გია ბუღაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
გია ბუღაძე დაიბადა [[1956]] წლის 24 სექტემბერს, თბილისში, ექიმების ოჯახში. სწავლობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, ი.ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში, შემდეგ კი აპ.ქუთათელაძის სახელობის [[თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია]]ში (1977–1981). გიორგი თოთიბაძე და კოკი მახარაძის სტუდიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე.
 
80-იანი წლების ბოლოს გია ბუღაძის სახლი [[რუსთაველის გამზირი|რუსთაველის გამზირზე]] გახდა მხატვართა შეკრების ადგილი ([[კარლო კაჭარავა]], მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, გოგა მაღლაკელიძე და სხვ.) ამავე პერიოდში ის იყო ჯგუფის „არქივარიუს“-ის სულისჩამდგმელი და აქტიურად იყო ჩართული მხატვრების არაფორმალურ გაერთიანებაში - „X სართული“. ის მონაწილეობდა სხვადასხვა ინოვაციურ გამოფენებსა და აქციებში. მისი სახელი ასოცირდება თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დაარსებასთან „ქარვასლაში“.
 
[[2003]]-[[2012]] წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გია_ბუღაძე“-დან