ფიჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

8,351 ბაიტი დაემატა ,  4 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
=== მრეწველობა ===
[[ოკეანეთი]]ს სხვა უმრავლესი ქვეყნებისგან განსხვავებით ფიჯის აქვს თვითუზრუნველყოფილი საწარმოო სექტორი, რომელიც უპირველეს ყოვლისა წარმოდგენილია [[სამკერვალო მრეწველობა|სამკერვალო]], [[კვების მრეწველობა|კვების]] და [[სამთომომპოვებელი მრეწველობა|სამთომომპოვებელი მრეწველობებით]]. სამკერვალო მრეწველობის ჩასახვა და შემდგომი განვითარება შესაძლო გახდა მთელ რიგ სავაჭრო შეთანხმებებში ფიჯის მონაწილეობის მეშვეობით, რომლებმაც გაამყარეს შეღავათიანი პირობები ფიჯის პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე მოსახვედრად, ასევე ფიჯის ხელმძღვანელობის პოლიტიკით, რომელიც ორიენტირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, უცხოელი მეწარმეებისათვის შეღავათიანი პირობების მინიჭების გზით ფიჯის ტერიტორიაზე საკუთარი წარმოების განვითარებისათვის<ref>{{წიგნი|ავტორი=Ron Duncan and Haruo Nakagawa.|სათაური=Obstacles to economic growth in six Pacific Island countries|წყარო=http://siteresources.worldbank.org/INTDEBTDEPT/Resources/468980-1206974166266/4833916-1206989877225/DuncanNakagawaObstacles.pdf|გამომცემლობა=World Bank|წელი=2006|pages=6|allpages=67}}</ref>. თავის მხრივ, კვების და სამთომომპოვებელი მრეწველობები განვითარდნენ ქვეყანაში არსებული სასოფლო სამეურნეო რესურსების ([[შაქრის ლერწამი]], [[თევზი]]) და [[კეთილშობილი ლითონები]]ს ([[ოქრო]]) საბადოების დახმარებით <ref name="Obstacles28" />.
 
==== სამთომომპოვებელი მრეწველობა ====
[[ოკეანეთი]]ს სხვა კუნძულოვანი ქვეყნებისგან განსხვავებით ფიჯის კუნძულებზე შედარებით კარგადაა განვითარებული სამთომომპოვებელი მრეწველობა. ფიჯის სტატისტიკის ბიუროს მონაცემების საფუძველზე, 2005 წელს სამთომომპოვებელ მრეწველობაზე და კარიერების დამუშავებაზე მოდიოდა [[მთლიანი შიდა პროდუქტი]]ს 1 %, ამასთან ამ დარგის შემოსავლების დიდი ნაწილი შეიქმნა ოქროს და [[ვერცხლი]]ს მოპოვების შედეგად მიღებული შემოსავლებისგან. 2005 წელს მოპოვებული ოქროს და ვერცხლის საერთო ღირებულება შეფასებულია $39,3 მილიონით, რომელიც შეადგენს ქვეყნის საერთო [[ექსპორტი]]ს 7,8 %-ს<ref name="Wu2006">{{სტატია|ავტორი=J ohn C. Wu.|სათაური=The mineral industry of Fiji|წყარო=http://www.webcitation.org/5rpWmuMHL|გამოცემა=U.S. Geological Survey Minerals Yearbook|წელი=2006}}</ref>.
 
მთლიანად, ფიჯიში არსებულმა ოქროს საბადოებმა მთავარი როლი ითამაშა ადგილობრივი ეკონომიკის ჩამოყალიბებაში. არქიპელაგზე პირველი ოქრო ნატეხების სახით 1868 წელს ნაპოვნი იქნა ბრიტანელი ჩარლზ გერნის ({{lang-en|Charles Gurney}}) მიერ კუნძულ ვიტი-ლევუს მდინარე [[ნავუა (მდინარე)|ნავუაზე]]<ref name="mrd-gold">{{cite web|url=http://www.mrd.gov.fj/gfiji/mining/gold/discgold.html|title=Discovery of gold in Fiji|publisher=Ministry of Lands and Mineral Resources. Fiji Mineral Resources Department|lang=en|accessdate=2010-05-11|archiveurl=http://www.webcitation.org/6173q7qkO|archivedate=2011-08-22}}</ref>. მაგრამ რეგიონში ნამდვილი [[ოქროს ციებ-ცხელება (მრეწველობა)|ოქროს ციებ-ცხელება]] დაიწყო მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ოქროს [[ალუვიონი|ალუვიური]] საბადოები ნაპოვნი იქნა მდინარე [[ნასივი]]ზე ვატუკოულას რაიონში (ძვირფასი ლითონის პირველი კვალი აღმოჩენილი იქნა ჯერ კიდევ 1872 წელს). ოქროს პირველი დიდი საბადო, რომელიც ეკონომიკურად სასარგებლოდ იქნა აღიარებული საწარმოო დამუშავებისათვის, აღმოჩენილი იქნა ვატუკოულაში მხოლოდ 1932 წელს [[შოტლანდია|შოტლანდიელი]] უილიამ ბოთვიკის ({{lang-en|William Bothwick}}) მიერ<ref name="mrd-gold" />. ოქროს ციებ-ცხელებამ, რომელიც გრძელდებოდა 1936 წლამდე, გამოიწვია უცხოური [[ინვესტიციები]]ს დიდი მოდინება ფიჯის ეკონომიკაში, ხოლო უცხოურმა კომპანიებმა (უპირველეს ყოვლისა [[ავსტრალია|ავსტრალიური]] ჯგუფი ''«Emperor»'') ნელ-ნელა მიიღეს მთლიანი კონტროლი ოქროს საბადოებზე (ფიჯის ვატუკოულას რაიონში დამუშავებასთან ერთად 1946 წლამდე ოქროს დამუშავება ასევე მიმდინარეობდა კასის მთის რაიონში კუნძულ [[ვანუა-ლევუ]]ზე). 1956 წელს საბადოები მთლიანად გადავიდა კომპანია ''«Emperor Mines Limited»''-ის (''EML'') კონტროლ ქვეშ<ref name="mrd-gold" />.
 
დღეისასთის ოქრო ფიჯიში მოიპოვება მხოლოდ დახურულ შახტებში ვატუკოულას რაიონში, რომელიც 2006 წლამდე იმყოფებოდა ''EML''-ის კომპანიის საკუთრებაში. მთლიანად 1936 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში შახტაში მოპოვებული იქნა დაახლოებით 7 მილიონი უნცია ძვირფასი ლითონი<ref name="uvm1">{{cite web|url=http://www.uvm.edu/envnr/fijigold/history.htm|title=Tropical Gold. History of Gold at Vatukoula|publisher=University of Vermont. Rubenstein School of Environment and Natural Resources|lang=en|accessdate=2010-05-14|archiveurl=http://www.webcitation.org/6173rObZs|archivedate=2011-08-22}}</ref>. 2006 წელს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დამუშავების დამთავრებაზე და შახტების დაკეტვაზე. მაგრამ უკვე 2007 წელს საბადო გამოისყიდა ავსტრალიურმა კომპანიამ ''«Westech Gold Pty Ltd»'', რომელმაც, მიუხედავად ამისა, ასევე მიიღო გადაწყვეტილება მისი გაყიდვის შესახებ ბრიტანულ კომპანია ''«River Diamonds Plc»''-ზე, რომელმაც შემდგომში შეიცვალა სახელი ''«Vatukoula Gold Mines Plc»''-ად<ref name="uvm1" /><ref>{{cite web|url=http://www.vgmplc.com/about/|title=Overview|publisher=Vatukoula Gold Mines|lang=en|accessdate=2010-05-14|archiveurl=http://www.webcitation.org/6173rv95C|archivedate=2011-08-22}}</ref>. 2008 წლის აპრილში ოქროს მოპოვება საბადოზე განახლდა. თუ 2007 წელს ფიჯიში მოპოვებული იქნა სულ 932 უნცია ოქრო (ვერცხლის არანაირი მოპოვებით), უკვე 2010 წელს მოპოვებული იქნა 61 ათას უნციაზე მეტი ოქრო და 328 კგ ვერცხლი<ref name="Manufacturing">{{cite web|url=http://www.statsfiji.gov.fj/Key%20Stats/Business%20Activity/3.5_Manufacturing-Mfg.pdf|title=3.5 Manufacturing: Production of Gold and Selected Manufactured Products|date=September 2011|publisher=Fiji Islands Bureau of Statistics|lang=en|accessdate=2012-01-06|archiveurl=http://www.webcitation.org/64UbsO3Zu|archivedate=2012-01-06}}</ref>.
 
==სქოლიო==