უკბილო ვეშაპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
| არეალის რუკა =
| iucnstatus =
| ვიკისახეობები = Mysticeti
| iucn =
| commons = Category:Mysticeti
}}
'''უკბილო ვეშაპები''' ({{lang-la|Mystacoceti}}) — [[ძუძუმწოვრები]]ს ქვერიგი [[ვეშაპისნაირნი|ვეშაპისნაირთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგი]]სა. კბილების ნაცვლად ზედა ყბაზე უვითარდებათ 360—800 გრძელი (20—450 სმ) რქოვანი ფირფიტა, ე. წ. „ვეშაპის ულვაში“. ისინი ქმნიან ცხრილისებრ აპარატს, რომლის საშუალებითაც ხდება პირში მოხვედრილი საკვების ([[მოლუსკები]]ს, კიბოსნაირები, წვრილი თევზები) გაცხრილვა. დინგზე აქვთ ვიბრისები — შეხების ორგანოები. ნესტოები წყვილია. უკბილო ვეშაპები თანამედროვე ძუძუმწოვართა შორის ტანად ყველაზე დიდი ცხოველებია. მაგ., [[ლურჯი ვეშაპი]]ს სიგრძე 33 მ, მასა 160 ტ აღწევს. უკბილო ვეშაპებს განეკუთვნება 10 სახეობა: [[გრელანდიური ვეშაპი |გრელანდიური]], [[სამხრეთული ვეშაპი|სამხრეთული]], [[ჯუჯა ვეშაპი|ჯუჯა]], [[რუხი ვეშაპი|რუხი]], [[კუზიანი ვეშაპი|კუზიანი]], ლურჯი, [[ბრაიდის ვეშაპი|ბრაიდის]], [[მცირე ზოლებიანი ვეშაპი|მცირე ზოლებიანი]] ვეშაპები, [[ფინვალი]] და [[სეივალი]]. ფართოდ არიან გავრცელებული [[ოკეანე]]ებში,გარდა გრენლანდიური, ბრაიდისა და ჯუჯა ვეშაპებისა. აქვთ დიდი სარეწაო მნიშვნელობა. 1959 წლიდან საერთაშირისო დაცვას ექვემდებარებიან გრენლანდიური, სამხრეთული და რუხი ვეშაპები, ხოლო 1967 წლიდან — ლურჯი ვეშაპი. მცირე ზოლებიანი ვეშაპის ერთი ეგზემპლიარი 1880 წელს ზღვის დინებამ გამორიყა [[ქობულეთი]]ს მახლობლად. მისი ჩონჩხი ინახება [[საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი|ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი]]ს ზოოლოგიის განყოფილებაში.