სეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Set.svg|thumb|სეთი]]
{{Hiero|სეთი|<hiero>sw-W-t:x-E20-A40</hiero>|align=left|era=egypt}}
'''სეთი''', სეტი, ზეთი (ეგვ. Sth, Seth, Suth) — [[ძველეგვიპტური მითოლოგია|ძველეგვიპტურ მითოლოგიაში]] მრისხანების, ქაოსის, ქარიშხლის, უდაბნოს ხორშაკის, ომისა და სიკვდილის ღმერთი. თავიდან ფარაონთა ძალაუფლების განსახიერება, თავის ორეულთან, ძმისწულ [[ჰოროსი|ჰოროსთან]] ერთად. ცის ღმერთის, [[ნუტი]]სა და მიწის ქალღმერთის, [[გები]]ს ძე. გამოხატავდნენ ადამიანის ტანით, რომელსაც უდაბნოს უცხო ცხოველის, ძაღლის[[ძაღლი]]ს ან [[ტურა|ტურის]] მსგავსი თავი ჰქონდა, მოხრილი დიდი [[ნისკარტი]] და წვეტიანი მაღალი ყურები, სამწვერა კუდი, ან კიდევ ვირის [[ვირი]]ს, ღორის[[ღორი]]ს, [[შევარდენი|შევარდნის]], ჟირაფის[[ჟირაფი]]ს, ოკაპის[[ოკაპი]]ს, გრიფის სახე. ყველა შემთხვევაში [[ეგვიპტელები|ეგვიპტელთა]] ძველი ეროვნული ღმერთია, ჰოროსის ბიძა, ორეული და მოქიშპე. სალოცავი [[ომბოსი|ომბოსში]] ჰქონდა. ბიძა-ძმისწულის გამოსახულებასაც ერთად დგამდნენ (სესოსტრისის რელიეფი). გვირგვინიც ორმაგი ადგათ. სექსუალური კავშირითაც კი იყვნენ შეკრულნი. მხოლოდ ძალაუფლებისათვის ბრძოლაშIბრძოლაში მოხდა მათი უთანხმოება. ჰოროსმა დაიბრუნა წართმეული დაზიანებული თვალი ([[ნახევარმთვარე]]), თვითონ კი სეთს წაართვა სათესლეები. თვალი გამთელდა და იქცა სავსე მთვარედ. ორივე [[თოტი|თოთმათოტმა]] მოარჩინა.
 
[[რა]] (რე), უზენაესი ღმერთი, ეგუება სამყაროს გაყოფას ორ საწყისად, კეთილ და ბოროტ ძალებად. პირველის განსახიერებაა ჰოროსი, მეორის — სეთი, რომლის ცხოველური თავიც მის ორმაგ, მხეცურ, ბოროტ ბუნებაზე მეტყველებს („სეთის თავი“ სიავის სინონიმია). ამ დუალიზმშIდუალიზმში სეთი და ჰოროსი მტრებიც არიან და მეგობრებიც. ჩანს, სეთი უდაბნოს, ამინდის, ცის ღმერთად იქცა, ჰოროსი კი მიწის ღვთაებად (ინარჩუნებს დემონურ ძალასაც).
 
სეთზე შექმნილია მუთებიცმითებიც, [[ოსირისი|ოსირისთან]] დაკავშირებით: ბოროტმა სეთმა მოკლა და დააქუცმაცა ძმა ოსირისი, რომლის სხეულის ნაწილებიც აკრიფა მისმა დამ და მეუღლემ [[ისიდა]]მ. ჰოროსი აღდგა და დევნის სიკვდილის დემონს სეთს. შეხვდა და შეება. სეთის და ჰოროსის ბრძოლა ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. გამარჯვებული გამოდის ჰოროსი. ზოგჯერ სეთიც კეთილი ძალაა: რას ნავში რომ ზის, საზარელ ურჩხულს [[აპოპისი|აპოპისს]] (აპოფისს) ამარცხებს სიტყვით და საქმით, თუმც თვითონაც მისი განსახიერებაა. XVIII–XX დინასტიების ფარაონებმა ძლიერ აამაღლეს სეთი, როგორც ძლიერი, აგრესორი ღმერთი, მის სახელს ირქმევდნენ. როგორც მეომარი ღმერთი, უცხოეთში [[ლიბიურასი|ლიბიურასსა]] და ხეთელთა [[ტეშუპი|ტეშუპს]] დაემსგავსა. მოგიანებით ეგვიპტელებმა კვლავ შეიძულეს სეთი, ნგრევისა და უბედურების განსახიერებად აქციეს. ბერძნებმაც სეთის სახე გადაიღეს, როგორც [[ტიფონი]]ს ორეულისა, რომელსაც უდაბნოს ხორშაკიანი ქარისა მიწისძვრის სტიქიის სახედ რაცხდნენ. ეგვიპტეში მას ნიანგის სახეც ჰქონდა.
 
სეთის ძირითადი საბრძანისი ზემო ეგვიპტეა, იქ მეფობს ღმერთების დინასტიის ეს უბოროტესი პრინციპი, თუმცა მისი მეფობა ზოგჯერ ქრება. თითქმის ყველა გაგებით კულტურის მტერია, გარე-გარე დაძრწის, მტერს მოუძღვება, ხორშაკს ტეხს, მოუსვენარია. მისი ფერი, წითელი, სისხლისფერი, უბედურების, სიკვდილისა და სიღატაკის სიმბოლო იყო ხალხის ცნობიერებაში: მას სწირავდნენ ანტილოპას, ვირსა და ღორს, უწმინდურ ცხოველს, ამით კლავდნენ თვით სეთს და სწირავდნენ მსხვერპლად სხვა კეთილ ღმერთებს, რომელთაც ველური სეთი ემტერებოდა, ქირდავდა, ამცირებდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სეთი“-დან