ფიჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

4,103 ბაიტი დაემატა ,  5 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
==== სასამართლო ხელისუფლება ====
ფიჯიში [[სასამართლო ხელისუფლება]]ს წარმოადგენს [[უზენაესი სასამართლო]]. მოსამართლეს ნიშნავს პრეზიდენტი. სამართლებლივი სისტემა დაფუძნებულია ბრიტანულ სამართალზე.
 
=== შეიარაღებული ძალები და პოლიცია ===
ფიჯის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალები ქვეყნის შეიარაღებული ძალების ({{lang-en|Republic of Fiji Military Forces}}) ორიდან ერთ-ერთი კომპონენტია. მისი ძირითადი ამოცანაა ტერიტორიალური წყლების და თევზჭერის დაცვა და დამხმარე ოპერაციების ორგანიზება.
 
==== შეიარაღებული ძალების ისტორია ====
სამხედრო-საზღვაო ძალები შეიქმნა 1975 წლის ივლისში მთავრობის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზღვაო კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ. [[ფლოტი]]ს შექმნაში ფიჯის პირველ რიგში დახმარება გაუწია დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა. ფიჯის ფლოტის შემადგენლობას სწორედ ამ ქვეყნებმა გადასცეს პატარა გემების დიდი რაოდენობა. მაგრამ 1987 წლის 14 მაისის სიტივენ რამბუკას სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოხდა უცხოური დახმარებების შემცირება, რაც ნეგატიურად აისახა ფლოტის მდგომარეობაზე. პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგად უკანასკნელ 25 წელიწადში ჩამოიწერა 6 [[გემი]], ხოლო დანარჩენები აღმოჩნდა არასაბრძოლო მდგომარეობაში.
 
==== შეიარაღებული ძალების თანამედროვე მდგომარეობა ====
შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედიან ფეხოსანი ძალების ([[ჯარი]]) ორი კომპონენტი და სამხედრო-საზღვაო ძალები. ოკეანეთის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ფიჯი ფლობს საკმაოდ მსხვილ ფეხოსან ძალებს (6 ფეხოსანი ბატალიონი და 1 მენაღმეთა ბატალიონი — 3200 ად.), და გაეროს სამშვიდობო მისიის აქტიური მონაწილეა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. დღეისათვის [[ავიაცია]] ქვეყანას არ გააჩნია.
 
დღეისათვის მოქმედებს 9 საპატრულო [[კატერი]]. სამხედრო დახმარება მიღებულია ავსტრალიისგან, ჩინეთისგან და დიდი ბრიტანეთისგან (თუმცა ბრიტანეთმა დახმარება შეაჩერა სამოქალაქო მთავრობის წინააღმდეგ 2006 წლის სამხედრო გადატრიალების გამო).
 
== ეკონომიკა ==