კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB
(clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB)
[[1991]] წლის 1 ნოემბერს, სოხუმში, „კავკასიის მთიელ ხალხთა III ყრილობაზე“ რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 14 კავკასიური ეთნოსის წარმომადგენლები გადაწყდა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ - როგორც პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, რომელიც თავს აცხადებდა „სუვერენულ ეროვნულ-სახელმწიფო გაერთიანებად“ - იგი წარმოდგენილი იქნა როგორც კონფედერაციული სახელმწიფო - რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ არა იმ დროს არსებული რაიმე ადმინისტრატიულ-პოლიტიკური ავტონომიები, არამედ - კავკასიის „ხალხები“ ანუ ეთნოსები. კონფედერაციის დედაქალაქად განოცხადდა [[სოხუმი]], ხოლო მეორე დედაქალაქად კი [[მახაჩყალა]].
 
„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ სოხუმში შექმნა და მის დედაქალაქად სოხუმის გამოცხადება - ისეთ ვითარებაში, როდესაც მასში შემავალი „ხალხების“ ტერიტორიების აბსოლუტური უმრავლესობა [[ჩრდილო კავკასია]]ში, რუსეთში მდებარეობდა - იმთავითვე მუთითებდა კონფედერაციის დანიშნულებაზე და გამიზნულობაზე [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] გამოსაყენებლად.
 
„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ პარლამენტად გამოცხადდა „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“, რომელმაც პრეზიდენტად აირჩია მ.შანიბოვი, ხოლო - [[პარლამენტი]]ს თავმჯდომარედ იუ.სასლამბეკოვი. კონფედერაციაში თავი მოიყარეს [[ჩეჩნეთი]]ს პრეზიდენტ [[ჯოხარ დუდაევი|ჯ.დუდაევი]]ს პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ჩეჩნეთიდან - გავლენიანმა საველე მეთაურმა [[შამილ ბასაევი|შამილ ბასაევმა]] (დუდაევის კონკურენტმა [[პრეზიდენტი]]ს არჩევნებზე) და იუ.სასლამბეკოვმა (ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, გავლენიანმა პრორუსულმა პოლიტიკოსმა, რომელსაც [[1991]]-[[1993]] წლებში [[ჯოხარ დუდაევი|ჯ.დუდაევზე]] უფრო დიდი გავლენა გააჩნდა ჩეჩნეთში რუსეთის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის გამო). კონფედერაციის მთავარი მხარდამჭერი მოსკოვში გახდა რუსეთის [[პარლამენტი]]ს თავმჯდომარე, რუსეთში უდიდესი პოლიტიკური და ფინანსური გავლენის მქონე ხასბულატოვი ([[ჯოჰარ დუდაევი]]ს უდიდესი მოწინააღმდეგე).
== კონფედერაცია ჩეჩნეთის წინააღმდეგ ==
 
დაარსებისთანავე „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ ჩეჩნეთში, [[რუსეთი]]ს ფედერაციის ერთადერთ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში - რომელიც რუსეთიდან გასვლას და საერთაშორისო ცნობას ითხოვდა - პოლიტიკური გავლენის სფეროში დაუპირისპირდა [[ჩეჩნეთი]]ს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და პირველუპირველეს რიგშიყოვლისა მოძრაობის ლიდერს, პრეზიდენტს ჯ.დუდაევს. „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციას“ [[კრემლი|კრემლში]] მთავარი მხადამჭერის სახით ჰყავდა [[რუსეთის დუმა|რუსეთის დუმის]] თავმჯდომარე ჩეჩენი რ.ხასბულატოვი.
 
[[აფხაზეთის ომი|აფხაზეთში ომის]] დაწყების დროიდან, სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებულმა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ გაააქტიურა ბრძოლა ჩეჩნეთში მისი ძალაუფლების დასამყარებლად პრეზიდენტ [[ჯოხარ დუდაევი]]ს წინააღმდეგ. განსაკუთრებით დაიძაბა პოლიტიკური სიტუაცია ჩეჩნეთში აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, როდესაც [[კონფედრაცია]]მ თავისი შეიარაღებული ძალების არსებითი ნაწილი ჩეჩნეთში გადაისროლა და ჯოხარ დუდაევის დასამხობად დაუფარავ ბრძოლას შეუდგა. [[გროზნო]]ში [[რუსეთი]]ს პირდაპირი მხარდაჭერით კონფედერაციამ მოაწყო ორი [[პუტჩი]], რომელთაგან 1994 წლის [[ზაფხული]]ს „თეატრალური მოედნის პუტჩს“ მოჰყვა არსებითი შეიარაღებული შეტაკება ტანკების გამოყენებით, კონფერედაციის მომხრეთა დამარცხება და მისი სრული განდევნა ჩეჩნეთიდან - კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარე იუ.სასლანბეკოვი გაიქცა ჩეჩნეთიდან და [[მოსკოვი|მოსკოვს]] შეაფარა თავი. ჩეჩნეთის უხუცესთა ყრილობამ იუ.სასლანბეკოვი და რ.ხასბულატოვი ჩეჩენი ერის მოღალატეებად გამოაცხადა.
49,737

რედაქტირება