ეთნოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB
No edit summary
ხაზი 13:
ადამიანებს ძველთაგანვე აინტერესებდათ მახლობელი თუ შორეული ხალხების ყოფის თავისებურებანი, მათი ზნე-ჩვეულებები და რწმენა-წარმოდგენები. ადამიანის განსახლება [[დედამიწა]]ზე ერთბაშად არ მომხდარა. ჰესიოდეს ეპოქის (ძვ. წ. VIII-VII სს.) ეთნიკური სამყარო ვიწრო გეოგრაფიულ არესა და ხალხთა მცირე რაოდენობას მოიცავდა.
 
სტრაბონის „გეოგრაფიაში“ მოხსენიებულია 800-ზე მეტი ხალხი, განსახლებული ევროპოდან ინდოეთამდე და ჩრდილოეთ აფრიკიდან ბალტიის ზღვამდე. დღეს კი დაუსახლებელი ადგილები დედამიწაზე თითქმის აღარ დარჩა. თუ ნეოლითის ხანაში დედამიწის მოსახლეობა 1 მლნ. კაცს შეადგენდა, დღეს იგი 47 მლრდ-მემდე გაიზარდა, ხოლო ეთნოსთა რიცხვი 4000-მდე ივარაუდება. უძველესი ხანის წერილობით ძეგლებში წარმოდგენილია არა მარტო აღწერილობითი ეთნოგრაფიული მასალა, არამედ თეორიული საკითხების გადაჭრის ცდებიც. მაგ., ბიბლიაში ხალხთა ერთ-ერთი უძველესი გენეალოგიური ცხრილია წარმოდგენილი; [[ჰეროდოტე]] დაინტერესებული იყო ხალხთა წარმოშობის საკითხებით, მათ შორის კოლხების ეთნოგენეზით. მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული დაკვირვებებია ძვ. ქვეყნის ხალხებზე, მათ შორის ქართველ-კავკასიელებზე [[ჰიპოკრატე]]ს და [[ქსენოფონტი]]ს, [[სტრაბონი]]ს, [[ტაციტუსი]]ს და სხვათა შრომებში.
 
შუა საუკუნეებში ხალხთა დიდმა გადასახლებებმა და ახალი ქვეყნების გაცნობამ გამოიწვია ეთნოგრაფიული ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოება მანამდე უცნობი ხალხების ყოფა-ცხოვრებაზე. ამის ანარეკლი ჩანს ბიზანტიელი მწერლების ([[კოსმა ინდიკომპლევსტი]], [[მავრიკიოსი]], [[კონსტანტინე პორფიროგენეტე]], [[პროკოპი კესარიელი]] და სხვ.), აგრეთვე ირანელი, არაბი, შუააზიელი და ჩინელი მოგზაურების, მისიონერებისა და გეოგრაფების შრომებში ([[ბირუნი]], [[იბნ ჰაუკალი]], [[იბნ ფადლანი]], [[მასუდი]], [[პლანო კარპინი]], [[რუბრუკი]], [[მარკო პოლო]] და სხვა).
 
XV-XVII საუკუნეებში დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა უცნობ ხალხთა შესახებ სრულიად ახალი მასალა შესძინა ეთნოგრაფიას. ახალაღმოჩენილ ქვეყნებში ევროპულ სავაჭრო კაპიტალს, უპირველეს ყოვლისა, მათი ბუნებრივი სიმდიდრე აინტერესებდა. კოლონიზატორები ამერიკელ ინდიელებს „ღვთის ნასახ“ ადამიანებად არ თვლიდნენ, რადგანაც მათი არსებობა ეწინააღმდეგებოდა შუასაუკუნეობრივ წარმოდგენებს ყველა ხალხის ნოეს შვილებისაგან წარმომავლობის შესახებ. ინდიელთა ყოფა-ცხოვრებაზე იწერებოდა ფანტასტიკური შრომები, რომლებიც ცნობილია „კურიოზების ლიტერატურის“ სახელწოდებით. მიუხედავად ამისა, იმდროინდელ ეთნოგრაფიულ აღწერათა შორის შეინიშნება მეცნიერებისათვის ღირებული რელაციები [იტალიელი ზღვაოსნის ანტონიო პიგაფეტას (დაახლოებით 1491-1535) დაკვირვებები კუბაზე ([[1525]]), ესპანელი მისიონერის საჰაგუნის მიერ ჩაწერილი ტექსტები და სხვა].
 
XVIII საუკუნეში ამერიკელი ინდიელთა შესახებ ეთნოგრაფიული მასალის დაგროვებას შედეგად მოჰყვა მისი მეცნიერული გააზრების ცდები. მკვლევარები სხვადასხვაგვარად აფასებდნენ განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი ხალხების მდგომარეობას. ჰობზის აზრით, პირველყოფილი ხალხების საზოგადოებრივი ურთიერთობა დამყარებული იყო შუღლსა და მტრობაზე, მუდმივ ქიშპსა და ომებზე, პრინციპზე — „ადამიანი ადამიანისათვის მგელია“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეთნოგრაფია“-დან