პოსტსტრუქტურალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''პოსტსტრუქტურალიზმი''' — ინტელექტუალური მიმართულება [[ევროპული ფილოსოფია|ევროპულ ფილოსოფიასა]] და [[კრიტიკული თეორია|კრიტიკულ თეორიაში]], რომელიც მე-20 საუკუნის [[ფრანგული ფილოსოფია|ფრანგული ფილოსოფიის]] წიაღში აღმოცენდა. პრეფიქსი ”პოსტ” მიუთითებს იმაზე, რომ მისი წარმომადგენლები ([[ჟაკ დერიდა]], [[მიშელ ფუკო]] და [[იულია კრისტევა]]) წინათ [[სტრუქტურალისტები]] იყვნენ, რომელთაც შემდეგ [[სტრუქტურალიზმი]]ს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალეს. სტრუქტურალიზმის საპირისპიროდ, რომელიც კულტურას და მნიშვნელობას ერთმანეთისგან მიჯნავდა, პოსტრუქტურალისტები თვლიდნენ, რომ კულტურა მნიშვნელობისგან განუყოფელია. პირველუპირველეს რიგშიყოვლისა, პოსტსტრუქტურალიზმი აბსოლუტურ ”ჭეშმარიტებებს” უარყოფს.
 
პოსტსტრუქტურალიზმი 1960-იან წლებში, საფრანგეთში ჩაისახა. ამ პერიოდისთვის ნიშანდობლივი იყო პოლიტიკური მღელვარებები, როდესაც [[1968 წლის მღელვარება|1968 წლის მაისში]] სტუდენტები და მშრომელები მთავრობას დაუპირისპირდნენ, რამაც კინაღამ [[საფრანგეთი]]ს მთავრობის დაშლა გამოიწვია. იმავდროულად, [[საფრანგეთის კომუნისტური პარტია]] მხარს უჭერდა [[საბჭოთა კავშირი]]ს პოლიტიკას, რამაც [[ორთოდოქსული მარქსიზმი]]ს მიმართ იმედგაცრუება გამოიწვია. ამიტომაც გამძაფრდა ინტერესი ისეთი ალტერნატიული, რადიკალური ფილოსოფიური შეხედულებების მიმართ, როგორიცაა [[ფემინიზმი]], [[დასავლური მარქსიზმი]], [[ფენომენოლოგია]] და [[ნიჰილიზმი]]. ამგვარი განსხვავებული პოზიციები, რასაც [[მიშელ ფუკო|ფუკო]]მ მოგვიანებით ”დამორჩილებული ცოდნა” უწოდა, გაბატონებულ ფილოსოფიასა და კულტურას უპირისპირდებოდა. ამგვარ დამოკიდებულებას ამართლებდნენ იმით, რომ ბევრი დასავლური ნორმის მიღმა დაფარულ სიმახინჯეებს ამხელდნენ.