სუიკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 54:
==ტრადიციული ამბები==
ტახტზე ასვლამდე სუიკოს სახელი მიკეკასია-ჰიმე-ნო-მიკოტო იყო<ref>Varley, p. 126.</ref>, თუმცა მას ასევე ტოიომიკე კასიკია ჰიმე ნო მიკოტოს სახელითაც მოიხსენიებდნენ.<ref>Ashton, William. (2005). ''Nihongi,'' p. 95 n.2.</ref> ამასთან ერთად სუიკოს ისეთი სახელებიც ჰქონდა, როგორიც იყო პრინცესა ნუკატაბე და ტოიომიკე კასიკია. სუიკო [[კიმეი|იმპერატორ კიმეი]]ს და სოგა ნო ინამეს ქალიშვილის, სოგა ნო კიტასიჰიმეს შვილი იყო. აგრეთვე სუიკო [[იომეი|იმპერატორ იომეის]] უფროსი და იყო.
 
სუიკო მისი ნახევარძმის, [[ბიდაცუ|იმპერატორ ბიდაცუს]] მეუღლე იყო, თუმცა იმის შემდეგ რაც იმპერატორის პირველი ცოლი გარდაიცვალა, ის მისი ოფიციალური მეუღლე გახდა და ოკისაკის წოდება მიიღო (იმპერატორის ოფიციალური მეუღლე). მათ 7 ვაჟი შეეძინათ.
 
ბიდაცუს გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებაში სუიკოს ძმა [[იომეი|იმპერატორი იომეი]] მოვიდა, რომელიც 2 წელიწადში ავადმყოფობით გარდაიცვალა. იომეის გარდაცვალებას სოგას და მონონობეს კლანებს შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლა მოჰყვა. ბრძოლაში სოგას კლანმა გაიმარჯვა და პრინცი ჰაცუსებე იმპერატრ სუსიუნად აიყვანა ტახტზე. თუმცა მალე კლანის ლიდერს, სოგა ნო უმაკოსა და იმპერატორს შორის დაპირისპირებამ იჩინა თავი, სადაც უმაკომ იმპერატორი მოაკვლევინა. იაპონიის ისტორიაში სუიკო პირველი ქალი იყო, რომელიც იმპერატორების ტრადიციული წესის მიხედვით აირჩიეს.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუიკო“-დან