Charlie Hebdo: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
 
== განხორციელებული შეტევები ==
ჟურნალი ცნობილია წინასწარმეტყველ [[მუჰამედი]]ს კარიკატურებთან დაკავშირებული სკანდალით 2006 წელს, როდესაც იმავე წლის [[თებერვალი|თებერვალში]] გამოქვეყნდა მუჰამედის 12 გადაბეჭდილი კარიკატურა, რომელმაც ფართო პროტესტი გამოიწვია მუსლიმანურ სამყაროში; მას შემდეგ რედაქცია „შარლი ებდო“ მუდმივად ღებულობდა თავისი მისამართით მუქარას. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, გამომცემლობის ყველაზე ცნობილი კარიკატურისტები აგრძელებდნენ თავიანთი ნახატების გამოქვეყნებას, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მოღვაწე რელიგიური ფანატიკოსების წინააღმდეგ.<ref name="შარლი ებდო" />
 
ტერორისტული შეტევა გამომცემლობაზე ორჯერ, 2011 და 2015 წლებში განხორციელდა. 2011 წლის ნოემბერში ჟურნალმა „შარლი ებდომ“ გამოუშვა ნომერი, რომელშიც მისი სახელწოდების „შარლი ებდოს“ ნაცვლად დაიწერა „შარიათ ებდო“. ეს ნომერი ტუნისელი ისლამისტების გამარჯვებას მიეძღვნა. ჟურნალის გარეკანზე კარიკატურისტმა [[ჟან კაბიუ]]მ გამოსახა მომტირალე წინასწარმეტყველი მუჰამედი სიტყვებით: „ძნელია, როდესაც სულელებს უყვარხარ.“ ჟურნალის ეს ნომერი 400 000 ეგზემპლარით გავრცელდა, რაც ოდნავ მეტია გამომცემლობის ჩვეულებრივ ტირაჟთან შედარებით. ნომერის გამოსვლისთანავე ღამით რედაქციის შენობა მთლიანად დაიწვა. უცნობმა ადამიანებმა შენობას დაუშინეს ბოთლები ცეცხლგამჩენ ნივთიერებებთან ერთად, თუმცა არავინ არ დაშავებულა.<ref name="შარლი ებდო" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Charlie_Hebdo“-დან