ფიჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

24 ბაიტი დაემატა ,  5 წლის წინ
[[მელანეზია|მელანეზიური]] სახელმწიფო ფიჯი წარმოადგენს [[ვულკანი|ვულკანური]] და [[მარჯანი (ცხოველი)|მარჯნული]] კუნძულების ერთობლიობას, რომლებიც მდებარეობენ წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ქვეყნის დედაქალაქი, [[სუვა]], მდებარეობს დაახლოებით 1770 კმ-ში ჩრდილოეთით [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიიდან]] და დაახლოებით 4450 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით [[აშშ]]-ის შტატ [[ჰავაი]]დან<ref name="მდებარეობის ენციკლოპედია">{{cite web|url=http://www.nationsencyclopedia.com/Asia-and-Oceania/Fiji-LOCATION-SIZE-AND-EXTENT.html|title=Fiji. Location, size, and extent|publisher=Encyclopedia of the Nations|lang=en|accessdate=2010-05-02}}</ref>. უახლოესი არქიპელაგები — ფიჯიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე [[საფრანგეთი]]ს ტერიტორიების კუთვნილი [[უოლისი და ფუტუნა]]ს [[ჰორნი (კუნძულები)|ჰორნის კუნძულები]], აღმოსავლეთით მდებარე [[ტონგა|ტონგის]] კუნძულები და დასავლეთით მდებარე [[ვანუატუ]]ს კუთვნილი [[ახალი ჰებრიდები|ახალი ჰებრიდების კუნძულები]].
 
ფიჯის საერთო ფართობი შეადგენს 18 274 კმ²-ს<ref name="ცსს">{{cite web|url=https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/fj.html|title=Fiji|publisher=CIA. The World Fact Book|lang=en|accessdate=2010-05-02}}</ref> (ხმელეთის — 18 074 კმ²-ს). ქვეყანა განლაგებულია 332 კუნძულზე, რომელთაგან დასახლებულია მხოლოდ კუნძულთა მესამედი<ref name="Initial3">{{წიგნი|автор=Pacific Islands Climate Change Assistance Programme (PICCAP) & Fiji Country Team.|ნაწილი=National Circumstances. Background|სათაური=Fijiʼs First National Communication Under the Framework Convention on Climate Change|წყარო=http://unfccc.int/resource/docs/natc/fjinc1.pdf|წელი=2005|pages=3}}</ref>. მათგან ყველაზე დიდებია — კუნძულები [[ვიტი-ლევუ]] და [[ვანუა-ლევუ]], რომელთა ფართობები შესაბამისად შეადგენენ 10 429 კმ²-ს და 5556 კმ²-ს<ref name="Initial3" />. კუნძულ ვიტი-ლევუზე ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70 %. მასზე მდებარეობს ფიჯის სამი ყველაზე დიდი ქალაქი ([[სუვა]], [[ნანდი]] და [[ლაუტოკა]]), ასევე [[ნანდი (აეროპორტი)|ნანდის]] მთავარი [[აეროპორტი]]. სხვა დიდი კუნძულებია — [[ტავეუნი]] (470 კმ²), [[კანდავუ]] (411 კმ²), [[ნგაუ]] (140 კმ²) და [[კორო (კუნძული)|კორო]] (104 კმ²). ფიჯის კუნძულთა უმრავლესობა დაჯგუფებულია კუნძულთა ჯგუფებად, რომელთაგან ყველაზე დიდებია: [[ვანუავიტი-ლევულევუს კუნძულები]]ს კუნძული, [[ვიტივანუა-ლევულევუს კუნძულები]]ს კუნძული, [[კანდავუკანდავუს კუნძულები]]ს კუნძული, [[მოალამოალის კუნძულები]]ს კუნძული, [[ლომაივიტის კუნძულები]], [[იასავასიასავის კუნძულები]], [[მამანუტასმამანუტის კუნძულები]] და [[ლაუს კუნძულები]]. ქვეყნის შემადგენლობაში ასევე შედის კუნძული [[როტუმა]] (43 კმ²), რომელიც მდებარეობს დაახლოებით 650 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ [[სუვა]]დან<ref name="Initial3" />. ფიჯის კუნძულები ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაჭიმულია 595 კმ-ზე (როტუმას კუნძულის გამოკლებით), ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ — 454 კმ-ზე<ref name="მდებარეობის ენციკლოპედია" />. ქვეყნის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — მთა [[ტომანივი]], რომელიც აღწევს 1324 მეტრს და მდებარეობს კუნძულ [[ვიტი-ლევუ]]ზე<ref name="ცსს" />.
 
ფიჯის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძულია [[უეა]], რომელიც შედის როტუმას კუნძულთა ჯგუფის შემადგენლობაში, ყველაზე დასავლეთით და ამავდროულად ყველაზე სამხრეთით — [[რიფი]] [[ტევაირა]], ყველაზე აღმოსავლეთით — [[ვატოა]].