ფიჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

10,711 ბაიტი დაემატა ,  5 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
სხვა საკვებ კულტურებს, რომლებიც მოიყვანება და იწარმოება ფიჯის ტერიტორიაზე, მიეკუთვნება [[კაკაო]] (39 ტონა, 2009 წელს; მოყვანის ცენტრი — ჩრდილოეთი ოლქი; ძირითადი იმპორტიორებია — [[ავსტრალია]], [[იაპონია]], [[აშშ]], [[ამერიკის სამოა]], [[კანადა]], [[სამოა]], [[ვანუატუ]])<ref>{{cite web|url=http://www.cocoabello.org/fiji_cocoa_industry_2005.pdf|title=Fiji Cocoa Industry. Brief Industry Prifile|last=Waqainabete|first=Paula.|date=2005|publisher=Fiji AgTrade|pages=p. 1|lang=en|accessdate=2012-01-04|archiveurl=http://www.webcitation.org/64RNcyk01|archivedate=2012-01-04}}</ref>, [[ლეღვი]] (2 ათასი ტონა, 2009 წელს), [[კავა]] (6 ათასი ტონა, 2009 წელი), [[ტარო (მცენარე)|ტარო]] (56 ათასი ტონა, 2009 წელს), [[მანიჰოტი]] (58 ათასი ტონა, 2009 წელს), [[ბრინჯი]] (4 ათასი ტონა, 2009 წელს; 29 ათასი ტონა, 1991 წელს). ასევე ვითარდება [[მებაღეობა]], რომლის მოსავალიც გადის ექსპორტზე, პირველ რიგში, [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]] და [[იაპონია]]ში<ref>{{წიგნი|წყარო=http://www.fijiembassydc.com/downloads/FijiToday2004-5.pdf|ნაწილი=Agriculture. Fruits and Vegetables|სათაური=Fiji Today 2004/2005|გამომცემლობა=Ministry of Information, Communications and Media Relations of Fiji|pages=44-45|allpages=84}}</ref>. ძირითადი კულტურებია — [[ანანასი]] (2,8 ათასი ტონა, 2009 წელს), [[ბანანი]] (3,4 ათასი ტონა, 2009 წელს), [[ნესვის ხე]] (335 ტონა, 2009 წელს)<ref>{{წიგნი|ნაწილი=Table 3.10: Area, production and sales of permanent crops at national level|სათაური=Report on the Fiji National Agricultural Census 2009|წყარო=http://www.agriculture.org.fj/census-report/national-agriculture-census-report.pdf|ადგილი=Suva, Fiji|გამომცემლობა=Department of Agriculture. Economic Planning and Statistics Division|წელი=2009}}</ref>.
 
==== მეცხოველეობა ====
ფიჯიში საწარმოო [[მეცხოველეობა]] განვითარებულია სუსტად, ამიტომ მისი პროდუქციის ნაწილის იმპორტირება ხდება უცხოეთიდან. 2005 წელს ქვეყანაში იმპორტირებული იქნა 1300 ტონა საქონლის ხორცი, 7918 ტონა რძის პროდუქტი და [[კვერცხი (საკვები პროდუქტი)|კვერცხი]] (უპირველეს ყოვლისა, [[ავსტრალია|ავსტრალიიდან]] და [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიიდან]])<ref>{{წიგნი|წყარო=http://www.fijiembassydc.com/downloads/FijiToday2004-5.pdf|ნაწილი=Dairy|სათაური=Fiji Today 2004/2005|გამომცემლობა=Ministry of Information, Communications and Media Relations of Fiji|pages=45|allpages=84}}</ref>, 880 ტონა ახალი [[რძე]], 9300 ტონა ცხვრის ხორცი. შედეგად, მთლიანად ქვეყანაში შემოზიდული იქნა 13 840 ტონა მეცხოველეობის პროდუქცია<ref name="fao" />. ამავე დროს პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი იწარმოება საკუთრივ ფიჯის ტერიტორიაზეც.
 
[[მსხვილი რქოსანი საქონელი|მსხვილი რქოსანი საქონლის]] საერთო სულადობა 2007 წელს შეადგენდა 315 ათას სულს, ხოლო ნაწარმოები საქონლის ხორცის საერთო მოცულობა — 8400 ტონას<ref name="fao" />. პირველად ფიჯიში რქოსანი საქონელი შემოიყვანეს მისიონერებმა და ევროპელებმა 1850-იან წლებში, ხოლო პირველი მეცხოველეობის ფერმა კუნძულებზე (კუნძული [[ვაკაია]] [[ლომაივიტის კუნძულები]]ს შემადგენლობაში) გაჩნდა 1859 წელს. დღეისათვის მსხვილი რქოსანი საქონლის დიდი ნაწილი თავმოყრილია [[დასავლეთის ოლქი (ფიჯი)|დასავლეთის ოლქში]] კუნძულ [[ვიტი-ლევუ]]ზე<ref>{{წიგნი|ნაწილი=Some historical perspective|სათაური=Fiji Beef Commodity Profile|წყარო=http://www.agriculture.org.fj/_resources/main/files/Beef%20Profile.pdf|გამომცემლობა=Animal and health production division of the Ministry of primary industries|წელი=1985}}</ref>.
 
მთავარ როლს თამაშობს რძის მეცხოველეობა, რომლის ცენტრია ფიჯის [[ცენტრალური ოლქი (ფიჯი)|ცენტრალური ოლქი]]. რძის წარმოება ქვეყანაში ხორციელდება ორი ძირითადი მწარმოებელი ჯგუფის მიერ. პირველი ჯგუფი მოიცავს ოფიციალურ სექტორს, რომელიც აერთიანებს ფერმერებს, რომლებიც ახორციელებენ რძის და ნადუღის მოწოდებას ქვეყნის ერთადერთ რძის გადამამუშავებელ საწარმოში — კომპანია ''«Rewa Co-operative Dairy Company Limited»''-ში (''RCDC''), რომელიც მდებარეობს კუნძულ [[ვიტი-ლევუ]]ზე. მეორე ჯგუფი მოიცავს ახალი რძის მწარმოებლებს, რომლებიც პირდაპირ ამარაგებენ რძით ქალაქის მოსახლეობას<ref name="Dairy">{{cite web|url=http://www.ftib.org.fj/resources/uploads/embeds/file/Dairy.pdf|title=Fiji Islands. Investment opportunities in the dairy industry|date=December 2009|publisher=Fiji Islands Trade & Investment Bureau|lang=en|accessdate=2012-01-04|archiveurl=http://www.webcitation.org/64RYaq8nR|archivedate=2012-01-04}}</ref>. რძის მიმწოდებლების საერთო რაოდენობა 2005 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში საშუალოდ შეადგენდა 260 მეურნეობას, რომელთაგან 80 % რძეს აწვდიდნენ კომპანია ''RCDC''-ს<ref name="Dairy" />. 2009 წლის სასოფლო სამეურნეო აღწერის თანახმად, ფიჯიში კომერციული სარძევე ცხოველების სულადობა შეადგენდა 22 551 სულს, რომელთაგან 10 175 სული მიეკუთვნებოდა სარძევე ძროხებს; სარძევე ცხოველების სულადობა ადგილობრივი მაცხოვრებლების მეურნეობებში შეადგენს — 36 599 სულს<ref>{{წიგნი|ნაწილი=Commercial Dairy Cattle|სათაური=Report on the Fiji National Agricultural Census 2009|წყარო=http://www.agriculture.org.fj/census-report/national-agriculture-census-report.pdf|ადგილი=Suva, Fiji|გამომცემლობა=Department of Agriculture. Economic Planning and Statistics Division|წელი=2009|pages=19}}</ref>. იმავე წელს რძის მიწოდებამ ''RCDC''-ის კომპანიისთვის შეადგინა 10,3 მილიონი ლიტრი<ref name="Dairy" />.
 
ფიჯის მოსახლეობაში მთავარ როლს ასევე იკავებს [[თხა|თხების]] მოშენება. 1997 წლიდან 2007 წლამდე პერიოდში აღინიშნა თხის ხორცის წარმოების ზრდა: 927 ტონიდან 1150 ტონამდე<ref name="fao" />. 2009 წელს ქვეყანაში არსებობდა 9408 კერძო მეურნეობა, რომელშიც მოშენებული იყო 101 196 თხა (1991 წელს სულადობა შეადგენდა 187 235 სულს)<ref>{{წიგნი|ნაწილი=Goats|სათაური=Report on the Fiji National Agricultural Census 2009|წყარო=http://www.agriculture.org.fj/census-report/national-agriculture-census-report.pdf|ადგილი=Suva, Fiji|გამომცემლობა=Department of Agriculture. Economic Planning and Statistics Division|წელი=2009|pages=20}}</ref>.
 
ქვეყანაში ასევე ვითარდება [[მეცხვარეობა]]ც. 2009 წელს ფიჯიში არსებობდა 818 კერძო მეურნეობა, რომელშიც მოშენებული იყო 14 068 [[ცხვარი]] (მოშენების ცენტრები მდებარეობენ [[ჩრდილოეთის ოლქი (ფიჯი)|ჩრდილოეთის ოლქში]] და [[დასავლეთის ოლქი (ფიჯი)|დასავლეთის ოლქში]])<ref>{{წიგნი|ნაწილი=Sheep|სათაური=Report on the Fiji National Agricultural Census 2009|წყარო=http://www.agriculture.org.fj/census-report/national-agriculture-census-report.pdf|ადგილი=Suva, Fiji|გამომცემლობა=Department of Agriculture. Economic Planning and Statistics Division|წელი=2009|pages=20}}</ref>. 1999 წელს ნაწარმოები იქნა 40,7 ტონა ცხვრის ხორცი, რომლის ძირითადი მომხმარებელია ქვეყნის ფიჯი-ინდოელი მოსახლეობა<ref>{{წიგნი|წყარო=http://www.fijiembassydc.com/downloads/FijiToday2004-5.pdf|ნაწილი=Agriculture. Sheep|სათაური=Fiji Today 2004/2005|გამომცემლობა=Ministry of Information, Communications and Media Relations of Fiji|pages=45|allpages=84}}</ref>.
 
2009 წლის სასოფლო სამეურნეო აღწერის თანახმად, [[ღორი|ღორების]] რაოდენობა ქვეყანაში შეადგენს 73 698 სულს, [[ცხენი|ცხენების]] — 27 124 სულს. ძირითადი შინაური ფრინველია [[ქათამი]]: 2009 წელს ქვეყანაში არსებობდა 3,6 მილიონ ქათამზე მეტი, რომლებიც მოშენებულები იყვნენ 19 751 მეურნეობაში<ref>{{წიგნი|ნაწილი=Poultry|სათაური=Report on the Fiji National Agricultural Census 2009|წყარო=http://www.agriculture.org.fj/census-report/national-agriculture-census-report.pdf|ადგილი=Suva, Fiji|გამომცემლობა=Department of Agriculture. Economic Planning and Statistics Division|წელი=2009|pages=21}}</ref>.
 
==სქოლიო==