ფიჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 374:
==== სახელმწიფოს მეთაური ====
ფიჯის სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევს ''ბელადთა დიდი საბჭო'' ხუთწლიანი ვადით. თუმცა მისი როლი საკმაოდ ნომინალურია, მოდელირებულია ბრიტანული მონარქიის მიხედვით. პრეზიდენტს აქვს გარკვეული ხელისუფლება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ეროვნული კრიზისის შემთხვევაში. ის ასევე ფიჯის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.
 
==== საკანონმდებლო ხელისუფლება ====
[[ფიჯის პარლამენტი]] ორპალატიანია. [[ფიჯის წარმომადგენელთა პალატა]]ში 71 წევრია. მათ შორის 25 ირჩევა საყოველთაო არჩევნებში (ყოველ 5 წელიწადში). დანარჩენი 46 ადგილი დარეზერვირებულია ფიჯის ეთნიკური ჯგუფებისათვის და ირჩევა ეთნიკური ჯგუფების კანდიდატებიდან: 23 მკვიდრი ფიჯელებიდან, 19 ინდო-ფიჯელებიდან, 1 როტუმელებიდან და 3 საერთო კანდიდატი (ევროპელები, ჩინელები და სხვა უმცირესობები). პარლამენტის ზედა პალატაში, ფიჯის სენატში 32 წევრია, აქედან 14 ნიშნავს პრეზიდენტი ბელადთა დიდი საბჭოს თანხმობით, 9-ს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, 8-ს ოპოზიციის ლიდერი და ერთს კუნძულ როტუმას საბჭო. სენატი ფლობს უფრო ნაკლებ ხელისუფლებას, ვიდრე წარმომადგენელთა პალატა, და არ შეუძლია კანონების მიღების ინიცირება, მაგრამ აქვს უფლება უარყოს ან კორექცია გაუკეთოს მათ.
 
==== აღმასრულებელი ხელისუფლება ====
პრეზიდენტი ფორმალურად ნიშნავს [[პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრს]], რომელმაც უნდა მიიღოს მხარდაჭერა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისგან. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ან კოალიციის ლიდერი ჩვეულებრივ ხდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც პრეზიდენტის როლს პრემიერის დანიშვნაში ცოტათი უფრო მაღლა სწევს. მაგრამ ზოგჯერ პარლამენტი ვერ მიდის შეთანხმებაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო. ასეთ შემთხვევებში პრეზიდენტი საკუთარ თავზე იღებს არბიტრის მოვალეობას და ყველა პოლიტიკურ ფრაქციასთან განხილვების შემდეგ, პრემიერ-მინისტრად უნდა დანიშნოს ადამიანი, რომელიც, მისი აზრით, მისაღები იქნება წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობისათვის. პრემიერ-მინისტრის დანიშვნისას პრეზიდენტი ფორმალურად ნიშნავს კაბინეტს 10-25 [[მინისტრი]]საგან, რომლებიც წარმოადგენენ აღმასრულებელ ხელისუფლებას. კონსტიტუციის შესაბამისად მინისტრთა კაბინეტმა უნდა ასახოს წარმომადგენელთა პალატის პოლიტიკური შემადგენლობა — პალატაში თითოეული პარტია, რომელსაც უკავია რვა ადგილზე მეტი, კაბინეტში იღებს ადგილს ადგილების რაოდენობის პროპორციულად. მაგრამ პრაქტიკაში, ეს წესი არასდროს მკაცრად არ გამოყენებულა. ასევე არსებობს პრეზიდენტის საბჭო, რომელიც აძლევს რჩევებს პრეზიდენტს სახელმწიფოსათვის მთავარ საკითხებში და ასევე ბელადთა დიდი საბჭო, რომელიც შედგება ადგილობრივი ტომების ყველაზე გავლენიანი ლიდერებისაგან.
 
==== სასამართლო ხელისუფლება ====
ფიჯიში [[სასამართლო ხელისუფლება]]ს წარმოადგენს [[უზენაესი სასამართლო]]. მოსამართლეს ნიშნავს პრეზიდენტი. სამართლებლივი სისტემა დაფუძნებულია ბრიტანულ სამართალზე.
 
== ეკონომიკა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიჯი“-დან