ბაზალეთის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
საზრდოობს [[ატმოსფერული ნალექები]]თა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე — ივნისში, მინიმალური — ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია [[ყინული]]თ, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25&nbsp;°C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება [[ლელქაში]] და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-6 მ სიღრმემდე [[დუმფარა]]. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს [[ქაშაყი]] და [[ნაფოტა]]; მოშენებულია [[ხრამული]], [[წვერა (სახეობა)|წვერა]] და [[კობრი]]. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.<ref name="ქსე">{{ქსე|2|142|აფხაზავა ი.|არა}}</ref>
 
გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო [[წყალმცენარეები]], რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა [[დერმატოლოგია|დერმატოლოგიური]] და [[გინეკოლოგია|გინეკოლოგიური]] დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლ-ძარღვთასისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.<ref name="bazaletilake">[http://www.bazaletilake.ge/bazaleti ბაზალეთის ტბა]</ref>
 
ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 27 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ულამაზესი ხეივნები სასტუმროს კოტეჯებსა და კორპუსებს ერთმანეთისაგან ჰყოფს და ჰარმონიულად აკავშირებს მათ. კომპლექსს განსაკუთრებულ ლაზათს ტერიტორიის შუაგულში მდებარე შადრევანი და ხეივნის პირას გაშენებული თეთრსვეტებიანი კოლონადა ანიჭებს, რომელიც სიმბოლურად ქართველი და ებრაელი ხალხის 2500 წლოვან მეგობრობასა და სიყვარულს მიეძღვნა.<ref name="bazaletilake" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაზალეთის_ტბა“-დან