ხულუტის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB
ხაზი 42:
| გეგმა_წარწერა=
}}
'''ხულუტის ციხე''' — ციხე-დარბაზი [[თეთრი წყარო]]ს [[თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი|მუნიციპალიტეტში]]. მდებარეობს მდინარე [[ხრამი]]ს ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. აგებულია [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] I მესამედში [[ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილი]]ს მიერ.<ref>"ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ. 15, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ. 307-</ref> შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი - 5 კოშკი. თითოეული მათგანი პირველუპირველეს რიგშიყოვლისა საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი - საბრძოლო. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მის მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. ერთი მხარე 6 სართულიანია, მეორე - 7 სართულიანი. ბოლო სართულები გამიზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი - საცხოვრებლად. მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით.
 
კოშკი მდინარეს დაჰყურებს საკმაოდ მაღალი კლდიდან. მასში მოხვედრა შეიძლება აღმართზე მიმავალი გვირაბით. თვით გვირაბში რთული ერთსართულიანი საცხოვრებელი სადგომი ეტყობა გამანაწილებლის როლს ასრულებდა, რადგან აქედან შეიძლებოდა მოხვედრა ორ სხვა კოშკში, მდინარეზე ჩამავალ გვირაბში, საპირფარეშოსა და სხვაგან. ამ სადგომსა და კოშკს შორის მოთავსებულია მოზრდილი წყალსაცავი. მათ ზემოთ ბანი ყოფილა, კედლებში კი სათოფეებია ჩამწკრივებული.
ხაზი 58:
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
 
[[კატეგორია:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხულუტის_ციხე“-დან