ფიჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 358:
=== რელიგიური შემადგენლობა ===
რელიგიური შემადგენლობა: [[ქრისტიანობა|ქრისტიანი]] — 64,5 % ([[მეთოდიზმი|მეთოდისტები]] — 35 %, [[კათოლიციზმი|კათოლიკები]] — 9 %, [[ღმერთის ასამბლეა|ღმერთის ასამბლეის]] მიმდევრები — 6 %, [[მეშვიდე დღის ადვენტისტები]] — 4 %, სხვა ქრისტიანები — 11 %), [[ინდუიზმი|ინდუსი]] — 27,9 %, [[ისლამი|მუსულმანი]] — 6,3 %, [[სიქიზმი|სიქჰები]] — 0,3 %, სხვა რელიგიის მიმდევრები და [[ათეიზმი|ათეისტები]] — 1 %<ref name="statsfiji7" />.
 
== პოლიტიკური მოწყობა ==
 
=== სახელმწიფო წყობა ===
ფიჯი — კონსტიტუციის თანახმად ფიჯი [[სუვერენიტეტი|სუვერენული]] [[დემოკრატია|დემოკრატიული]] სახელმწიფოა<ref>''[http://www.paclii.org/fj/legis/num_act/ca1997268/ ფიჯის კონსტიტუცია (1997 წელი), თავი 1, სტატია 1]''.</ref>. ფიჯის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის მანძილზე მიღებული იყო ოთხი კონსტიტუცია.
 
მათ შორის პირველი ძალაში შევიდა 1970 წელს, დამოუკიდებლობის მიღებიდან ძალიან მალე. ის ამყარებდა [[ვესტმინსტერული სისტემა|ვესტმინსტერული სისტემის]] [[პარლამენტარიზმი]]ს [[მონარქია|მონარქიული]] მმართველობის ფორმას<ref name="parliament1">{{cite web|url=http://www.parliament.gov.fj/parliament/about/about.aspx?id=hleg|title=History. The Legislature|publisher=Parliament of Fiji Islands|lang=en|accessdate=2010-08-13|archiveurl=http://www.webcitation.org/617413iIN|archivedate=2011-08-22}}</ref>. სახელმწიფოს მეთაურად ცხადდებოდა მისი უდიდებულესობა [[დიდი ბრიტანეთი]]ს დედოფალი [[ელისაბედ II]], რომელსაც ფიჯიში წარმოადგენდა [[გენერალ-გუბერნატორი]]. კონსტიტუციის თანახმად საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენდა [[ფიჯის პარლამენტი]], რომელიც შედგებოდა [[გაერთიანებული სამეფო]]ს დედოფლისაგან, წარმომადგენელთა პალატისაგან და სენატისგან. წარმომადგენელთა პალატა შედგებოდა 5 წლის ვადით არჩეული 52 პარლამენტარისგან. 22 ადგილი მიმაგრებული იყო ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობაზე — ეთნიკურ ფიჯელებზე, 22 ადგილი — კი ფიჯი-ინდოელებზე, ხოლო დანარჩენი 8 ადგილი — წარმომადგენლებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ არც ეთნიკურ ფიჯელებს, არც ფიჯი-ინდოელებს. ფიჯის სენატში 22 დეპუტატს პარლამენტის წევრებიდან ნიშნავდა გენერალ-გუბერნატორი ექვსი წლის ვადით, რვა დეპუტატს — ფიჯის უხუცესთა უმაღლესი საბჭო, შვიდ დეპუტატს — პრემიერ-მინისტრი, ექვს დეპუტატს — ოპოზიციის ლიდერი, ერთ დეპუტატს — კუნძულ [[როტუმა]]ს საბჭო<ref name="parliament1" />.
 
1987 წლის 14 მაისს პოდპოლკოვნიკმა [[სიტივენი რამბუკა]]მ ფიჯიში განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება, რის შედეგადაც გაუქმდა მოქმედი 1970 წლის კონსტიტუცია და შეწყდა ბრიტანეთის მონარქიასთან ურთიერთობა. 1987 წლის 7 ოქტომბერს სამხედრო ხელისუფლებამ ფიჯი გამოაცხადა [[რესპუბლიკა]]დ. 1990 წლის 25 ივლისს ფიჯის ისტორიაში მიიღეს მეორე კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც ფიჯი გახდა სუვერენული დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის მეთაურად გამოცხადდა პრეზიდენტი. ახალმა კონსტიტუციამ შეცვალა პარლამენტის შემადგენლობა: ეხლა მასში შედიოდნენ ფიჯის პრეზიდენტი, წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრები. წარმომადგენელთა პალატის შემადგენლობის რაოდენობა გაიზარდა 70 ადამიანამდე (სპიკერის და მისი მოადგილის გარდა). წარმომადგენელთა პალატაში მკვიდრ ფიჯელებს ეძლეოდათ ადგილების უმრავლესობის გარანტია. მათ მიეცათ 37 ადგილი, 27 ადგილი ფიჯი-ინდოელებს, 1 ადგილი — კუნძულ [[როტუმა]]ს წარმომადგენლებს და 5 ადგილი — კი სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს. სენატის შემადგენლობის რაოდენობა ასევე გაიზარდა 34 დეპუტატამდე. მათგან 24 ადამიანს ნიშნავდა ფიჯის პრეზიდენტი უხუცესთა უმაღლესი საბჭოს თანხმობით, 1 ადამიანი ინიშნებოდა კუნძულ როტუმას საბჭოს თანხმობით და 9 ადამიანს ნიშნავდა პრეზიდენტი საკუთარი გადაწყვეტილებით<ref name="parliament1" />. ამას გარდა, 1990 წლის კონსტიტუციაში ჩაიწერა პუნქტი, რომლის თანახმადაც ქვეყნის კონსტიტუცია უნდა შეცვლილიყო ყოველ ათ წელიწადში ერთხელ (1990 წლის კონსტიტუცია კი უნდა შეცვლილიყო შვიდი წლის შემდეგ). შედეგად 1995 წლის მაისში ქვეყნის პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა კომისია კონსტიტუციის გადახედვის შესახებ, რომელმაც მოამზადა სპეციალური მოხსენება, რომელიც მოიწონა პარლამენტის ერთიანმა სპეციალურმა კომისიამ (ჩამოყალიბდა 1996 წლის 10 სექტემბერს)<ref name="parliament1" />.
 
1997 წელს ამ მოხსენების საფუძველზე მიიღეს ფიჯის ახალი კონსტიტუცია, რომელმაც კვლავ შეიტანა ცვლილებები წარმომადგენელთა პალატის და სენატის შემადგენლობაში. მაგრამ 2009 წლის აპრილში 1997 წლის კონსტიტუცია გააუქმა ფიჯის პრეზიდენტმა [[იოსეფა ილოილო]]მ, მას შემდეგ რაც ფიჯის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2006 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად პრემიერ-მინისტრ [[ლაისენია ნგარასე]]ს გადაყენება და მის ადგილზე [[ფრენკ მბაინიმარამა]]ს დანიშვნა ჩაითვალა უკანონოდ.<ref>{{cite web|url=http://www.theaustralian.com.au/news/fiji-president-abolishes-constitution/story-e6frg6n6-1225697013961|title=Fijian president Ratu Josefa Iloilo abolishes constitution, sacks judiciary and assumes power|date=April 10, 2009|publisher=The Australian|lang=en|accessdate=2010-08-13|archiveurl=http://www.webcitation.org/61741cDDF|archivedate=2011-08-22}}</ref>. შედეგად ილოილომ თავისი პოსტებიდან გაათავისუფლა ყველა მოსამართლე, თანამდებობაზე აღადგინა მბაინიმარამა და მისი მინისტრთა კაბინეტი, ასევე ქვეყანაში შემოიღო [[საგანგებო მდგომარეობა|საგანგებო მდგომარეობის]] რეჟიმი. პრეზიდენტის დაპირებებით, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2014 წლის აპრილში<ref>{{cite web|url=http://en.tahitipresse.pf/2009/04/fiji-under-new-legal-order-and-new-head-of-state/|title=Fiji under New Legal Order and new Head of State|date=April 9 2009|publisher=Agence Tahitienne de Presse|lang=en|accessdate=2010-08-13|archiveurl=http://www.webcitation.org/61742hiEd|archivedate=2011-08-22}}</ref>. 2009 წლის 30 ივლისს პრეზიდენტი ილოილო გადადგა. 1997 წლის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი უნდა დანიშნოს უხუცესთა უმაღლესმა საბჭომ, მაგრამ მოცემული სტატია გააუქმა პრემიერ-მინისტრმა მბაინიმარამამ, რომელმაც განაცხადა, რომ ფიჯის პრეზიდენტის დანიშვნას განახორციელებს ის და მისი კაბინეტი რეჟიმისთვის მოსახერხებელ დროს<ref>{{cite web|url=http://www.stuff.co.nz/world/south-pacific/2683048/Fijis-president-quits|title=Fiji's president quits|date=28/07/2009|publisher=STUFF.co.nz|lang=en|accessdate=2010-08-13|archiveurl=http://www.webcitation.org/61743Y4xm|archivedate=2011-08-22}}</ref>. შედეგად ქვეყნის ახალ პრეზიდენტად დაინიშნა ადრე სამხედრო მეთაური, ვიცე-პრეზიდენტი [[ეპელი ნაილატიკაუ]].
 
2013 წლის სექტემბერში ფიჯის პრეზიდენტმა ეპელი ნაილატიკაუმ ხელი მოაწერა ახალ, რიგით მეოთხე, ფიჯის კონსტიტუციას.
 
== ეკონომიკა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიჯი“-დან