ფიჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

7,272 ბაიტი დაემატა ,  5 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== სპორტი ==
ფიჯის სპორტის ეროვნული სახეობაა — [[რაგბი]], ასევე განვითარებულია [[რაგბი-13]] და [[შვიდკაცა რაგბი]]. [[ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები]] საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში სტაბილურად იმყოფება [[მსოფლიო რაგბი|IRB]]-ის მსოფლიო რეიტინგის მესამე ხუთეულში<ref>[http://www.irb.com/rankings/full.html International Rugby Board — World Rankings: Full world rankings]</ref>. დღემდე გამართული [[რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი|რაგბის 7 მსოფლიო ჩემპიონატიდან]] მან მონაწილეობა მიიღო ექვსში (ვერ მოხვდა [[რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1995|რაგბის 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონატის]] ფინალურ ეტაპზე), სადაც ყველაზე კარგად იასპარეზა [[რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987|1987]] და [[რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2007|2007 წლების]] ჩემპიონატებზე, როდესაც ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა. ცამეტკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ფიჯის ნაკრები პირველად მოხვდა 1995 წელს. სულ მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობდა ოთხჯერ, სადაც მათ ყველაზე საუკეთესოდ იასპარეზეს 2008 და 2013 წლებში, როდესაც ნახევარფინალებში გავიდნენ. ქვეყანაში დარეგისტრირებულია დაახლოებით 80 000 რაგბისტი.
 
[[ფეხბურთი]] ფიჯიში ნაკლებად არის განვითარებული. ის ყველაზე უფრო პოპულარული ინდურ მოსახლეობაშია, თუმცა უკანასკნელ წლებში ფეხბურთმა ფეხი მოიკიდა ქვეყნის მთელ საზოგადოებაში, მაგრამ ის მაინც პოპულარობით რაგბის შემდეგ მეორეა. [[ფიჯის ფეხბურთის ფედერაცია]] შეიქმნა 1961 წელს, რომელმაც შეცვალა 1938 წელს შექმნილი ფიჯი-ინდური ფეხბურთის ფედერაცია. [[ფიფა]]ში გაწევრიანდა 1964 წელს, ხოლო [[ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია|ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის]] წევრი გახდა 1966 წელს. ფიჯის საფეხბურთო ნაკრები ვერასდროს ვერ მოხვდა [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი]]ს ფინალურ ეტაპზე, თუმცა მან ორჯერ (1991 და 2003 წლებში) გაიმარჯვა [[წყნარი ოკეანის თამაშები|წყნარი ოკეანის თამაშებში]].
 
ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჩამოყალიბდა 1949 წელს, ხოლო 1955 წელს შევიდა [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი|საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში]]. ფიჯი 13-ჯერ მონაწილეობდა [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები|ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში]]. პირველად დებიუტი შედგა 1956 წლის მელბურნის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რის შემდეგაც ქვეყანა მონაწილეობას ღებულობდა ყველა ოლიმპიადაზე, გარდა 1964 წლის [[ტოკიო]]სა და 1980 წლის [[მოსკოვი]]ს საზაფხულო ოლიმპიადებისა. სულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყანას წარმოადგენდა 61 მამაკაცი და 20 ქალი, რომლებიც ასპარეზობდნენ კრივში, ველოსპორტში, ძიუდოში, მძლეოსნობაში, აფროსნობაში, ცურვაში, ტყვიის სროლაში, მშვილდოსნობაში და მძლეოსნობაში. ქვეყანას ყველაზე დიდი დელეგაცია წარმოადგენდა [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1988|ბარსელონის 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში]] (23 ადამიანი).
 
ფიჯის სპორტსმენები [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები|ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში]] მონაწილეობდნენ სამჯერ. თითოეულ ამ სამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიჯის წარმოადგენდა თითო სპორტსმენი: [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები 1988|კალგარის 1988 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე]] და [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები 1994|ლილეჰამერის 1994 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე]] ეს იყო [[სათხილამურო სპორტი|მოთხილამურე]] [[რუსიატე როგოიავა]], ხოლო [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2002|სოლტ-ლეიკ-სიტის 2002 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე]] [[სამთო-სათხილამურო სპორტი|სამთო მოთხილამურე]] [[ლორენს ტომსი]]. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას ფიჯელ სპორტსმენებს არც ერთხელ არ მოუპოვებიათ [[ოლიმპიური მედალი]].
 
==სქოლიო==