ბაზალეთის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

დაემატა ახალი ცნობები
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(94.137.180.163-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(დაემატა ახალი ცნობები)
}}
 
'''ბაზალეთის ტბა''' — [[ტბა]] საქართველოში, [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]], [[დუშეთი|ქალაქ დუშეთის]] სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის [[ქვაბული]] წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.<ref name="ქსე" />
 
საზრდოობს [[ატმოსფერული ნალექები]]თა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე - ივნისში, მინიმალური - ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია [[ყინული]]თ, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25&nbsp;°C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება [[ლელქაში]] და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-6 მ სიღრმემდე [[დუმფარა]]. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს [[ქაშაყი]] და [[ნაფოტა]]; მოშენებულია [[ხრამული]], [[წვერა (სახეობა)|წვერა]] და [[კობრი]]. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.<ref name="ქსე">{{ქსე|2|142|აფხაზავა ი.|არა}}</ref>
 
გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო [[წყალმცენარეები]], რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა [[დერმატოლოგია|დერმატოლოგიური]] და [[გინეკოლოგია|გინეკოლოგიური]] დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლ-ძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.<ref name="bazaletilake">[http://www.bazaletilake.ge/bazaleti ბაზალეთის ტბა]</ref>
მოშენებულია [[ხრამული]], [[წვერა (სახეობა)|წვერა]] და [[კობრი]]. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.
 
ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 27 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ულამაზესი ხეივნები სასტუმროს კოტეჯებსა და კორპუსებს ერთმანეთისაგან ჰყოფს და ჰარმონიულად აკავშირებს მათ. კომპლექსს განსაკუთრებულ ლაზათს ტერიტორიის შუაგულში მდებარე შადრევანი და ხეივნის პირას გაშენებული თეთრსვეტებიანი კოლონადა ანიჭებს, რომელიც სიმბოლურად ქართველი და ებრაელი ხალხის 2500 წლოვან მეგობრობასა და სიყვარულს მიეძღვნა.<ref name="bazaletilake" />
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://bazaletilake.ge/index.php?l=g&s=s&p=news ბაზალეთის ტურისტული კომპლექსი]
 
==სქოლიო==
== ლიტერატურა ==
{{სქოლიო}}
* {{ქსე|2|142|აფხაზავა ი.}}
 
{{საქართველოს წყლის რესურსები}}