საიათნოვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შეიცვალა ვიკისაწყობის სურათით
No edit summary
ხაზი 6:
 
საიათნოვა (ნამდვ. სახელი არუთიუნ საიათიანი) 1712 წელს დაიბადა თბილისში. დედა თბილისელი ჰყავდა, მამა კი წარმოშობით ან [[ალეპო]]დან ან [[ადანა|ადანიდან]] უნდა ყოფილიყო. საიათნოვა განთქმული იყო საკუთარი ლექსებით, სიმღერით. უკრავდა კამანჩეზე, [[ჩონგური|ჩონგურზე]]. ის [[ერეკლე II]]-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა. ასევე გადმოცემით მისი შუამავლობით შესაძლებელი გახდა ალიანსი საქართველოს, სომხეთსა და შირვანს შორის [[სპარსეთის იმპერია|სპარსეთის იმპერიის]] წინააღმდეგ. თუმცა მეფის ქალიშვილის სიყვარულის გამო კარის სამსახური დაკარგა და დანარჩენი ცხოვრება გზაში ხეტიალსა და სიმღერაში გალია. 1768 წელს ბერად შედგა ახპატში, დროდადრო თბილისს უბრუნდებოდა. დაიღუპა 1795 წლის სექტემბერში [[ახპატი|ახპატის მონასტერში]] [[აღა-მაჰმად ხანი]]ს შემოსევის დროს. დაკრძალულია თბილისის [[სურფგევორქი]]ს ეკლესიაში.
მაგარი კაცი იყო
 
== შემოქმედება ==
საიათნოვას ავტორობას შეიძლება მიეწეროს დღემდე მოღწეული დაახლოებით 200 სიმღერა, თუმცა სავარაუდოდ მას ათასობით სიმღერა უნდა ჰქონოდა შექმნილი. მის სიმღერათა უმრავლესობა ქართულ, სომხურ და სპარსულ ენებზეა. მათი დიდი ნაწილი დღესაც პოპულარულია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საიათნოვა“-დან