შუხუთის მოზაიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB
ხაზი 11:
სხვადასხვა ფერების, მაგრამ ერთი და იგივე მასალისაგან დამზადებული კუბიკების მოზაიკაში ერთმანეთში არ ურევდნენ, თითოეული ფერი ცალკე ელემენტად გამოიყენებოდა.
ჩამოთვლილი კუბიკებით გასახდელის მთელ იატაკზე იყო დაგებული ერთ-ერთი ყველაზე, გავრცელებული გეომეტრიული მოზაიკური მოხატვა, რომელსაც სპეციალურ ლიტერატურაში ეწოდება „კვადრატები და რვაქიმიანი ვარსკვლავები“.
ამ მოხატულობაში, რომელშიც მოცემულია შავი კუბიკების ორ რიგიანი ზოლები, ძირითადად ფიგურას წარმოადგენს ჩვეულებრივი კვადრატები, რომლებიც წარმოქმნიან ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ რიგებს. ჩვეულებრივ კვადრატებს შორის განლაგებულია „კუთხეებში მდგომი“ კვადრატები. ამ კვადრატებსა და სხვა კვადრატებს შორის შუალედები წარმოქმნიან რვაქიმიანი ვარსკვლავების ფიგურებს, რომლებიც შედგებიან რომბებისგან.
 
აღწერილი მოხატულობა მოზაიკურ იატაკზე პირველად გამოჩნდა ძვ. წ. I საუკუნეში. ამ დროიდან მას ძალიან ხშირად ვხვდებით რომის იმპერიის სხვადასხვა მხარეების მოზაიკურ მოხატულობაში. აღწერილი მოხატულობა II—III საუკუნეებში ხდება იმდენად პოპულარული, რომ იყო შემთხვევა მისი გამოყენებისა თაღების ორნამენტებში. აღწერილი მოხატულობა რჩება ძალიან პოპულარულად IV—V საუკუნეებში. მოზაიკაში, მაგრამ შემდგომ საუკუნეებშიც ის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან ჩვენთვის ცნობილი ნიმუშები. მისი გამოყენება თარიღდება IXს-ით. აქ მხედველობაშია მუსულმანური სასახლის მოზაიკური იატაკი.
 
თუ შევადარებთ აღწერილ მოზაიკურ მოხატულობას შუხუთის აბანოს მოზაიკას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცალკეული ფიგურები აპოდიტერიუმის იატაკის ფართობთან შედარებით საკმაოდ დიდია, რის გამოც ასეთი ფიგურების რაოდენობა აქ არც ისე ბევრია. [[შუხუთი]]ს აბანოს მოზაიკაში ასევე თვალში გვხვდება ის, რომ განაპირა რიგის ვარსკვლავები ვერ მოთავსდა იატაკში, რადგან: ორ-ორი სხივი ამ ვარსკვლავებს ჩამოჭრილი აქვს, იმ დროს როდესაც ანალოგიური მოზაიკის ვარსკვლავები არიან მთელები, ან უკიდურეს შემთხვევაში შუაზე გაჭრილი. აღნიშნული თვისებურებები მეტყველებენ, სავარაუდოდ, იმაზე, რომ [[შუხუთი]]ს მოზაიკის ამწყობი მოხატულობისას არ ითვალისწინებდა მთელი იატაკის ზომებს. მოხატულობის ამგვარი მექანიკურ-შტამპური შესრულების მანერა შეიძლება გამომუშავებული ჰქონდა მხოლოდ ისეთ ოსტატს, რომელიც ერთი და იგივე მოხატულობის მრავალჯერადად შესრულების დროს მიეჩვია მხოლოდ ერთ „ზომაში“ მუშაობას.ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შუხუთის მოზაიკის ძირითადი მოხატულობა სხვა ანალოგიურ მოხატულობებთან შედარებით, გამოიყენება შედარებით ნაკლებად, რის გამოც იზრდება მისი დეკორატიული ხასიათი.
 
შუხუთის მოზაიკის მოხატულობაში კონტურები განლაგებულია ისე, რომ იქნება შთაბეჭდილება მოზაისტის მიერ უფრო მხედველობითი აღქმის საფუძველზე შესრულებული სხვადასხვა ფიგურების და გეომეტრიული მოხატულობის თანმიმდევრობა.
მოცემულ მოზაიკაში ყველაზე მეტად იკვეთება გეომეტრიული მოხაზულობის ძირითადი ფიგურა. დიდი კვადრატები, რომლებიც იკავებენ მთავარ ადგილს ვარსკვლავებთან შედარებით მის კომპოზიციაში. სწორედ ამ კვადრატებში არის მოთავსებული მოზაიკური ამბორის შესავსები ელემენტები.
 
მოზაიკის დიდი და პატარა კვადრატების უმრავლესობას აქვთ საკმაოდ მარტივი შემავსებელი. ეს არის ან თანმიმდევრულად დაპატარავებული ზომებში და ერთმანეთის შიგნით განლაგებული კვადრატები, რომლებიც აწყობილია სხვადასხვა ფერის კუბიკებისგან, ან პარალელური , ფერადი ზოლები, რომლებიც მიმართულია კვადრატების დიაგონალურად. ზოგიერთ კვადრატებში ეს ზოლები წარმოქმნიან ზიგზაგებს, რომლებიც მოგვაგონებენ პარკეტის მოხატულობას და რომელსაც საკმაოდ ხშირად ვხვდებით ყველგან, როგორც გვიანდელანტიკურ, ასევე ადრე შუასაუკუნეების მოზაიკაში.
ხაზი 26:
[[შუხუთი]]ს მოზაიკაში გამოსახულ ჯვრებზე საუბრისას ისმის კითხვა, ხომ არ წარმოადგენდნენ ეს ჯვრები უკვე ქრისტიანობის სიმბოლოს? მაგალითად: ტ. ივანოვი თვლის, რომ ანალოგიურ ჯვრებს, მაგრამ „წანაზარდების“ გარეშე, შეეძლოთ შეესრულებინათ ქრისტიანული სიმბოლოს როლი ახ.წ. IVსაუკუნეში. აღნიშნულ მოზაიკაში. მაგრამ ახ.წ. II—III საუკუნეებში. მოზაიკებში გამოსახული სხვადასხვა სახელობის ჯვრები ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჯვრების ფიგურები გამოიყენებოდა მოზაიკაში ასევე წმინდა დეკორატიული მოტივით, როგორც ეს შეიძლება შევნიშნოთ, სავარაუდოდ, შუხუთის აბანოს მოზაიკაში. პირველი ჯვრები კი, რომლებიც წარმოადგენდნენ სიმბოლოებს მოზაიკაში, მის დეკორთან, სავარაუდოდ არანაირი საერთო არ ჰქონდათ.
ჯვრების სიმბოლურ მნიშვნელობაზე (ქრისტიანული მნიშვნელობით) უარყოფითად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამ კვადრატებში, გარდა მთლიანი ჯვრებისა იყო ასევე მათი ნახევრების გამოსახულება, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს [[ჯვარი|ჯვრები]] ყოფილიყო სიმბოლოები, მაშინ მათი შუაზე გაყოფა იქნება თავის მხრივ მკრეხელობა.
ჯვრების „წანაზარდებით“ და მათი „ნახევრების“ გამოსახვა მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ არიან ისე საყოველთაოდ გავრცელებულები მოზაიკური მოტივით, როგორხ შუხუთის მოზაიკის დეკორის სხვა ელემენტები.
 
ხსენებული ჯვრები და მათი გამოსახულებები ჩვენთვის ცნობილია რომაულ-ბიზანტიური იმპერიის აღმოსავლეთ რაიონებში, ზოგადად ჩრდილოეთ ზღვისპირეთში, სადაც ჩვენთვის საინტერესო ჯვარი გამოსახული იყო ხერსონის ჯვრისებრი მონასტერის ჩრდილოეთ განშტოების მოზაიკაში, ანტიოქიაში და მის შემოგარენში. (აგრეთვე) ლიბიაში-ანტიოქიის და ლიბიის მოზაიკებში. მსგავსად [[შუხუთი]]ს მოზაიკისა, კვადრატებში მთლიანად ჯვრებთან ერთად გვხვდება მათი „ნახევრები“ გამოსახულებები. აქ ხსენებული შესადარებელი მოზაიკა თარიღდება IV-V და VIს. დასაწყისით. ამიტომ შუხუთის მოზაიკა აბანოსთან ერთად თარიღდება აღნიშნული დროით.
[[შუხუთი]]ს აბანოს ზუსტი დათარიღების მონაცემები, უნდა ვეძიოთ თვით ნაგებობაში, რომელიც აშკარად მიეკუთვნება გვიანდელ ანტიკურ აბანოებს, ვიდრე ადრეულ შუასაუკუნეებისას, რომლებიც გვხვდება ძალიან იშვიათად. შუხუთის აბანოს გვიანდელი ანტიკური პერიოდის ხასიათს აძლევს, პირველუპირველეს რიგშიყოვლისა, მისი ნალისებრი შენობა, რომლის მაგვარიც არ არის ჩვენთვის ცნობილ ადრეულ შუასაუკუნეების აბანოებში. ბოლო გარემოების გათვალისწინებით, ჩვენ გვგონია, რომ შუხუთის აბანოს ნაგებობა თარიღდება IVს-ით.
სამწუხაროდ, შუხუთის აბანოს გათხრების დროს არ იყო ნაპოვნი ისეთი [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] მასალა, რომელიც დაამტკიცებდა ჩვენს მიერ გამოთქმულ თარიღს. არც ისე დიდი რაოდენობით აქ აღმოჩენილი კერამიკა დათარიღებულია IVს-ით. ეს არქეოლოგიური აღმოჩენა მეტყველებს, რომ [[კოლხეთი]]ს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი (თანამედროვე [[გურია]]) გვიანდელ ანტიკურ და ადრეშუასაუკუნეების დროითავის კულტურული მნიშვნელობით ერთ–ერთი მოწინავე რაიონი [[საქართველო|საქართველოში]].