg.|სათაური=Vegetation of the tropical Pacific islands|გამომცემლობა=Springer|წელი=1998|ფურცლები=109|allpages=733|isbn=0387983139}}</ref>.