ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა MIKHEIL გვერდი „ენა (ენათმეცნიერება)“ გადაიტანა გვერდზე „ენა“
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|ენა}}
[[ფაილი:Lakhovsky Conversation.jpg|მინი|[[არნოლდ ლაკოვსკი]], საუბარი, (დაახლოებით 1935 - წელი)]]
'''ენა''' — [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერული]] ცნება-ტერმინი, რომელიც აკუსტიკურად (= სმენით) და ოპტიკურად (= ხედვით) აღქმადი ''ნიშნების სისტემა''ს აღნიშნავს.
 
== ენა და საზოგადოება ==
 
[[ადამიანი]]ს არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ საქმიანობასთან. [[საზოგადოება|საზოგადოებრივი]] საქმიანობა, თავის მხრივ, შეუძლებელია ადამიანთა შორის ურთიერთგაგებინების გარეშე. გაგებინების უმნიშვნელოვანესი საშუალება არის ''ბუნებრივი ენა''.
 
''ენა'' არის საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნილებებიდან, განსაკუთრებით კი შედეგზე ორიენტირებული საქმიანობიდან მომდინარე, მუდმივად განახლებადი, განვითარებადი სისტემა [[აკუსტიკა|აკუსტიკურად]] და [[ოპტიკა|ოპტიკურად]] აღქმადი ნიშნებისა, რომელიც [[ადამიანი|ადამიანს]] ემსახურება აზრის გაფორმებაში, შეაძლებინებს მას გარკვეულ ფორმაში მოაქციოს აზრი და ამით გასაგები გახადოს იგი (გამოსახატავი აზრი) მისთვის და სხვათათვის. ენა ადამიანს ფიქრის პროცესს, ანუ გარკვეული რეალობის შემეცნებას შეაძლებინებს. ენის, როგორც ნიშანთა სისტემის მეშვეობით შესაძლებელი ხდება აზრებისა და ემოციური განცდების გადმოცემა, ასევე მოპოვებული ცოდნის ფიქსირება და შენახვა.
 
ენის [[დეფინიცია|დეფინიციიდან]] გამომდინარე გასაგები ხდება, რომ იგი ადამიანის ენობრივი მოღვაწეობის ინსტრუმენტია და მჭიდრო ურთიერთკავშირშია ადამიანის [[ცნობიერება]]სთან. ურთიერთკავშირი ენასა და საზოგადოებას შორის ცხადი ხდება კომუნიკაციაში. [[კომუნიკაცია]]ს ენათმეცნიერები განიხილავენ, როგორც ურთიერთგაგებინების პროცესს.
Line 18 ⟶ 19:
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
{{Commons|Language}}
* [http://wals.info/ World Atlas of Language Structures: a large database of structural (phonological, grammatical, lexical) properties of languages]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენა“-დან