რომაული მითოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 149.3.92.13 ცვლილებების გაუქმება (№2636154)
clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB
ხაზი 8:
ნუმინების მასიდან გამოყოფენ სამ ღვთაებას: [[იუპიტერი]], [[მარსი]] და [[კვირინი]]. მათ არანაირი მითები არ უკავშირდებოდათ. მეცნიერების აზრით ამ ღმერთებზე მითები ეტრუსკული და ბერძნული მითოლოგიის გავლენით შეიქმნა. ასევე ბერძნების გავლენით შეიქმნა ღვთაებების ამსახველი ქანდაკებები, ტაძრები და გართულდა მათთან დაკავშირებული რიტუალები.
[[ფაილი:Minerva_from_BathMinerva from Bath.jpg|thumb|left|მინერვას თავი]]
თანამედროვე მკვლევარები ეჭვქვეშ აყენებენ ამ მოსაზრებებს. პირველუპირველეს რიგშიყოვლისა სავარაუდოდ ქურუმული წიგნები ”[[ინდიგიტამენტები]]” არის არა ხალხური შემოქმედების ნაყოფი, არამედ შექმნილია [[პონტიფიკები|პონტიფიკების]] მიერ, რომლებიც ამასთანავე კარგი იურისტები იყვნენ, ხოლო ტერმინი ნუმინა ყოველთვის გამოიყენება ისეთ კონტექსტებში, სადაც საუბარია ”ძალა”, ”დიდება”, ღმერთების (ან იმპერატორის) ნება. ამასთან რომაელებს უძველესი დროიდან ჰქონდათ ღმერთების გამოსახულება, არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნია [[ძვ. წ. I ათასწლეული|I ათასწლეულის]] დასაწყისის თიხის ფიგურები. ხოლო ღვთაებათა სქესის და სახელის დაუზუსტებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ რიგ შემთხვევებში ხალხმა არ იცოდა კონკრეტულად ვისთვის უნდა მიემართა, რაც იმის გამოც ხდებოდა, რომ ქურუმები არ ამხელდნენ ღვთაების ნამდვილ სახელს. ასევე ხდებოდა ერთი და იგივე ფუნქციის მქონე ღმერთის შერწყმა იმავე ფუნქციის მქონე ქალღმერთთან, რომელსაც მეზობელ თემში სცემდნენ თაყვანს.
 
ზოგ ავტორს მიაჩნია, რომ რომაელებს ჰქონდათ პრიმიტიული მითოლოგია, რომელიც დავიწყებას მიეცა და მას ჩაენაცვლა ბერძნული მითოლოგია. სავარაუდოდ, რომაული მითოლოგიის ფესვები უკავშირდება სხვა ინდოევროპულ მითოლოგიას. დიუმეზილის აზრით, რომაული მითოლოგიის თავისებურებაა, რომ კონფლიქტები ღმერთების სამყაროდან გმირებზეა გადმოტანილი (მაგ. ჰორაციუსების და კურიაციუსების ორთაბრძოლა, [[მუციუს სცევოლუსი|მუციუს სცევოლუსზე]], რომელსაც იგი ადარებს [[სკანდინავია|სკანდინავიურ]] [[ფრეირი|ფრეირს]], [[ჰორაციუს კოკლესი|ჰორაციუს კოკლესზე]], რომელსაც [[ოდინი|ოდინს]] ადარებს).
ხაზი 16:
 
[[ფაილი:Polidoro da Caravaggio - Saturnus-thumb.jpg|thumb|სატურნი]]
სავარაუდოდ არსებობდა მითები წმინდა ცხოველებზეც - [[კოდალა]]ზე, [[არწივი|არწივზე]] და [[მგელი|მგელზე]]. მგელს ეძღვნებოდა [[ლუპერკალიუმი]] - მგლის დღესასწაული. ამის გარდა მგლებს ბევრ მაგიურ თვისებებს ანიჭებდნენ.
 
საყოველთაო ღმერთების გარდა რომაულ ოჯახებს ჰყავდათ გვარის მფარველი ღვთაებებიც. ისეთ ძველ გვარებს, როგორებიცაა [[ემილიუსები]], [[კლავდიუსები]], [[კორნელიუსები]], ჰქონდათ საკუთარ ღვთაებებთან დაკავშირებული დღესასწაულები. გვარის კულტები ყალიბდებოდა ოჯახის კერის ქალღმერთ [[ვესტა]]ს კულტის გარშემო.
 
ღმერთების სამყარო ადამიანების სამყაროს მსგავსად იყო მოწყობილი. მათ ყავდათ მეფე - იუპიტერი, ყველაზე პატივცემულ ღმერთებს, სენატორთა მსგავსად ეწოდებოდათ patres, მათ ჰყავდათ მსახურები - famuli tivi და ვესტას ქალწულთა ანალოგიურად ღვთაებრივი ქალწულები - virgines divi. ღმერთები იყოფოდნენ ზეციურებზე, მიწიერებზე და ქვესკნელისაზე. თუმცა ზოგ ღმერთს სამივე განზომილებაში შეეძლო მოქმედება. ღმერთების, ადამიანების და მიცვალებულთა სამყაროები გამიჯნული იყო. მაგრამ ხალხი არ იწყებდა არცერთ მნიშვნელოვან საქმეს სანამ ფრინველების ფრენით, სამსხვერპლო ცხოველთა შიგნეულობით ან მეხის დაცემით არ გაიგებდნენ ღმერთების აზრს.
 
მტრების ღმერთებს სპეციალური ფორმულებით რომაელები თავის მხარეს იბირებდნენ. ამ გზით რომაულ პანთეონს შეემატნენ ბევრი იტალიკური ღმერთები. ითვლებოდა რომ მკვდრები ზემოქმედებენ ცოცხალთა სამყაროზე და შურისძიება შეუძლიათ. ამის გარდა საზოგადოების ფენებს და პროფესიებს თავისი ღმერთები ჰყავდათ. რომის ქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ მთავარი ტაძარი, რომელიც რომის ძლიერებას ასახავდა [[იუპიტერ კაპიტოლიელი]]ს ტაძარი გახდა.
 
რომაული რელიგიის განვითარებაზე იმოქმედა საზოგადოების დემოკრატიზაციამ. უმაღლესი ავტორიტეტი [[ძვ. წ. I საუკუნე|ძვ. წ. I საუკუნისთვის]] იყო არა რელიგია, არამედ სამოქალაქო საზოგადოება. დემოკრატიზაციამ მოიტანა ის რომ რომაულ საზოგადოებაში არ იყო ქურუმული კასტა და მოქალაქეების ფენებად დაყოფას არაფერი საერთო არ ჰქონდა რელიგიურ მწამსთან. ამან გამოიწვია მტკიცე რელიგიური დოგმის არ ქონა. მოქალაქეობრივი ვალი იყო ღმერთების თაყვანისცემა, მაგრამ ამასთან არავის არ ეკრძალებოდა მათზე საკუთარი აზრის გამოთქმა. აზროვნების ასეთი თავისუფლება ასახულია [[ციცერონი]]ს ტრაქტატში [[ღმერთების ბუნების შესახებ]] და [[დივიაციის შესახებ]]. [[ეთიკა]] რელიგიით კი არა, არამედ საზოგადოების კეთიოლდღეობით განისაზღვრებოდა. რომაელებს სძულდათ ერთპიროვნული მართველობა, რამაც გამოიწვია მეფეების და გმირების კულტის არ არსებობა. მეორე მხრივ გაუთავებელი ომები, რომლებსაც რომი აწარმოებდა, საჭიროებდა იდეოლოგიურ საფუძველს. ამან გამოიწვია რომზე მითის ჩამოყალიბება, რომ მას ღმერთების მიერ ნაბოძები აქვს სამყაროში გაბატონება, ხოლო რომაელ ხალხზე, როგორც განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულებზე. ასევე აღსანიშნავია იმ გმირთა განდიდება, ვინც სჩადიოდა გმირობებს არა პირადი დიდებისთვის, არამედ რომის განსადიდებლად.
 
მითები იქმნებოდა რომაელ მეფეებზე და მეფობის პერიოდის გმირებზე, შემდეგ კი [[რომის რესპუბლიკა|რესპუბლიკის]] ადრეულ მოღვაწეებზე. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მეფეები მხოლოდ მითოლოგიური პერსონაჟები იყვნენ, ხოლო ზოგი კი მათ რეალურ პიროვნებებად მიიჩნევს. როგორც წესი ყველა ეს მითი რომის განდიდებისკენ იყო მიმართული.
 
[[რომის იმპერია|იმპერიის]] ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო გარდაცვლილი იმპერატორების გაღმერთება და მათი თაყვანისცემა. ამასთან რომის საზღვრების გაფართოებამ გამოიწვია ეგვიპტური და ახლო აღმოსავლური ღმერთების კულტების გავრცელებაც.
ხაზი 66:
=== იმპერატორების კულტი ===
 
რომის პირველი იმპერატორის, [[ოქტავიანე ავგუსტუსი]]ს გარდაცვალების შემდეგ მოხდა მისი გაღმერთება. ამის შემდეგ ტრადიციად ჩამოყალიბდა თავისი სიკვდილით გარდაცვლილი იმპერატორების გაღმერთება. იმპერატორთა კულტებს სპეციალური ქურუმები ემსახურებოდნენ და მათი თაყვანისცემა სავალდებულო იყო რომის იმპერიის ყველა მაცხოვრებლისთვის.
 
გაღმერთებული იმპერატორები:
ხაზი 76:
 
=== წინაპრების კულტი ===
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, რომში წინაპრების კულტი დიდ როლს თამაშობდა. ყოველ ოჯახში იყო წინაპრებისადმი მიძღვნილი ალტარი, ხოლო წარჩინებულ გვარებს ოჯახური დღესასწაულები და მსხერპლშეწირვები ჰქონდათ, ამის შესახებ [[ტიტუს ლივიუსი]]ც წერდა.
 
გარდაცვლილი მამა ხდებოდა ოჯახის მფარველი ღმერთი. მისი კოცონიდან უფროსი ვაჟი იღებდა ძვალს და აცხადებდა გარდაცვლილ მამას ღმერთად. არისტოკრატიულ ოჯახებში მიღებული იყო მიცვალებულებისთვის ცვილის ნიღაბის გაკეთება, რომელიც სპეციალურ ადგილას ინახებოდა. გვარები, რომლებსაც ასეთი ბევრი ნიღაბი ჰქონდა ითვლებოდა ძველ და წარჩინებულად. სწორედ ამ ნიღბებით განისაზღვრებოდა გვარის სიძველე. წინაპრებისთვის მსხვერპლშეწირვა სავალდებულო იყო ოჯახის წევრებისთვის. ოჯახში შემოსული ახალი ადამიანი (რძალი ან ნაშვილები) ასევე იღებდა მოცემული ოჯახის კულტს.