ვიტორიო ემანუელე II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 49 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q168691
clean up, replaced: პირველ რიგში → უპირველეს ყოვლისა using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Vittorio Emanuele II ritratto.jpg|thumb|ვიტორიო ემანუელე II]]
'''ვიტორიო ემანუელე II''' ([[იტალ.]] Vittorio Emanuele II) ([[14 მარტი]] [[1820]] - [[9 იანვარი]] [[1878]]) [[სავოის დინასტია|სავოის დინასტიიდან]], [[სარდინია|სარდინიის]] მეფე [[1849]] - 1878 წლებში, [[იტალია|იტალიის]] მეფე [[1861]] - 1878 წლებში. [[კარლო ალბერტო I (სარდინია)|კარლო ალბერტოსა]] და [[ტერეზა ტოსკანელი]]ს ვაჟი. იქორწინა [[1842]] წელს ადელაიდაზე, [[ავსტრია|ავსტრიის]] ერცჰერცოგის, რენეს ასულზე და [[1869]] წელს, როზაზე, მირიფიორის გრაფზე.
 
ვიტორიო ემანუელე გამეფდა მამამისის გადადგომისა და პიემონტის ჯარების ავსტრიასთან დამარცხების შემდეგ. გამეფების შემდეგ მან პირველუპირველეს რიგშიყოვლისა ზვი დადო ავსტრიელებთან. ამით მან ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ დეპუტატებმა ზავის რატიფიკაციაზე უარი თქვეს. ვიტორიო ემანუელემ დაითხოვა პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნა, თან დაიმუქრა, რომ თუ ზომიერი პარტიები არ იქნა არჩეული, საერთოდ გააუქმებდა [[კონსტიტუცია]]ს. არჩევნებმა გაამართლეს მეფის იმედები. პარლამენტშიც და კარზეც დამკვიდრდნენ ზომიერები, რომლებსაც შეეძლოთ სარდინიის მიმართვა მთელი იტალიისთვის მნიშვნელოვანი მიზნებისკენ.
 
მეფე, მიუხედავად ნადირობით გატაცებისა და სასიყვარულო თავგადასალებისა, მამაცი ადამიანი იყო. იგი არ იყო განსაკუთრებული ჭკუის პატრონი და ჯარისკაცული უხეშობის მიუხედავად ფლობდა მალავდა საღ აზრს და გამჭრიახობას. მას ესმოდა რომ [[ალპები]]თ დაცული და [[საფრანგეთი]]ს მიერ მხარდაჭერილი [[პიემონტი]] შესაძლოა გამხდარიყო იტალიელი პატრიოტების ცენტრი. ამისთვის საჭირო იყო შიდა პოლიტიკაში ლიბერალიზმი, ხოლო საგარეო ურთიერთობებში ავსტრიისადმი სიმკაცრის შენარჩუნება. ამ ორი პრინციპით იგი მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამაში მდგომარეობდა მისი ისტორიული როლი იტალიის გაერთიანების საქმეში. დანარჩენი კი სხვებმა გააკეთეს.
 
[[1852]] წლიდან სარდინიის მთავრობის სათავეში გრაფი [[კამილიო კავური]] მოვიდა, რომელმაც იტალიაში იგივე როლი შეასრულა, რაც [[გერმანია]]ში [[ოტო ფონ ბისმარკი|ბისმარკმა]]. მისი ხელმძღვანელობით ხორციალდებოდა ლიბერალური რეფორმები. საგარეო პოლიტიკაში, კავური საფრანგეთზე იყო ორიენტირებული, რომელთან ერთადაც [[1859]] წელს ავსტრიის წინააღმდეგ დაიწყო ომი. სამ ბრძოლაში ავსტრიის არმია დამარცხდა. ნოემბერში [[ციურიხი|ციურიხში]] ზავს მოეწერა ხელი. ზავის თანახმად [[ლომბარდია]] სავოის დინასტიას გადაეცა. [[1860]] წელს შემოერთებულ იქნა პარმის, მოდენის და ტოსკანის საჰერცოგოები, სადაც ამბოხებების შეგედად ჩამოაგდეს უცხოური დინასტიები. აპრილში დაიწყო აჯანყება [[პალერმო]]ში. მაისში, [[სიცილია]]ში თავისი რაზმით გადავიდა ცნობილი პატრიოტი [[ჯუზეპე გარიბალდი]]. ნოემბერში [[ნეაპოლი]]ს არმია დამარცხდა [[ვოლტურნო]]სთან. იტალიის სამხრეთმა ნაწილმა აღიარა სავოიდ დინასტიის ძალაუფლება. [[1861]] წლის მარტში ვიტორიო ემანუელე გამოცხადდა იტალიის მეფედ.
 
საბოლოო გაერთიანებისთვის საჭირო იყო ავსტრიისთვის [[ვენეცია|ვენეციის]] წართმევა და [[პაპის ოლქი]]ს [[რომი]]თ ურთ დაკავება. მეფეს იმედი ჰქონდა ამის [[პრუსია|პრუსიის]] დახმარებით გაკეთება და [[1866]] წელს სამხედრო კავშირი დადო მასთან. ომი იმავე წლის ზაფხულში დაიწყო და წარუმატებელი იყო იტალიის არმიისთვის. მიუხედავად ამისა, პრუსიის წარმატებამ და ავსტრიის არმიის დამარცხებამ ვიტორიო ემანუელეს სასურველი შედეგი მოუტანეს - ვენეციის ოლქი იტალიის შემადგენლობაში შევიდა. [[1870]] წელს, საფრანგეთის პრუსიის მიერ დამარცხების შემდეგ, მან რომიც შემოიერთა.