აფრიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა (2) using AWB
ხაზი 141:
 
ახალგაზრდა სახელმწიფოების მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა საკმარისი არ აღმოჩნდა მათი სრული განვითარებისთვის. ბევრ ქვეყანაში
შენარჩუნებული იქნა ყოფილი [[მეტროპოლია|მეტროპოლიის]] ეკონომიკური პოზიციები, აგრეთვე მათი სამხედრო ბაზები და ჯარები. ახალგაზრდა ქვეყნების უმრავლესობაში სახელმწიფო ანუ ოფიციალური ენაც კი ყოფილი მეტროპოლიის ენა გახდა. აღნიშნულმა ქვეყნებმა მემკვიდრეობით ჩამორჩენილი [[ეკონომიკა]] მიიღეს. ამიტომ მათი უმრავლესობის ეკონომიკა მრავაწყობიანია, ხოლო სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა არასტაბილური. [[რევოლუცია|რევოლუციები]] და [[ხუნტა|სახელმწიფო გადატრიალებები]] და სახელმწიფოთა შორის კონფლიქტები, აფრიკის უმეტესი ქვეყნების დამახასიათებელი ნიშნებია. ამით ისინი, [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] ქვეყნებთან ერთად, განსხვავდებიან დასავლეთის თუ აღმოსავლეთის განვითარებული ქვეყნებისგან. [[ფაილი:Punch Rhodes Colossus.png|thumb|left|200px|როდოსისი კოლოსი (ინგლისური კარიკატურა).]] ამიტომ აღნიშნული რეგიონების სახელმწიფოებს უწოდებენ [[მესამე სამყარო]]ს ან კიდევ [[განვითარებადი ქვეყნები|განვითარებად ქვეყნებს]]. აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური დამოკიდებულება არა რომელიმე დიდი სახელმწიფოს პოლიტიკური ზეგავლენის, არამედ, პირველუპირველეს რიგშიყოვლისა, მათი საკუთრი ჩამორჩენილობის შედეგი იყო.
 
ჩამორჩენილობას ხელს უწყობდა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში არქაული ფორმების ბატონობა, [[მოსახლეობა|მოსახლეობის]] უდიდესი ნაწილის წერა-კითხვის უცოდინარობა, კომუნიკაციების და კავშირის საშუალებების განუვითარებლობა.
ხაზი 163:
სამხედრო ხარჯების ზრდა იწვევდა აფრიკის კიდევ ერთ უმწვავეს პრობლემას - [[ომი|შეიარაღებულ კონფლიკტებს]], როგორც ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ხალხებს ასევე სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის. კოლონიზმის დროს [[ევროპელები|ევროპელებმა]] [[კოლონია]]თა საზღვრები საკუთარი ნება-სურვილით გაავლეს. ხალხებს, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონდათ ერთმანეთთან, ერთი ქვეყნის ფარგლებში აღმოჩნდნენ, ან, პირიქით, ერთიდაიგივე [[ეთნიკური ჯგუფები|ეთნიკური ჯგუფი]] სახელმწიფოებრივი საზღვრებით გაითიშა. განსხვავება [[ენათა ოჯახები|ენაში]], [[რელიგია]]ში, ცხოვრების წესში, სოციალურ მდგომარეობაში ხშირად წარმოშობს ანტიპათიას. ზოგან ეს ანტიპათია სიძულვილში გადაიზარდებოდა ხოლმე და ტომთაშორის [[ომი|ომებს]] იწვევს. ასეთ ომებში ტროპიკულ აფრიკაში მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ხშირად მეომარ მხარეების უკან იდგნენ გარეშე ძალები. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ [[სსრკ|საბჭოთა კავშირში]] და [[აშშ]]-ში, რომლებსაც [[მსოფლიო]]ს ამ რეგიონში ყოფილი მეტროპოლიების ადგილის დაკავება სურდათ. ეთნიკური კონფლიქტების გამომწვევია აფრიკის სახელმწიფოების საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრებული ე.წ [[ტრაიბოლიზმი]], ანუ შიდატომობრივი სოლიდარობა.
 
პოლიტიკური მრწამსის დამოუკიდებლად აფრიკელი ლიდერი, პირველუპირველეს რიგშიყოვლისა, თავის ტომს ეკუთვნის. როდესაც ის მინისტრი ან სახელმწიფოს მეთაური ხდება, თავდაპირველად ის თავისი [[სოფელი|სოფლის]] ან თავისი ტომის ინტერესებზე ზრუნავს. ამ დროს ის იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის სხვა ტომის წევრების მოსპობასაც კი. აფრიკის ქვეყნებში პარტიები და მთავრობები ტომობრივ საფუძველზე იქმნება, ასევე ერთი ტომის ინტერესების შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა ტარდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ქვეყნის საერთო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
 
ამგვარად, ტრაიბოლიზმი ერთპიროვნული სისტემის საფუძველი გახდა. ტრაიბოლიზმთანაა დაკავშირებული ე.წ [[ნეპოტიზმი]]ც ანუ თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი ნათესავების, ახლობლების მფარველობა, „ნათლიმამობა“. ნეპოტიზმის არსებობის დროსაც კორუფცია მაღალ დონეზეა, ის არის დამოკიდებული ამა თუ იმ პოლიტიკოსის პატიოსნებაზე და უსინდისობაზე. ის ხდება საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფრიკა“-დან