პირველი სამნიტური ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎საბრძოლო მოქმედებები: clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB
ხაზი 25:
==საბრძოლო მოქმედებები==
 
კონსული [[მარკუს ვალერიუს კორვუსი]] ლეგიონებით გაემართა [[კამპანია|კამპანიისკენ]], ხოლო მეორე კონსული [[ავლუს კორნელიუს კოსუსი]] [[სამნიუმი|სამნიუმში]]. პირველი მათგანი დაბანაკდა მთა გავრთან, მეორე კი [[სატიკულა]]სთან. სამნიტები პირველუპირველეს რიგშიყოვლისა ვალერიუსს დაუპირისპირდნენ.
 
პირველ ბრძოლაში რომაელებს სამნიტებისგან გააფთრებული წინააღმდეგობა დახვდათ, დღის ბოლომდე გაურკვეველი იყო გამარჯვებული და მხოლოდ მზის ჩასვლისას დაიხიეს სამნიტებმა. დამარცხებულმა სამნიტებმა იმავე ღამეს დატოვეს ბანაკი. (7.33)
 
კონსულ კორნელიუს საქმე კი სხვაგვარად ჰქონდა, მან შეცდომით ჯარი ტყით დაფარულ მთებში შეიყვანა, ხოლო როდესაც შენიშნეს ჩასაფრებული სამნიტები, უსაფრთხო ადგილას გადასვლა შეუძლებელი გახდა. [[ტრიბუნი|სამხედრო ტრიბუნმა]] [[პუბლიუს დეციუს მუსი (უფროსი)|პუბლიუს დეციუსმა]] შენიშნა ჩასაფრებულების ზემოთ არსებული ბორცვი, რომელიც სამნიტებს არ ჰქონდათ დაკავებული და შესთავაზა კონსულს მცირე რაზმით იქ ასვლა, რათა სამნიტების ყურადღება მიეპყრო და ლეგიონები უსაფრთხოდ გასულიყვნენ ტყიდან. ამ მანევრმა გაამართლა, ლეგიონებმა თავი დააღწიეს ტყეს, ხოლო პუბლიუს დეციუსის რაზმი შემაღლებაზე გამაგრდა. ღამით კი ეს რაზმი ჩუმად გაიპარა ბორცვიდან და მეორე დილას უკვე შეუერთდა დანარჩენ ლეგიონებს. (7. 34-36)