ფადლა II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წყარო
ხაზი 27:
}}
'''ფადლა II''' — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) [[918]]-[[929]] წწ. ეკუთვნოდა [[არევმანელები|არევმანელთა]]<ref>[http://www.batu.edu.ge/text_files/ge_file_272_1.pdf საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2]</ref> საგვარეულოს. ფადლა II-მ კახეთის სამთავროს დასავლეთ საზღვარზე ააგო ციხე [[ლოწობანი]]. მის დროს კახეთის სამთავროს შემოესია „საჯთა“ სახლიდან გამოსული ერთ-ერთი არაბი ამირა. კახეთის სამთავროს გარეპოლიტიკური ვითარების გართულებით ისარგებლა ჰერეთის მთავარმა [[ადარნასე პატრიკი|ადარნასე პატრიკმა]] და უკნა დაიბრუნა კახთა ქორეპისკოპოსის [[კვირიკე I|კვირიკე I-ისა]] და აფხაზთა მეფის [[კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)|კონსტანტინე III-ის]] მიერ მიტაცებული [[ჰერეთი]]ს ტერიტორიები ([[არიში]], [[გავაზანი]] და [[ორჭობი]]). [[922]] წელს ფადლა II დაეხმარა სომხეთის მეფეს [[აშოტ II]] ერკათს მეამბოხე უტის მოსეს წინააღმდეგ ბრძოლაში, თავისი მმართველობის ბოლო წლებში კი — აფხაზეთის მეფე [[გიორგი II (აფხაზთა მეფე)|გიორგი II-ს]] [[კონსტანტინე (კოსტანტი)|კონსტანტინე ბატონიშვილის]] წინააღმდეგ ბრძოლაში.
==წყარო==
*''ვახუშტი'', აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.:ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
*მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფადლა_II“-დან