ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ადრეული წლები: clean up, replaced: ქონდათ → ჰქონდათ using AWB
→‎სამოქალაქო ომი: clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB
ხაზი 68:
1947 წლის ზაფხულში მანჯურიაში ჩამოყალიბებულმა ჩკპ-ს არმიამ სტრატეგიული შეტევა დაიწყო გომინდანის წინააღმდეგ, მაგრამ გომინდანი მაინც აგრძელებს სახელმწიფოს მშენებლობას. 1948 წელს შეიქმნა ხელისუფლების ორგანოები სუნ ისტსენის გეგმის მიხედვით – საკანონმდებლო, აღმასრულებელი, საკონტროლო და საგამოცდო ორგანოები, გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია [[კომუნიზმი|კომუნისტური]] აჯანყების ჩასახშობად, შემოღებულ იქნა დროებითი წესები მობილიზაციის პერიოდისთვის, რომლითაც შეჩერდა კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებანი და პრეზიდენტ ჩან კაი-შის მიენიჭა განსაკუთრებული, ფაქტობრივად დიქტატორული უფლებამოსილებანი,
 
მაგრამ ხელისუფლების გაძლიერება ვეღარ ხორციელდებოდა. ქვეყანა მოიცვა კორუფციამ, ფინანსურ სისტემას ანადგურებდა ინფლაცია, რომელმაც უზარმაზარ მაშტაბებს მიაღწია, ქალაქებში უკვე ვაჭრობდნენ დოლარებზე და ოქროზე, სოფელში ნატურით, გაჩნდა ძველებური ვერცხლის მონეტებიც. 1948 წელს მთავრობამ გამოაცხადა ფულადი რეფორმა, ბრუნვაში შედიოდა ე.წ. ”ოქროს იუანები”, მთავრობა სთავაზობდა მოსახლეობას გამოეცვალა ძველი ფული ახლით და ამასთან ავალდებულებდა მიეყიდნა სახელმწიფოსათვის საკუთარი ოქრო, ვერცხლი, მონეტები და უცხოური ვალუტა, ამავდროულად იყინებოდა საცალო ფასები. ამ რეფორმით მთავრობა ცდილობდა აელაგმა სპეკულაცია, განემტკიცებინა მოსახლეობის ნდობა ხელისუფლებისადმი. რეფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ოპერაცია დაიწყეს შანხაიდან, უმსხვილესი საფინანსო ცენტრიდან, შემდეგ განზრახული იყო მისი მთელ ქვეყანაზე გავრცელება. რეფორმის ჩატარება დაევალა ძაინ ძენ-გოს, რომელიც წარმატებაში დარწმუნებული იყო, განიხილავდა ამ პოლიტიკას როგორც სოციალურ რევოლუციას და დაიწყო ”ვეფხვებთან ბრძოლა”. ძაინ ძინ -გო მოქმედებდა რევოლუციური მეთოდებით. აგვისტოს ბოლოს დაიწყო ტოტალური ჩხრეკა ბაზრებზე, საწყობებში, სადგურებში, კანონის დამრღევები უმკაცრესად ისჯებოდნენ ჯარიმებით, ქონების კონფისკაციით, დაპატიმრებით. განსაკუთრებით სასტიკად ისჯებოდნენ სპეკულიანტები. ერთ თევში ცენტრალურმა ბანკმა მიიღო 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ოქრო, ვერცხლი და უცხოური ვალუტა. უბრალო ხალხი სიხარულით ეკიდებოდა რეფორმას, მაგრამ იგრძნობოდა ადმინისტრაციის და ჩინოვნიკების ყრუ წინააღმდეგობა, ისმოდა აგრეთვე სკეპტიკოსების ხმებიც, რომელბიც ეკონიმიკის მბრძანებლობითი მართვის წარუმატებლობას ჭვრეტდნენ, მითუმეტეს, რომ რეფორმის პირველ ნაბიჯებს არ მიჰყვა სხვა შედეგები: წარმოების გამოცოცხლება, კაპიტალის მოზიდვა, ექსპორტის ხელშეწყობა. საომარ მდგომარეობაში მყოფ მთავრობას არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, აკრძალვებმა კი დააჩქარეს დამანგრეველი პროცესები, რომლითაც პირველუპირველეს რიგშიყოვლისა სწორედ უბრალო ხალხი დაზარალდა. ბაზარი ჩაკვდა, წარმოება შემცირდა, სავაჭრო მაფიამ დაიწყო ყველაფრის შესყიდვა და ქმნიდა ხელოვნურ დეფიციტს, რაც უკვე ფართო მასების უკმაყოფილებას იწვევდა, ბაზრებიდან ყველაფერი ქრებოდა: ბრინჯი, კვერცხი, თევზი, ქსოვილები. ბრინჯს უკვე კუბოშიც მალავდნენ, რომლებიც ჩინური ტრადიციით წინასწარ აქვთ ხოლმე მომზადებული და ბინის საპატიო ადგილას ასვენია. მიუხედავად უსასტიკესი ზომებისა, რეფორმატორებმა შავი ბაზარი ვერ გაანადგურეს, დაპატიმრებები საქმეს არ შველოდა, სპეკულიანტები ქრთამავდნენ პოლიციას, ”ოქროს იუანმაც” დაკარგა ნდობა, მოსახლეობის მდგომარეობა უარესდებოდა. მთავრობამ ვეღარ გაუძლო შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობას და ნოემბრის დასაწყისში გააუქმა ბრძანებულება ფიქსირებული ფასების შესახებ. სულ სამი თვე დასჭირდა იმის დამტკიცებას, რომ ბრძანებებით, მით უმეტეს სამოქალაქო ომის დროს, შეუძლებელია ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება.
 
1948 წლის მოერე ნახევარში კომუნისტური არმია ტოტალურ შეტევაზე გადავიდა, სტრატეგიული ინიციატივა უკვე მას ეკუთვნოდა და 1949 წლის შემოდგომისათვის დაიკავა ჩინეთის უდიდესი ნაწილი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩან_კაიში“-დან