არაბთა სახალიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(რეზიუმე წაიშალა)
178.134.30.187-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა პაატა შ-ის მიერ რედაქტირებული...
ხაზი 112:
ომაიანთა ბატონობა [[750]] წლამდე გაგრძელდა. მათ სატახტო ქალაქი [[სირია]]ში [[დამასკი|დამასკში]] გადაიტანეს, რის მიხედვითაც ომაიანთა სახალიფოს დამასკის სახალიფოსაც უწოდებენ. დინასტიის ფუძემდებელია [[მუავია I]] ([[661]]-[[680]] წწ.), რომელმაც ხალიფის ხელისუფლება მემკვიდრეობითი გახადა. ომაიანთა ხალიფებმა მიიღეს მალიქის (არაბ. - მეფე) ტიტული. სახალიფო თეოკრატიული სახელმწიფოდან აღმოსავლურ დესპოტიაში გადაიზარდა.
 
ომაიანმა ხალიფებმა განაგრძეს დაპყრობითი ომები, დაიპყრეს [[პირენეს ნახევარკუნძული]]ს დიდი ნაწილი, [[მცირე აზია]], [[შუა აზია]] და ჩრდილოეთი [[ინდოეთი]]. არაბთა სახალიფო [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანიდან]] [[კაშგარი|კაშგარის მთებამდე]] გადაიჟიმა და სტყნაგადაიჭიმა. ხალიფა [[აბდ ალ-მალიქი|აბდ ალ-მალიქმა]] ([[685]]-[[705]] წწ.) ჩაატარა რეფორმები, რომლებბიც მიზნად ისახავდა სახალიფოს ცენტრალიზაციას და არაბიზაციას. სახელმწიფო ენად გამოცხადდა [[არაბული ენა|არაბული]]. სახელმწიფო დაწესებულებებიდან განიდევნა ადგილობრივი ენები ([[ბერძნული ენა|ბერძნული]], [[სპარსული ენა|სპარსული]], [[კოპტური ენა|კოპტური]]).
 
ომაიანთა სახალიფოში უგულებელყფდნენ დაპყრობილი ხალხების უფლებებს. დაუშვებელი იყო [[მავალები]]ს (არაარაბი მუსლიმების) უფლებებით არაბებთან გათანასწორება. არაბი მუსლიმანებისაგან განსხვავებით მავალები იხდიდნენ [[ხარაჯა]]ს, ხოლო ე. წ. [[700]] წლის კანონით - [[ჯიზია]]საც. რადგან არაარაბები გამუსლიმანების შემთხვევაშიც უფლებრივად არაბებს ვერ უთანასწორდებოდნენ, ამის შედეგად შეფერხდა [[ისლამი]]ს გავრცელება და გაიზარდა დაპყრობილი ქვეყნების მმართველი ფენების უკმაყოფილება, რომლებიც ომაიანებმა თავიანთ სოციალურ დასაყრდენად ვერ გადააქციეს.