სადუღა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''სადუღა''', ადგილი სოფელ [[კაჭრეთი]]ს მახლობლად ([[გურჯაანის მუნიციპალიტეტი]]), სადაც 1972 წელს გათხარეს (ხელმძღვანელი შ. დედაბრიშვილი) შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. 2000-1800) [[გორასამარხი|გორასამარხები]]. ერთ-ერთი მათგანის დასაკრძალავ ორმოში აღმოჩნდა მდიდრული სამარხეული ინვენტარი, მათ შორის შავპრიალა და ღია ფერის სხვადასხვა ზომის თიხის ჭურჭელი. ზოგი შემკულია სიმბოლური (მაგ., მზის გამომსახველი დისკო) და დეკორატიული სახეებით. იქვე იყო ოქროს მრავალი ნივთი — შტანდარტისალამის ("შტანდარტი") ნაწილები, სამკაული (მძივები, საკიდები, საბნევები და სხვა). განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრინჯაოს ვიწრო მახვილის აღმოჩენა, რაც სიახლეა. შუა ბრინჯაოს ხანის კავკასიური მახვილები უფრო გვიანდელია, მათ წარმომავლობას ვარაუდობემ ეგეოსური მახვილებიდან, სადუღის მახვილი კი კავკასიური დაშნების ("რაპირები") პროტოტიპია, რაც მის ადგილობრივი წარმოშობას მოწმობს.
 
სადუღის ბუნებრივ ბორცვზე გამოვლენილი და ნაწილობრივ შესწავლილია აგრეთვე ანტიკური ხანის ნამოსახლარი.
ანონიმური მომხმარებელი