პათოგენეზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 18 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q372016
clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB
ხაზი 11:
დაავადების პათოგენეზის ანალიზი საჭიროებს – პათოლოგიაში ადგილობრივსა და ზოგადს შორის ურთიერთანაფარდობის სწორ გააზრებას. აბსოლუტურად ლოკალური, ადგილობრივი პათოლოგიური პროცესი არ არსებობს,მაგრამ საჭირო ხდება წამყვანი მხარის განსაზღვრა. მაგ. [[ფურუნკული]], თუ გამოწვეულია ადგილობრივად ინფექციის ჩანერგვით, ადგილობრივი მკურნალობით განიკურნება, მაგრამ თუ ის ახლავს შაქრიან დიაბეტს ან სხვა რომელიმე გენერალიზებულ პათოლოგიურ პროცესს, მაშინ საჭიროა ბრძოლა ძირითად დაავადებასთან, ადგილობრივი მკურნალობა ამ დროს შედეგს არ მოგვცემს.
 
პათოგენეზის გარჩევისას საჭიროა დაავადების ფორმის და ფუნქციური თავისებურებების ურთერთდამოკიდებულების ცოდნა. პათოგენეზი ძირითადად დინამიურ პროცესებს მოიცავს, პრაქტიკოსი ექიმი პირველუპირველეს რიგშიყოვლისა ფუნქციაში მომხდარ ცვლილებას სწავლობს, მაგრამ მორფოლოგიური სურათის ცოდნამ შეიძლება სწორი წარმოდგენა მოგვცეს ავადმყოფობის განვითარების მექანიზმის თავისებურებებზე, თუმცა ზოგჯერ შეიძლება საერთოდ ვერ ვნახოთ მორფოლოგიური ცვლილებები (მაგ., ფსიქიური დაავადებების დროს). საჭიროა დაავადების სტადიების განსაზღვრა, ცოდნა – მწვავეა თუ ქრონიკული დაავადება. დაავადების მექანიზმის გარჩევისას გვჭირდება სპეციფიკური და არასპეციფიკური პროცესების თანაფარდობის გათვალისწინებაც.
 
პათოგენეზის ცოდნა, ეტიოტროპული და პათოგენეზური თერაპიის პრინციპებით მიდგომა, აუცილებელი პირობაა ავადმყოფობის სწორი პრევენციის, დიაგნოსტირების და მკურნალობისა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პათოგენეზი“-დან