Charlie Hebdo: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 38:
 
[[საფრანგეთი]]ს მთელ ტერიტორიაზე რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ სოლიდარობის აქციები გაიმართა. მომხდართან დაკავშირებით [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. [[ბიბისი]]ს ცნობით, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში საფრანგეთში ეს ეროვნული გლოვის მეხუთე შემთხვევაა.<ref>[http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/312149-zhurnal-charlie-hebdo-s-redaqciaze-momkhdari-thavdaskhmis-shemdeg-safrangethshi-solidarobis-aqciebi-gaimartha.html?ar=A ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში სოლიდარობის აქციები გაიმართა]</ref>
 
2015 წლის 11 იანვარს [[პარიზი|პარიზში]] დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ერთიანობის მარში დაიწყო. პარიზის რესპუბლიკის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. სოლიდარობის მარშს წინ მსოფლიო ლიდერები და დაღუპულთა ოჯახის წევრები მიუძღვებოდნენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნულ მოედნამდე დაახლოებით 3-კილომეტრიანი მარშრუტი გაიარეს.<ref>[http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/312524-parizshi-erthianobis-marshi-daitsyo.html?ar=A პარიზში ერთიანობის მარში დაიწყო]</ref> ერთობის მარშში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტი ქვეყნის პირველმა პირმა. მარშის მსვლელობისას ერთმანეთის გვერდით საფრანგეთის ლიდერი [[ფრანსუა ოლანდი]], დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი [[დევიდ კემერონი]], იტალიის პრემიერ-მინისტრი [[მატეო რენცი]], გერმანიის კანცლერი [[ანგელა მერკელი]], უკრაინის პრეზიდენტი [[პეტრო პოროშენკო]], ისრაელის პრემიერ-მინისტრი [[ბენიამინ ნათანიაჰუ]] და პალესტინის ლიდერი [[მაჰმუდ აბასი]] იდგნენ. მშვიდობის მარშში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ლიდერები [[ჟან-კლოდ იუნკერი]] და [[მარტინ შულცი]]. ერთიანობის მარშში მონაწილეობდა საქართველოს პრემირ-მინისტრი [[ირაკლი ღარიბაშვილი]].<ref>[http://www.newpress.ge/index.php?page=1&news_id=5085 საფრანგეთში ერთიანობის მარში დასრულებულია]</ref>
 
2015 წლის 8 იანვარს [[თბილისი|თბილისში]], საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან გაიმართა სოლიდარობის აქცია „მე ვარ შარლი ებდო“. აქციის მონაწილეები შეუერთდნენ სოლიდარობის გლობალურ კამპანიას „Je suis Charlie Hebdo“-ს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შარლი ებდოზე თავდასხმისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო იმართება.<ref>[http://www.netgazeti.ge/GE/105/News/40155/ „მე ვარ შარლი ებდო“ — თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართა]</ref> სოლიდარობის აქცია მოეწყო აგრეთვე [[ახალციხე]]ში, ახალციხის ცენტრალურ პარკში, ლოზუნგით: „მე ვარ შარლი ებდო“, „ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ტერორიზმს“. ადგილობრივმა მასმედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და საჯარო სამსახურების პიარმენეჯერებმა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] განხორციელებული ტერორისტული აქტი დაგმეს.<ref>[http://9arkhi.wordpress.com/ „მე ვარ შარლი ებდო“ — აქცია ახალციხეში]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Charlie_Hebdo“-დან