ვარლამ თოფურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო განხრით 1922 წელს. 1923 წლიდან დაიწყო მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობა. კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში. თოფურია იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კაკვასიურ ენებს. მისი შრომების საფუძველზე გადაწყდა ამ ენების ისტორიის, ფონეტიკური სისტემის, გრამატიკული სტრუქტურის, დიალექტოლოგიის, ლექსიკური შედგენილობის, მეთოდიკისა და ეპიგრაფიკის აქტუალური თეორიული და პრაქტიკული საკითხები. საფუძვლიანად შეისწავლა [[ლაკური ენა]] და მრავალი ნაშრომი მიუძღვნა მას. განსაკუთრებული ამაგი დასდო [[სვანური ენა|სვანური ენის]] მეცნიერულ შესწავლას („სვანური ენა. I. ზმნა“, 1930); მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით გამოქვეყნდა „სვანური პოეზიის“ I ტომი (1939) და „სვანური პროზაული ტექსტების“ 3 ტომი (1939-1967), „ქართული დიალექტოგია“, ტ. I (1961).
 
საგანგებო ყურადღებას იმსახურებს თოფურიას გამოკვლევათა სერიები, რომლებშიც გაშუქებულია [[ქართველური ენები]]ს ფონეტიკური შესატყვისობის, სიტყვაწარმოების, ზმნისა და სახელის მორფოლოგიისა და სალიტერატურო ქართული ენის ნორმალიზაციის კარდინალური საკითხები. თოფურია იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი, „ქართული ენის გამმარტებითიგანმარტებითი ლექსიკონის“ მთავარი რედაქციის წევრი და III ტომის რედაქტორი, „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“, „რუსულ-ქართული ლექსიკონის“, და „ქართულ-რუსული ლექსიკონის“ თანაავტორი. ეკუთვნის სახელმძღვანელოები უმაღლესი და საშუალო სკოლებისათვის. დატოვა მდიდარი და მრავალფეროვანი მეცნიერული მემკვიდრეობა. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). 150-ზე მეტი შრომის ავტორია. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი]]თა და სხვა ორდენებით.
 
==რესურსები ინტერნეტში==
ხაზი 34:
== ლიტერატურა ==
{{ქსე|4|696|ქალდანი მ.}}
* თალაკვაძე მ., ვარლამ თოფურია, თბ., 1968;
* კიზირია ა., ქალდანი მ., ვარლამ თოფურია, თბ., 1968.
 
{{DEFAULTSORT:თოფურია, ვარლამ}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარლამ_თოფურია“-დან