კაცხის სვეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გაუმჯობესდა სტატიის გაფორმება
No edit summary
ხაზი 58:
'''კაცხის სვეტი''' — კირქვის სვეტისებრი [[დენუდაცია|დენუდაციური]] „მოწმე“ — შთენილი კლდე [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[კაცხი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)|კაცხში]], მდინარეების [[კაცხურა|კაცხურისა]] ([[ყვირილა|ყვირილის]] მარჯვენა შენაკადი) და [[ღვითორი (მდინარე)|ღვითორი]]ს ([[ბუჯა|ბუჯი]]ს მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე.
 
სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად [[მონოფიზიტობა|მონოფიზიტ]] განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ.

კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს [[ალექსანდრე ჯაფარიძე|ალექსანდრე ჯაფარიძის]] ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო.
 
2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დაიწყო სვეტზე არსებული ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი მაქსიმეს დამსახურებაა.
 
2007 წელს კაცხის სვეტზე არსებულ ნანგრევებში მამა მაქსიმემ აღმოჩინა კირქვის მცირე ქვათლილი (ზომები 41X21 სმ), რომელზეც ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა ამოკაწრული. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით [[XIII საუკუნე|XIII საუკუნით]] თარიღდება. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც „სამი სახლაკი“ აუშენებია „ძელი ცხოვრებაზე“ — ანუ სვეტის თავზე დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის.<ref>[http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/k/kacxis_sveti.html კაცხის სვეტი]</ref>
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] მის შესახებ წერდა: {{ციტატა|[კაცხის] ციხის აღმოსავლეთით არს კლდე ხრამსა შინა ამოყვანილი ვითარცა სუეტი, ფრიად მაღალი მის კლდის თხემზე არს ეკლესია, არამედ ვეღარარა აღავლის კაცი, არც უწყიან ხელოვნება აღსვლისა.<ref>წერეთელი ვ., ჟამი შენებისა, ქუთაისი 2010 წ. გვ., 14</ref>}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაცხის_სვეტი“-დან